ნაგვის გატანის ჩვეულება, წარმატებაზე საუბრისას მაგიდაზე სამჯერ დაკაკუნება... მოკლედ, რომელი ერთი ჩამოვთვალო. დღეს მინდა სარკის თემატიკას შევეხო და საინტერესო მოსაზრება გაგაცნოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ იმ შემთხვევაში, თუკი სარკე გაგვიტყდა მოულოდნელად.
ოდითგანვე არსებობდა ცრურწმენები გატეხილ სარკესთან დაკავშირებით. თუმცა ეზოთერიკოსები და ფენშუის მცოდნეები ამტკიცებენ, რომ სარკის გატეხვა, ყოველთვის როდი ნიშნავს რაიმე ტიპის ნეგატიური მოვლენის მოახლოვებას თქვენ ცხოვრებაში. მთავარია, ზუსტად ვიცოდეთ წესები, თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ მსგავს შემთხვევაში.
მაშ ასე, თუ სარკე გაგიტყდათ პირველ რიგში გაითვალისწინეთ არავითარ შემთხვევაში არ ჩაიხედოთ ნამსხვრევებში! შემდეგ, აიღეთ მუქი გაუმჭვირვალე ქსოვილი და ცოტა ხნით გადააფარეთ დამსხვრეულ სარკეს. ამის შემდეგ ფრთხილად (სასურველია ხელთათმანებით) მოაგროვეთ ნამსხვრევები ზემოთ ხსენებულ ქსოვილში, თავი მოუკარით და სააბაზანოში, გამდინარე წყლის ჭავლს მიუშვირეთ ცოტა ხანს.
მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ დამსხვრეული სარკე იქ რამდენიმე წუთსაც გააჩეროთ. წყალი (მით უმეტეს გამდინარე) კარგად ხსნის ნეგატიურ ენერგეტიკას. შემდეგ სარკის ნამსხვრევები სასურველია მიწაში ჩაფლათ. ხოლო სარკის დამსხვრევის შემდეგ დარჩენილი ერთი შეხედვით უხილავი მტვერი, სველი ჩვრით მოწმინდეთ. ძველი სარკის ადგილზე, აუცილებელია ახალი დადგათ ან ჩამოკიდოთ. საიმისოდ, რომ სწორად მოხდეს ენერგეტიკის დაბალანსება თქვენ ცხოვრებაში.