კურო
უნდა გახსოვდეთ, რომ შესაძლოა მოიგოთ ბრძოლა, მაგრამ წააგოთ ომი. ასევე, კვირის დასაწყისშივე ნუ ამოწურავთ თქვენს ენერგიას, დაზოგეთ თავი მუშაობის დროს. ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მოიკითხეთ მეგობრები - ან თქვენ დაგჭირდებათ მათი დახმარება, ან პირიქით. პარასკევს უნდა გამოავლინოთ ტოლერანტობა. შაბათ-კვირას მოახერხებთ დასვენებას, შეიტყობთ სასიამოვნო ინფორმაციას.
ტყუპი
ორშაბათიდან მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნებით საკუთარ მომავალზე. იმის მიუხედავად, რომ, ჩვეულებრივ, თქვენ ის ადამიანი ხართ, ვინც მოცემული დღით ცხოვრობს. სამშაბათს ან ოთხშაბათს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი, რომლისთვისაც შესაძლოა მზად არ აღმოჩნდეთ. ხუთშაბათს მიხვდებით, რომ ცხოვრებამ თამაშში გამოგიწვიათ... მოგიწევთ ჩაერთოთ, რადგან მიმდინარე მოვლენებს თავს ვერ აარიდებთ. სამწუხაროდ, სასიყვარულო ფრონტზე საინტერესო სიახლე არ გელოდებათ.
კირჩხიბი
ორშაბათს თავს დამარცხებულად იგრძნობთ. დიდი ხანია ერთი საკითხის მოგვარებას ცდილობთ, მაგრამ არა და არ გამოგდით... უშედეგოდ იბრძვით და ხვდებით, რომ ცოტაც და ფარ-ხმალს დაყრით. სამშაბათსა და ოთხშაბათს ძალიან დაგჭირდებათ ენერგია, რადგან სწორედ ამ პერიოდში მოგიწევთ რეალურ საქმესთან შეჭიდება. ხუთშაბათსა და პარასკევს წარმატებით ჩაივლის საქმიანი სადილი/ვახშამი, ასევე აქტიურად გამოიყენებთ მობილურს პარტნიორებთან სასაუბროდ და პრობლემების მოსაგვარებლად. შაბათ-კვირას ზოგიერთი კირჩხიბი ველურ გარემოში აღმოჩნდება, მეტაფორულად ან პირდაპირი მნიშვნელობით.
ლომი
ორშაბათს მცირე პრობლემა დიდად და დაუძლეველად მოგეჩვენებათ. სამშაბათს და ოთხშაბათს გააცნობიერებთ, რომ ამ წინააღმდეგობის დაძლევა თავისუფლად შეგიძლიათ, ტყუილად დარდობდით. აივსებით ოპტიმიზმით, რაც დაგეხმარებათ კოლეგებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. კარგი კვირაა სამსახურეობრივი მოვალეობის ზედმიწევნით შესასრულებლად. ნუ გაგიკვირდებათ, თუ პარასკევს თაყვანისმცემელი გამოგიჩნდებათ ან თქვენდამი უჩვეულო ინტერესს გამოავლენენ. შაბათ-კვირას ძალიან სენსიტიური გახდებით და ყველაფერზე იტირებთ.
ქალწული
ნუ ელოდებით ადამიანებისგან ერთნაირად აზროვნებასა და მოქმედებას. სამყარო სავსეა განსხვავებული პიროვნებებით და სწორედ ეს ხდის საინტერესოს. ისწავლეთ არა მარტო სიტუაციებთან ადაპტაცია, არამედ განსხვავებულებთან ურთიერთობა. ოთხშაბათს ან ხუთშაბათს იმოგზაურებთ იმ ადამიანთან ერთად, რომელსაც აფასებთ, პატივს სცემთ და გულის სიღრმეში ბაძავთ. მაშინაც კი თუ ამ კვირაში ვერ შეხვდებით პარტნიორს, დაამყარეთ მასთან მჭიდრო კომუნიკაცია („თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“).
სასწორი
ორშაბათს ყველაზე მეტად დაგჭირდებათ ადამიანი, რომელიც შოკში მარტივად არ ვარდება. უახლოვდებით მენტალურ რევოლუციას, რაც უამრავ შეკითხვას გაგიჩენთ და ასევე გაიძულებთ ალაპარაკდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებზეც არასდროს გისაუბრიათ. დიდი ალბათობით სამსახურისკენ აღარ გაგიწევთ გული, მოგინდებათ შინ ჩაიკეტოთ და დაწეროთ ან დახატოთ. პარასკევს თავს იგრძნობთ ინსპირირებულ ლიდერად, რომელსაც ყველაფერი შეუძლია! დასრულდება პიროვნული ცვლილებების, გადაფასებების მტკივნეული პროცესი.
