თავსატეხით გაგახაროთ და კიდევ ერთი, ორიგინალური ტესტი შემოგთავაზოთ.
მორიგი ფსიქოლოგიური ტესტი, ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვს თქვენგან. წარმოიდგინეთ უდაბნო და ამ უდაბნოში რამდენიმე საგანი:
1. კუბი – როგორი ფერისაა იგი? სად განათავსებთ მას? ქვიშაში ხომ არ არის ჩაფლული? იქნებ სულაც ჰაერში მოლივლივე წარმოგიდგენიათ?
2. კიბე – სად მოიაზრებთ მას? აქვს თუ არა რიამე კავშირი კუბთან?
3. ყვავილები – როგორი, რა ფრის, რა რაოდენობის? აქვს თუ არა ყვავილებს შეხება კუბთან და კიბესთან?
4. ცხენი – სად, როგორ და რა კონტექტსში წარმოგიდგენიათ? აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ზემოთ ჩამოთვლილ კომპონენტებთან?
5. უდაბნოს ქარბუქი – საიდან მოდის? რას ეხება? დააზიანა რამე?
ახლა კი გადახედეთ შედეგებს:
კუბი ეს თქვენ ხართ. თუ ის მიწაზე დგას მყარად ე.ი. თქვენი ცხოვრება ამ ეტაპზე ასე თუ ისე სტაბილური და მშვიდია. თუკი იგი ქვიშითაა დაფარული ჯანმრთელობის პრობლემები გაწუხებთ მოცემულ მომენტში ან ცხოვრებისეული სირთულეების პრესის ქვეშ ხართ. რაც უფრო დიდი ზომისაა კუბი, მით უფრო მაღალია თქვენი თვითშეფასება და ეგოიზმის დონე ხასიათში. თუკი კუბი გამჭვირვალე მინისაა ან ჰაერში ლივლივებს, მეოცნებე და ემოციურად დაუცველი ტიპი ხართ, რომელიც ყოველთვის ეძებს დასაყრდენს სხვებში. ამგვარ კუბს ხშირად ხელოვანი ადამიანებიც წარმოისახავენ.
კიბე – განასახიერებს ჩვენს უახლოეს გარემოცვას (დები, ძმები, მშობლები, ნათესავები) და მათდამი ჩვენს დამოკიდებულებას. რაც უფრო მყარი და დიდია კიბე მით უფრო მჭიდროა კონტაქტი ოჯახთან და სანათესაოსთან. თუ კიბე კუბთან არის უშუალო კონტაქტში (უერთდება მას) ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი კავშირი ოჯახთან და ფესვებთან ძალიან ღრმაა. კიბე კუბზე ასევე მიანიშნებს იმას, რომ თქვენ გიწევთ იზრუნოთ ოჯახის რომელიმე წევრის მატერიალურ მდგომარეობაზე.
ყვავილები – შვილები ან ბავშვების მიმართ თქვენი დამოკიდებულებაა. თუკი ბევრი ყვავილი წარმოიდგინეთ ე.ი. ბავშვებთან გიწევთ პროფესიულად მუშაობა ან პატარები არიან თქვენი ოჯახის წევრები. კუბთან მათი კავშირი (რამდენი ყვავილია კონკრეტულად) ნიშნავს შვილების რაოდენობას ან მათი ყოლის სურვილს (თუ კუბი ყვავილებით მორთეთ). თუკი ყვავილები დეკორატიული ტიპისაა ან ერთგვაროვანი ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემებით ძალიან დაღლილი ხართ ამ ეტაპზე.
ცხენი – უკვე არსებულ ან პოტენციურ პარტნიორს განასახიერებს სიმბოლურად. თუკი ცხენი კუბთან უშუალო შეხებაში არაა ან დარბის მის გარშემო უდაბნოში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერაც პარტნიორის ძიებაში ხართ და არცთუ მალე იპოვნით სასურველ ადამიანს. კუბის გარშემო მორბენალი ცხენი დაოჯახებული ადამიანის შემთხვევაში ხშირად მეუღლესთან დაძაბულ ურთიერთობაზე ან განქორწინების ფაქტზეც მიუთითებს.
ქვიშის ქარბუქი – თუ იგი მთელ ამ "კონსტრუქციას" გადაუქროლებს და წავა, ეს იმას ნიშნავს, რომ სტრესის მიმართ გამძლეობა გქონიათ გამომუშავებული. წვრილმან-მსხვილმანი პრობლემები ვერ შეარყევს თქვენს ფსიქიკას. ხოლო თუ ქარბუქი თავად კუბში მიმდინარეობს საქმე საკმაოდ საგანგაშოდაა – ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ნერვული სისტემა კრიტიკულ ზღვარს უკვე გასცდა.