და სხვა მსგავსი ტიპის "აფერისტობების" ღრმად არ სჯერა, თუმცა, რეალობა სულ სხვას ცხადყოფს. ძლიერი სქესის წარმომადგენლებს არათუ აინტერესებთ ასტროლოგია, მეტიც, მასზე დამოკიდებულიც კი ხდებიან ხშირად. მსოფლიოში ცნობილი ასტროლოგები ერთხმად ადასტურებენ, რომ მამაკაცი კლიენტები გაცილებით უფრო სტაბილურად სარგებლობენ ასტროლოგიური მომსახურებით, მას შემდეგ რაც რწმუნდებიან მის ქმედითუნარიანობაში, მაშინ როცა ქალები მხოლოდ ერთ ვიზიტზე იკმაყოფილებენ ინტერესს.
დღევანდელი სტატია მამაკაცებს ეძღვნებათ, უფრო სწორად, ქმრებს ან მათ, ვინც ახლო მომავალში აპირებს ამ დიდად პატივსაცემ სტატუსის საკუთარ თავზე მორგებას.
როგორც წესი, სუსტი სქესის წარმომადგენლები ხშირად სარგებლობენ დეფინიციით "სუსტი" და ოსტატურად ათამაშებენ შეყვარებულ მამრებს თავის ნებაზე. ამიტომ ასტროლოგი საჭირო რჩევას მოგცემთ იმის შესახებ, ვის აჯობებს დაუკავშიროთ ცხოვრება და რომელ ზოდიაქოს ნიშნით დაბდებულ ქალთან გელით ფარული თუ ღია კონფლიქტები ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემთხვევაში.
მაშ ასე, თუკი დამყოლი, მშვიდი, გაწონასწორებული, კარგი კულინარი და მზრუნველი ცოლი გინდათ, ცხოვრება კუროს, ქალწულს, კირჩხიბსა და სასწორს უნდა დაუკავშიროთ. ეს ქალები მშვენივრად ახერხებენ ლავირებას, გამოირჩევიან დიპლომატიურობითა და ყოველთვის ყოფნით ჭკუა მამაკაცს თავი დომინანტურ ფიგურად აგრძნობინონ ოჯახში.
იმ შემთხვევაში, თუ გვერდით მხიარული, გამრთობი, კარგი მრჩეველი და უბრალოდ მხიარული მეგობარი გჭირდებათ, რომელიც ყველაფერში მხარს აგიბამთ დაწყებული მოგზაურობით დასრულებული გართობით ცოლად ტყუპი, მშვილდოსანი, მერწყული ან თევზები შეარჩიეთ . ამ ქალებს უყვართ მეუღლე-მეგობრის როლის მორგება, თუმცა ნაკლებად ეხატებათ გულზე საოჯახო საქმეები და მოგიწევთ სახლში დამხმარე იყოლიოთ, ან სულაც ნახევარფაბრიკატებზე გადაიაროთ.
ყველაზე ნაკლებად გამოდგებიან იდეალური ცოლის კანდიდატურაზე ვერძი, ლომი, თხის რქა და მორიელი ქალები. მათთვის ძირითადად პროფესიული სარბიელია უფრო პრიორიტეტული ვიდრე მამაკაცის "ძიძაობა" და ტრადიციული დიასახლისის როლი. სამზარეულო ძალზე ვიწრო ფართობია ამ ქალების პოტენციალის გასავითარებლად. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ კარიერის კეთება აუკრძალეთ ოჯახში თავმოხსნილ ბომბს "დაიმონტაჟებთ", რომელიც არავინ იცის როდის აფეთქდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები აქტიური, გამძლე, ვნებიანი, მაგრამ თავნება და ჯიუტები არიან. შესაბამისად, თუ თავს საკმარისად ძლიერ ინდივიდად მიიჩნევთ, მოსინჯეთ, იქნებ და შეძლოთ მათი დამორჩილება.