მიხეილ ცაგარელი: როგორ აისახება თქვენს ცხოვრებაზე "კირჩხიბის ზონა"?

მიხეილ ცაგარელი: როგორ აისახება თქვენს ცხოვრებაზე "კირჩხიბის ზონა"?

გაინტერესებთ როგორ აისახება აღნიშნული პერიოდი თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე?

ვერძი - პერიოდია ნეგატიურია, დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ მოსალოდნელია თავის ტკივილები, უძილობის პრობლემა, ფინანსური პრობლემები იჩენს თავს და ძალიან ფრთილხად უნდა იყოს ტრამვული და ავარიული ტენდენციების მიმართ. რადგან უყურადღებობა გზებზე შესაძლოა ტრავმის ან ავარიების მიზეზი გახდეს.

კურო - არასტაბილური ფისქოლოგიურ-ემოციური დაძაბულობის პერიოდი ეწყება. ძალიან ეგზალტირებული და იმპულსურია. თუმცა მისი ენერგოტონუსი ძლიერდება და ჯანმრთელობა უმჯობესდება, მაგრამ მთლიანობაში ემოციურად არასტაბილურია. მთავარი კონტროლი არის ემოცია, უკონტროლობამ კი შესაძლოა სამსახურშიც და სახლშიც პრობლემები შეუქმნას.

ტყუპები - განსაკუთრებული სიფრთხილე ფინანსური კუთხით, გასავალი მეტი აქვს შემოსავალზე, ასევე დიდი სიფრთხილე სჭირდება სამსახურეობრივ სფეროში, რადგან დიდი ალბათობაა ინტრიგების და ჭორებში ჩართვის, რაც შესაძლოა სამსახურის დაკარგვით დასრულდეს.

კირჩხიბი - ყველაზე მაღალი ენერგოტონუსი აქვთ. ნელნელა აქტიურდებით, ენერგიული ხდებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ დედამიწის ენერგოველი უარყოფითია სხვათა მხრიდან თქვენდამი პრეტენზიულობა მატულობს, აქედან გამომდინარე იყავით ყურადღებით. კოსმოსი მოთმინებაზე გამოცდას გიწყობთ. მთავარია გაუძლოთ ამ პრესს რაც სამსახურში და სახლში სხვათა მხრიდან მოდის და დანარჩენი პერიოდი თქვენია.

ლომი - ყველაზე ცუდი პერიოდი ეწყებათ. ჭორები, ინტრიგები, ფარული მტრები, კონკურენტები და ყველა სხვა ნეგატიური სახის პრობლემები ახლა მატულობენ. კონფრონტაციის და კონფლიქტების ალბათობა ამ ეტაპზე ძალიან დიდია. მათი ზღვარსგადასული ამბიციები და უყაირათობა შექმნის დამატებით პრობლემებს, ამიტომ ლომებო, გადადით მშვიდ ცხოვრების რიტმზე, არავითარი ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. იმოქმედეთ პრინციპით "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი"

ქალწული - განსაკუთრებული კრიტიკული პერიოდი აქვთ. განსაკუთრებული ჩაძიება, რაც მათ ახასიათებთ ნერვებს მოუშლის ყველას, სახლში თუ სამსახურში, ამიტომ არავითარი საქმეების გარჩევა ამ პერიოდში, მშვიდად იცხოვრეთ და იმოქმედეთ . ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს, წარმატების შანსი იქნება, თუ ამ თვისებას ყურადღებას მიაქცევთ.

სასწორი - ცოტა გაუჭირდებათ, რადგან უამრავი საქმე აქვთ და ვერაფერს ასწრებენ. ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ჯობია ეს საქმეები ისე გადანაწილდეს, რომ ყველაფერი მოასწროთ. არავითარი კამათი და საეჭვო საქმეებში მონაწილეობა, რადგან შესაძალოა ეს შემდგომ ძალიან ძვირი დაგიჯდეთ.

მორიელი

- მაქსიმალური ყურადღება გმართებთ. აქტიურდებით, ენერგიული ხდებით, წარმატების შანსები მატულობს, შარმი მატულობს, არის სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ არის ნეგატივი. მისგან სხვები მეტს ითხოვენ, ვიდრე მას სურს. თავისუფლება უნდა და ვერ იტანს ჩარჩოებს.

მშვილდოსანი - თუ რამე გადასახდელი გაქვთ, გადასახადები, ჯარიმები, არ დაიტოვოთ, თორემ შემდეგ გახდება პრობლემებიის მომტანი, იაქტიურეთ, ოღონდ ზომიერების ფარგლებში. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რათა შეცდომები არ დაუშვათ.

თხის რქა - ნუ იქნებით ზედმეტად კონფრონტაციული. შუბლში ნუ მიახლით ადამიანს პირდაპირ რასაც ფიქრობთ, რადგან ეს იწვევს საპასუხო რეაქციას და კონფლიქტებს. ენერგოტონუსი უმჯობესდება, მაგრამ ზედმეტი პირდაპირობა სახლში და სამსახურში შეიძლება გახდეს გარკვეული დაპირისპირების საბაბი.

მერწყული - უჭირს, რადგან ჩარჩოებში აქცევს მას საზოგადოება და აკეთებინებს იმ საქმეს, რომელიც მათ არ სიამოვნებთ. ის იძულებულია რომ ეს გააკეთოს და ეს აწუხებს და შინაგან დისკომფორტს უქმნის. აქედან გამომდინარე გარკვეულმა პრობლემებმა შეიძლება იჩინონ თავი, რადგან ამ ნიშანში შიდა პროტესტი ძლიერდება. ვეცადოთ მშვიდად განვვლოთ ეს პერიოდი, რომელიც მალე გაივლის.

თევზები - ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა და განწყობა უკეთესია, მაგრამ გახსოვდეთ, ილუზიებს არ აჰყვეთ. თქვენი მტერი არის ზედმეტი ფანტაზია და ილუზიები. ადამიანს ნუ მიაკერებთ იმ თვისებას, რომელიც მათ არ აქვთ, თორემ შეცდომას დაუშვებთ და შემდეგ გული გეტკინებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?