მოიმატებს აგრესიის და კრიმინალის დონე, თავი შეიკავეთ კრედიტებისგან - რას მოგვიტანს ლილიტის ტრანზიტი მორიელში

მოიმატებს აგრესიის და კრიმინალის დონე, თავი შეიკავეთ კრედიტებისგან - რას მოგვიტანს ლილიტის ტრანზიტი მორიელში

იგივე ლილიტი, რომელსაც ასტროლოგიაში ცდუნებისა და ფარული ცოდვების სიგნიფიკატორს უწოდებენ, სასწორის ზოდიაქოდან მორიელის ზოდიაქოში გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი თვეების მანძილზე მორიელის, კუროს, ლომისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის მეტ-ნაკლებად რთული, გამოწვევებით სავსე პერიოდი იწყება. შავი მთვარე მიუხედავად საკუთარი დეფინიციისა, "შავი" არცთუ მთლად ნეგატიური რამაა და ზოგადად ასტროლოგიაში, არ არსებობს აბსოლუტურად ცუდი და აბსოლუტურად კარგი ასპექტი. სირთულეები კი ჩვენ ცხოვრებაში იმიტომ მოდის, რომ ჩვენი ფსიქოლოგიური მდგრადობა გამოიცადოს ან უფრო მაღალ ლეველზე ავიდეთ პიროვნული განვითარების მხრივ.

შავი მთვარის ტრანზიტი მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, იმოქმედებს როგორც ჩვეულებრივი ადამიანების, ის ზოგადად გეოპოლიტიკურ და ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. ასე მაგალითად - პოლიტიკურად გააქტიურდება შანტაჟის, დაფარული ინფორმაციის ზედაპირზე ამოტივტივების, წარსულში ჩადენილი დანაშაულებების გახსნა-გაჟღერების პრეცენდენტი. შესაძლოა გააქტიურდეს აქამდე მინავლული სამხედრო კონფლიქტების ალბათობაც იმიტომ რომ მორიელი მოგეხსენებათ მარსით მართული ნიშანია, განსაკუთრებული აგრესიით გამორჩეული. მარსი კი ომისა და ნგრევის სიგნიფიკატორი პლანეტა გახლავთ. არსებობს გარკვეული პროვოკაციებისა და სერიოზული პოლიტიკური შანტაჟების ალბათობაც. იმიტომ რომ, ნეგატიურად განვითარებული მორიელი, ისე როგორც არც ერთი სხვა ზოდიაქოს ნიშანი, მიდრეკილია სხვებით მანიპულაციისა და ინტრიგებისაკენ.

უახლოესი თვეების მანძილზე მოიმატებს კრიმინალის დონე, აგრესიულობა (როგორც ფარული ისე ღია სახის), სხვა ადამიანებით მანიპულაციისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის მოთხოვნილება ადამიანებში. იყავით ფრთხილად, იმიტომ რომ ნებისმიერი ტიპის ნეგატიური ქმედება თუ ჩანაფიქრი არ დარჩება დაუსჯელი. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანის მიერ გაკეთებული შავი საქმეები ელვის სისწრაფით იხილავს მზის სინათლეს, ასე რომ მაქსიმალურად მოარიდეთ თავი სხვადასხვა ტიპის საეჭვო ავანტიურებში მონაწილეობას.

მორიელის მართვის კიდევ ერთი სფეროა: ფული, ვალები, სხვისი ქონება, მემკვიდრეობა და კრედიტებია. ამიტომ მომდევნო თვეების მანძილზე თავი მაქსიმალურად უნდა აარიდოთ გრძელვადიანი ფინანსური ვალდებულებების აღებას, რაც არ უნდა მომხიბვლელად გეჩვენებოდეთ საბანკო შემოთავაზებები. ზოგადად სიფრთხილე გამოიჩინეთ ყველა ტიპის საფინანსო და საბანკო დოკუმეტაციასთან მუშაობისას, არანაკლები სიფრთხილით მოეკიდეთ მარტივად გამდიდრების მაცდუნებელ წინადადებას , კატეგორიულად არ აჰყვეთ მემკვიდრეობის ან დიდი თანხის იოლი გზებით ხელში ჩაგდების ილუზიას.

ნუ დაკავდებით საეჭვო ეზოთერული პრაქტიკით. ნუ დაინტერესდებით მაგიით, მკითხაობით და ა.შ.

ჯანმრთელობის მხრივ სიფრთხილე გამოიჩინეთ ვირუსული, სისხლის ინფექციური დაავადებების კუთხით. მოერიდეთ ალკოჰოლის გადამატებული დოზით მიღებას. იმიტომ რომ, ლილიტის ტრანზიტისას მორიელში ხშირია სასმელით ინტოქსიკაციის საფრთხე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?