ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რადგან მოიმატებს დაძაბულობა და პროვოკაციების ალბათობა გარშემო მყოფთა მხრიდან. იძულებული გახდებით მაქსიმალურად აკონტროლოთ საკუთარი მოქმედება, გამონათქვამები და თავი შეიკავოთ მოგზაურობისგან, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა შეძლებთ კარიერის განვითარებას, მატერიალური მდგომარეობის და სოციალური სტატუსის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული, სწორედ თქვენ მოგიწიოთ იმ პროექტების ხელმძღვანელობა, რომლებიც შემოსავლებთან ერთად თქვენს ავტორიტეტსაც გაზრდიან. თუმცა, არ დაივიწყოთ რომ დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე, არ ღირს გადატვირთვა და ზედმეტად გარისკვა.
კურო – საკმაოდ რთულია კვირის პირველი ნახევარი, რადგან მოიმატებს ჭორების და ინტრიგების, გარშემომყოფთა კრიტიკის და კოლეგებთან კონფლიქტის ალბათობა, თუმცა ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ პროფესიული განვითარება, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, აქტიურად მოქმედება, იდეების რეალიზაცია და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვება და სხვა სასიკეთო ცვლილებების განხორციელება.
ტყუპი – მაქსიმალური სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რადგან ვერ შეძლებთ ემოციების მართვას და პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოძიებას, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ბევრად მშივი და ნაყოფიერია კვირის მეორე ნახევარი, როცა თავისუფლად გამონახავთ საერთო ენას ხელმძღვანელებთან და სწორედ მათი მხარდაჭერით შეძლებთ იდეების რეალიზაციას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, თუმცა არ ღირს გეგმების წინასწარ გათქმა, რადგან ბევრი ეცდება თქვენთვის ხელის შეშლას.
კირჩხიბი – საკმაოდ დაძაბული და კომფლიქტურია კვირის პირველი ნახევარი, რადგან იძულებული გახდებით გაითვალისწინოთ პარტნიორთა კრიტიკა და მოთხოვნები, თუმცა ბევრად სასიკეთო მეორე ნახევარში, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაგიჭირდებათ გააქტიურება და სამსახურეობრივი ცვლილებების თქვენს სასიკეთოდ გამოყენება, ახლობელთა ხელშეწყობით იდეების რეალიზაცია, ძველი დაპირებების შესრულება და ვალების გასტუმრება. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ და რადიკალურად შეცვლიან თქვენს მსოფლმხედველობას.
ლომი – რთულ და დაძაბულ კვირის პირველ ნახევრში სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ სამსახურში, რადგან მაღალია კონფლიქტების და კოლეგებთან დაპირისპირების ალბათობა. ბევრად სასიკეთო იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მარტივად დაძლევთ სირთულეებს, შეძლებთ გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების მოძიებას და უთანხმოების მოგვარებას, ახალი საქმის დაწყებას ან საინტერესო სამსახურის მოძიებას, თუმცა არ დაივიწყოთ, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის და ჯანმრთელობის ფონზე, მაინც არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება.
ქალწული – საკმაოდ დაძაბული კვირის პირველი ნახევრის შემდეგ, საგრძნობლად გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, რაც დაგეხმარებათ იდეების რეალიზაციასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, არ გაგიჭირდებათ ახლობლებთან და კოლეგებთან ურთიერთგაგების მოძიება და ყველა უთანხმოების წარმატებით დაძლევა. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, ინტერიერის დიზაინის შესაცვლელად და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, მსხვილი საყიდლების გასაკეთებლად და უძრავი ქონების შესაძენად.
სასწორი – ნაკლებად პერსპექტიული კვირის პირველი ნახევრის შემდეგ, ბევრად უკეთესი იქნება მეორე ნახევარი, როცა მარტივად გამონახავთ საერთო ენას ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და სწრაფად დაძლევთ ყველა უთანხმოებას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის ახლებურად გამოსავლენად, რადიკალური ცვლილებების განსახორციელებლად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საკუთარი სტატუსის ასამაღლებლად. მთავარია, გამოიჩინოთ დიპლომატია, ანგარიში გაუწიოთ სხვათა სურვილებს და არ სცადოთ მათთვის საკუთარი აზრის თავსმოხვევა.
მშვილდოსანი – კვირის პირველ ნახევარში მოგიწევთ პარტნიორთა ზეწოლის გაძლება და ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც თქვენს უკმაყოფილებას და გაღიზიანებას გამოიწვევს. თუმცა, ბევრად მშვიდი და ნაყოფიერი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და სამომავლო ბიზნეს-პროექტებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად.
თხის რქა – საკმაოდ დატვირთული იქნება კვირის პირველი ნახევრი, რადგან უამრავ საქმესთან ერთად, პარტნიორთა ზეწოლაც გაძლიერდება, რაც ნეგატიურად აისახება თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ დამშვიდებას, ბევრად კომფორტულად და თავისუფლად იგრძნობთ თავს, სწრაფად მოაგვარებთ ძველ კონფლიქტებს და გააფართოვებთ გავლენის სფეროებს, ორგანიზატული ნიჭის წყალობით კი, მარტივად უხელმძღვანელებთ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებებს, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობასაც გააუმჯობესებს და ავტორიტეტის მოპოვებაშიც დაგეხმარებათ.
მერწყული
– მართალია, ერთიანობაში საკმაოდ კარგი კვირაა, თუმცა მეორე ნახევარი ბევრად ნაყოფიერი და შედეგიანი იქნება. შეძლებთ სიტუაციის გაკონტროლებას და მიმდინარე მოვლენებზე გავლენის მოხდენას, სასიკეთო შანსების სრულად გამოყენებას და ძველი იდეების წარმატებით რეალიზაციას. კარგი პერიოდია გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების მოძიებით ფინანსებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკამათო საკითხების გადასაწყვეტად. თუმცა, არ უნდა დაივიწყოთ, რომ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს გადატვირთვა, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება და გარისკვა.
თევზები – საკმაოდ კონფლიქტური იქნება კვირის პირველი ნახევარი, რადგან მოგიწევთ კოლეგების, ხელმძღვანელების პრეტენზიების მოსმენა და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. თუმცა, ბევრად პოზიტიურ მეორე ნახევარში, როცა გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებით და ნდობის მოპოვებით კი, მარტივად დაძლევთ ყველა უთანხმოებას. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად, სერიოზული პროფესიული ცვლილებების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გეომაგნიტური დღეები – 6, 8, 11 და 12 მაისი.
წყარო fortuna.ge