პირველი ეტაპი
სავსემთვარეობა - ადამიანის ორგანიზმი ენერგიით, სითხით ივსება. მოერიდეთ მშრალი, ტკბილი, მლაშე და ცხარე საკვების მიღებას. აგრეთვე, არ დალიოთ ალკოჰოლი. ჩამოთვლილი პროდუქტები ორგანიზმში სითხის დაგროვებას უწყობს ხელს. თქვენი მისია და მისი ორგანიზმიდან გამოდევნაა.
მეორე ეტაპი
მზარდი მთვარის პერიოდი - ამ დროს ორგანიზმი სწრაფად ითვისებს ვიტამინებსა და მინერალებს. მიიღეთ სასარგებლო ბალახების ნაყენი. მთვარის ამ პერიოდში ადამიანი მადის მომატებას უჩივის. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ და ცილოვან საკვებს. ბოლო დღეს მოაწყვეთ განტვირთვის დღე, ჩვეული რაციონი ნატურალური წვენებით, ხილითა და რძის სასმელებით ჩაანაცვლეთ.
მესამე ეტაპი
მთვარის კლების პერიოდი - ამ დროს ორგანიზმიდან გამოდის ტოქსინები და წიდები. კარგია ვარჯიში, საუნა. აგრეთვე, მანდილოსნებისთვის - გამწმენდი ნიღბების გაკეთება.
მეოთხე ეტაპი
ახალმთვარება - მშრალი საკვები წყლით, წვენებით, რძის პროდუქტებით, ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლეთ. ახალმთვარეობისას წყლის სმა ცხიმების დაშლასა და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას უწყობს ხელს. მიირთვით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები. მოერიდეთ კონსერვანტებსა და ქიმიურ დანამატებს. გაამდიდრეთ რაციონი მოხარშული ხორცითა და თევზით. მარცვლეულის ფაფებით, ხილითა და ბოსტნეულით.
მთვარის დიეტა დაგეხმარებათ თვეში 8 კილო დაიკლოთ.