თარიღი იმაზე, თუ როგორ შეძლებთ უარის თქმას მოწევაზე. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამა თუ იმ მავნე ჩვევისკენ დამოკიდებულებას დიდწილად განაპირობებს ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი. ამიტომ თუ თქვენ უკვე დიდი ხანია გინდათ სიგარეტისთვის თავის დანებება, ვნახოთ რას გვირჩევენ ვარსკვლავები.
ტყუპი და მოწევა
ოხ, ეს გაორებული ნატურა...
ის ცრემლებისღვრით უყურებს გადაცემას, სადაც საუბარია ფილტვის კიბოს სტადიებზე, სადამდეც ნიკოტინმა მიიყვანა ავადმყოფი, მის თავში უკვე მომწიფებულია აზრი თავი დაანებოს მოწევას, მაგრამ მეორე დღეს სიგარეტის კვამლში გახვეული ღიმილით ამტკიცებს: შვიდი გარდაცვალება არ არსებობს, ერთს ისედაც ვერ ავცდები!
ტყუპს ძალიან ცვალებადი ხასიათი აქვს, თავადაც არ იცის რა უნდა, ამიტომ ინიციატივა საკუთარ ხელში ახლობლებმა უნდა აიღონ. მათზე კარგად მოქმედებს შეგონება, მაგალითების მოყვანა, ყველაზე კქრგი იქნება, თუ ანონიმურ მწეველთა ჯგუფში ჩაეწერება და მოისმენს ცნობილი ფსიქოლოგების ლექციებს, ან შეიძენს ალენ კარას პოპულარულ წიგნს...