მორიელი
ორშაბათი თქვენთვის ,,ჯეიმს ბონდური" დღე აღმოჩნდება. მოგიწევთ რაღაც ინფორმაციის მოპოვება-გამოძიება.
სამშაბათსა და ოთხშაბათს თეორიას, რომელსაც რიგ საკითხებთან დაკავშირებით ფლობთ, პრაქტიკაში გამოიყენებთ. პარასკევს დაგჭირდებათ მეგობრის ან პარტნიორის დახმარება. მთელი კვირის განმავლობაში
დიპლომატია უნდა გამოავლინოთ, კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასარიდებლად და მიზნის მისაღწევად. შაბათ-კვირას დიდ რისკზე წახვალთ.
მშვილდოსანი
ამ კვირაში იზრდება დაორსულების ალბათობა. როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ზოგიერთი მშვილდოსანი ბავშვის აყვანას გადაწყვეტს, სხვები კი მიხვდებიან, რომ დაოჯახების დროა.
კარგი პერიოდი დგება მასწვალებელი და ლექტორი მშვილდოსნებისთვის, ელოდეთ კარიერაში პოზიტიურ ცვლილებებს ან მოვლენების სასიკეთოდ შემობრუნებას. ამ ნიშნით დაბადებულ ზოგიერთ ადამიანს მოუწევს დიდ კომპრომისზე წასვლა, საკითხი სახლს ან ფულს შეეხება.
თხის რქა
ორშაბათს ადამიანებს მოუნდებათ, რომ გული გადაგიშალონ, თქვენ კი, გარემოების მიუხედავად, უნდა მოუსმინოთ მათ. ამგვარად განამტკიცებთ ძველ კავშირებს ან შეიძენთ ახალ თანამოაზრეებს, რომლებიც მომავალში აუცილებლად გამოგადგებათ. ჩათვალეთ, რომ ომის წინ ჯარისკაცებს აგროვებთ. ხუთშაბათსა და პარასკევს დაგემსხვრევათ ილუზია, რომელშიც დიდხანს ცხოვრობდით. ძალიან გამოგფიტავთ უარყოფითი ემოციები, მაგრამ შაბათ-კვირას განვითარებულო მოვლენები, ან შინ მშვიდად დარჩენის საშუალება, თავს უკეთესად გაგრძნობინებთ.
მერწყული
რომანტიკული მოვლენებით დატვირთული კვირა გელოდებათ. ემოციური გახდებით.
სამშაბათს თვალი აგეხილებათ და აღმოაჩენთ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც აქამდე გეგონათ. თავი მოუყარეთ საბუთებსა და ფურცლებს, ხშირად შეამოწმეთ საკრედიტო ბარათი, რადგან ამ კვირაში იზრდება მათი დაკარგვის ალბათობა. პარასკევს კარგი დღეა ბიზნესისთვის.
შესანიშნავი პერიოდი დგება მარკეტინგის მიმართულებით დასაქმებული მერწყულებისთვის. შაბათ-კვირას ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ.
თევზები
ამ კვირაში მოგინდებათ ადამიანებს ემოციები გაუზიაროთ. ზოგიერთი თევზი დაუახლოვდება კოლეგას ან მეგობარს. რამდენად შორს წავა მისი გრძნობები? ძალიან, ძალინ შორს, თუ დროულად არ მოთოკავს თავს. ელოდეთ წარსულში ჩატოვებულ ადამიანთან შეხვედრას ან მის ზარს... ამ პერიოდში მაქსიმალურად დააკვირდით მინიშნებებსა და სიმბოლოებს, რომლებსაც
სამყარო გიგზავნით. თავად დაიწყებთ შემოსვალის კონტროლსა და დანაწილებას.
ვერძი
ამ კვირაში პარტნიორთან უფრო ხშირად შეხვედრას და მასზე ზრუნვას მოახერხებთ.
გაძლიერდება თქვენი იმუნიტეტი, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენს ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება. ერთადერთი რამაც შეიძლება შეგაწუხოთ, უძილობაა. თქვენი თავდაუზოგავი შრომა შედეგს გამოიღებს. ელოდეთ ხელფასის მომატებას.