მკითხაობა ჯადოსნური ცხრილით - დახუჭეთ თვალები და შეახეთ ეკრანს თითი

მკითხაობა ჯადოსნური ცხრილით - დახუჭეთ თვალები და შეახეთ ეკრანს თითი

მკითხაობის ეს მეთოდი სწრაფად გაგცემთ პასუხს თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე. საკმარისია დასვათ კითხვა, ის კარგად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, დახუჭოთ თვალები, დაადოთ ფანქრის წვერი რომელიმე უჯრას და წაიკითხოთ მინიშნება. გაითვალისწინეთ, რომ მკითხაობა ეხება საქმიან სფეროს და არა სასიყვარულოს.

Astrologia

1. პერსპექტივება და შემოვაზებებს მიიღებთ. ასრულდება ის, რაც ჩაიფიქრეთ.

2. გავლენიაანი ადამიანი და ბედნიერი შემთხვევა სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ.

3. ხელი შეგეშლებათ გეგმების განხორციელებაში.

4. მიზნების განხორცილება თქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული.

5. სწავლისა და გამოცდილების დაგროვებისთვის მოიცალეთ.

6. ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით სასურველს.

7. სირთულეები დროებითია. შეინარჩუნეთ ღირსება და მიზანი არ გაუშვათ თვალთახედვის არედან.

8. ბედნიერი შემთხვევის წყალობით სასურველს მიიღებთ. მთავარია, თქვენი მხრიდან მონდომება.

9. მოთმინებით აღიჭურვეთ და სანატრელს მიიღებთ.

10. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

11. მოგებული დარჩებით.

12. სიფრთხილე გმართებთ: სწორად გათვალეთ შესაძლებლობები.

13. მოსალოდნელია გადაღლილობა, ნერვული აშლილობა სურვილის ასრულება დაგვიანდება.

14. დამშვიდდით, სასურველს სასურველ დროს მიიღებთ.

15. მარტოს, თანამოაზრეების გარეშე, იდეების განხორციელბა გაგიჭირდებათ.

16. სპონტანური ქმედებიბის დროა, რაც თავში მოგივათ ის აკეთეთ.

17. დაფიქრდით, ნამდვილად გსურთ?

18. საკუთარმა სურვილებმა ჩიხში არ მოგიმწყვდიონ.

19. ცხოვრება შანსს გაძლევთ, არ გაუშვათ იგი.

20. გაუშვით სამყაროში სიკეთე და პასუხადაც სიკეთეს მიიღებთ. გაიუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

21. ყველა ძველ გეგმას გადახაზავთ. თქვენს ცხოვრებაში ახალი მიზანი გამოჩნდება.

22. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში.

23. მხოლოდ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობაზე დაყრდნობით უნდა იმოქმედოთ.

24. ყველაფერი ისე ასრულდება, როგორც თავად გსურთ.

25. თავიდან გადახედეთ იდეებს და შეიტანეთ კორექტივები. იყავით გონიერი.

26. მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეების შესრულებას.

27. ცოდნა და გამოცდილება გაკლიათ.

27. დაფიქრდით, რა გიშლით ხელს სასურველი მიღწევაში.

28. მოაგვარეთ მატერიალური საკითხები.

29. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან და კლიენტებთან.

30. ყველა რთულ დავალებებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს.

31. იყავით მეტად დიპლომატიური.

32. ყველა შიშს და უკან მოიტოვებთ. წინ მხოლოდ გამარჯვება გელით.

33. გამუხრუჭებთ გარშემო მყოფებსა და საკუთარ თავში უნდობლობა.

34. გამარჯვებამდე ჯერ შორია, მეტი ძალისხმევა გმართებთ.

35. ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდებათ.

36. თქვენი გამარჯვება გარშემო მყოფებში შურს გამოიწვევს.

37. ქარს გატანილ ქონებაზე იდარდებთ.

38. სურვილს ინიციატივაც უნდა დაუმატოთდა თვითდისციპლინაც.

39. რაც უფრო მეტად გააქტიურდებით, მით მეტად მიუახლოვდებით სასურველ შედეგს.

40. მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ.

41. სანამ დაფნის გვირგვინს არ დაიდგამთ, არავის არაფერი არ გაუმხილოთ.

42. გაურკვევლობას დაძლევთ, თუ მოქმედების კონკრეტულ გეგმას შეადგენთ.

43. მსხვილი თანხის ხარჯვა მოგიწევთ.

44. მომავალს მშვიდად შეხვდებით, სანერვიულო არაფერი გაქვთ.

45. ბედნიერების ხანა გელით.

46. მოკრძალებული უნდა იყოთ ოცნებებში.

47. მოგზაურობა ან შვებულება თქვენს გეგმაში კორექტივებს შეიტანს.

48. თქვენი შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა და მონდომება ღირსეულად დაფასდება.

49. მიენდეთ ცხოვრების მდინარეს, მან უკეთ იცის რომელ ნაპირზე უნდა მიცურდეთ.

50. ის რისიც გეშინოდათ, ბედნიერებით შეიცვლება თქვენთვის.

51. მოვლენები იმაზე უფრო სწრაფად განვითარდება, ვიდრე გეგონათ.

52. სასიამოვნო მოულოდნელობების პერიოდი დაგეწყებათ.

53. რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. თითქოს, ნამსხვრევებადქცეული სარკიდან უყურებთ სამყაროს.

54. თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანები, - თანამოაზრეები, მეგობრები გამოჩნდებიან.

55. მატერიალური კეთილდღეობა და ბედნიერება გელით.

56. თქვენი შრომისმოყვარეობა სათანადოდ დაფასდება. სამსახურში წინსვლა გელით.

57. იმდენი ვალდებულება გექნებათ მოსაგვარებელი, რომ დასვენებისთვის დრო არ დაგრჩებათ.

58. თქვენს სულში სრული ქაოსია, რამაც შეიძლება საქმეებსა და წამოწყებაში ხელი შეგიშალოთ.

59. იყავით მომთმენი.

60. გულგრილობის გამო შეიძლება შანსი გაუშვათ ხელიდან.

61. სურვილის ასრულება თქვენს დისციპლინირებულობაზეა დამოკიდებული.

62. საკუთარ თავს, ცხოვრებას გვერდიდან შეხედეთ და ყველაფერს სხვაგვარად დაინახავთ.

63. შეიცვალეთ თავად და სამყაროც შეიცვლება თქვენ გარშემო.

64. ძალიან ხართ დამოკიდებული გარშემო მყოფებზე.

65. ტყუილი ნერვიულობა გელით ინტრიგების და ჭორების გამო.

66. ენდეთ საკუთარ განგებას. მშვიდად იყავით.

67. ენერგიასა და დროს სულ ტყუილად ხარჯავთ.

68. ჩახლართულ სიტუაციაში აღმოჩნდებით. სწორი ორიენტირი უნდა აირჩიოთ.

69. დაფიქრდით, როგორი ხალხი გახვევიათ გარშემო? არავის მოუყვეთ საკუთარ იდეებზე, წარმატებებზე.

70. არავინ მოატყუოთ.

71. პირადი ავტორიტეტის ამაღლებაზე უნდა იზრუნოთ.

72. თუ საქმეებს სხვებს არ გადააბარებთ, სურვილები აგისრულდებათ.

73. ყველაფერი სწრაფად და მარტივად აგისრულდებათ.

74. პატარა და დიდი გამარჯვებების შანსი მოგეცემათ.

75. მცირე შანსი არსებობს იმის, რომ ჩანაფიქრი აგისრულდეთ.

76. ცვლილებების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. შეიძლება ცხოვრების ახალი ეტაპი დაგეწყოთ.

77. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ.

78. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

79. მოთმინებით აღიჭურვეთ. ის რაც წასასვლელია უნდა გაუშვათ.

80. საინტერესო პერსპექტივა გამოგიჩნდებათ და წარმატება მოვა თქვენთან.

81. სტაბილური სიტუაციაა, სწორ გზაზე დგახართ. დაასრულეთ ძველი გეგმა და დაიწყეთ ახალი.

82. თქვენი ქმედება თქვენს ნათქვამს უნდა შეესაბამებოდეს.

83. იღბალი ზოგჯერ გამოცდას უწყობს ადამიანს და აკვირდება, როგორ გაართმევთ თავს.

84. წარმატება გელით მატერიალურ საკითხებში.

85. აკონტროლეთ ემოციები. არ დაუშვათ, რომ მომენტალურმა აფეთქებამ გეგმები დაგინგრიოთ.

86. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ.

87. იყავით მიზნამიმართული და არ გადუხვიოთ არჩეული გზიდან, ყველა პირობა გაქვთ წარმატების მისაღწევად.

88. წარმატებას მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიაღწევთ.

89. ილუზიების სამყაროში ცხოვრობთ და ბროლის კოშკებს აგებთ. ფული არ გეყოფათ მათ განსახორცილებელად.

90. გააზრებულად იმოქმედეთ. თუ მოინდომებთ, თქვეთვის შეუძლებელი არაფერია.

91. ერთს აკეთებთ, მეორეს ამბობს და მესამეს ფიქრობთ.

92. ყურადღება ცხოვრების პოზიტიურ მხარეზე გადაიტანეთ.

93. იღბალი გამოცდას გიწყობთ, თქვენ მოგეთხოვებათ: მოთმინება, სიბრძნე და გამოცდილება.

94. ყველა უსიამოვნებას მარტივად დააღწევთ თავს.

95. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური შემოსავალი და ახალი პერსპექტივებიც გამოგიჩნდებათ.

96. დასვენება გესაჭიროებათ. ეცადეთ, ცოტა ხნით მაინც დაივიწყოთ საქმეები და საკუთარ თავზე იზრუნოთ.

97. ცოტა ხანში სურვილები და მიზნები შეგეცვლებათ.

98. წარმატებას მხოლოდ თანამოაზრეებთან ერთად მიაღწევთ. იყავით მეტად პრაქტიკული და დიპლომატიური.

99. მოულოდნელობა ხელს შეგიშლით ჩანაფიქრის განხორციელებაში.

100. ბედი, განგება, უფლის ნება.

რა ცვლილებებს უმზადებს ივლისი ზოდიაქოს ნიშნებს - ტაროს კარტების პროგნოზი

რატომ არ ახსოვს ადამიანს წინა ინკარნაციებში განვლილი ცხოვრება და რა არის ასტრალური პარალელური სამყარო

რა მოსდის სულს სხეულის სიკვდილის შემდეგ? - თეორია, რომელიც შესაძლოა, არ გსმენიათ