მთვარის გავლენა ადამიანზე

მთვარის გავლენა ადამიანზე

სამედიცინო ასტროლოგიაში დიდი როლი ენიჭება მთვარის გავლენას სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანში. მაგალითად, როცა მთვარე ვერძის ზოდიაქოს გადის, დაუშვებელია ოპერაციის ჩატარება თავზე, კბილის ამოღებაც კი სხვა დღისთვის უნდა გადაიტანოთ. როცა მთვარე ლომშია, არ უნდა გაკეთდეს ოპერაცია გულზე და ა.შ.

დიდ გავლენას ახდენს მთვარე მცენარეებზეც. ახალმთავრეობასა და სავსემთვარეობას შორის უნდა დაირგოს ისეთი მცენარე, რომელიც მომავალში სიმაღლეში და სიგანეში გაიზრდება (ხე, ბუჩქი, ყვავილი, ბოსტნეული). ხოლო სავსემთვარეობასა და ახალმთვარეობას შორის უნდა დაირგოს ბოლქვიანი მცენარეები (კარტოფილი, თალგამი, ჭარხალი, სტაფილო).

თუმცა, ყველაზე დიდ გავლენას მთვარე მაინც ადამიანზე ახდენს. როცა პიროვნებას მთვარე ვერძში ჰყავს, იგი უფრო იმპულსური და შეუპოვარია. მთვარე კუროში პიროვნებას ეხმარება მეტად გამოავლინოს საუკეთესო თვისებები. მშვიდი, საიმედო ადამიანია. უყვარს ბუნება. ადვილად იმსახურებს გარშემო მყოფების სიმპათიას. მთვარე ტყუპში - ადამიანი ინფორმირებული უნდა იყოს. სასურველია, შინაარსიანი ინფორმაციით. გარდა ამისა, თუ ადამიანს მთვარე ტყუპში ჰყავს, მას რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება შეუძლია. როცა ადამიანს მთვარე კირჩხიბში ჰყავს ის მგრძნობიარე, ემოციურია. სენტიმენტალურია. მისი მთავარი საყრდენი ოჯახია. თუ პიროვნებას მთვარე ლომში ჰყავს, ქათინაურები, ყურადღება უყვარს. შრომისმოყვარე, მორიდებულ, სხვაზე მზრუნველ ადამიანს მთვარე ქალწულში ჰყავს. ადამიანი მეგობრული, დელიკატური იქნება, თუ მთვარე სასწორში ჰყავს, მაგრამ საოცრად მერყევი. ვისაც მთვარე მორიელში ჰყავს, მან პატიება უნდა ისწავლოს, წყენა არ უნდა დაიტოვოს გულში. აქვს კარგი ინტუიცია. თუ ადამიანს ბევრი მეგობარი ჰყავს, უყვარს მოგზაურობა და არაორდინარული პიროვნებაა და ეგზოტიკურობა ხიბლავს, მთვარე მშვილოდსანში ჰყავს. მთვარე თხის რქაში - ადამიანი, ერთი შეხედვით შეიძლება ცივი, თავშეკავებული მოგეჩვენოთ. დამოუკიდებელი და ანგარიშიანია. იტანჯება პესიმიზმისა და იმედგაცრიებისგან. ვისაც მთვარე მერწყულში ჰყავს, უყვართ თავისუფლება. არის კარგი მეგობარი. ნაკლებ ყურადღებას აქცევს ტრადიციებს. მგრძნობიარე, ხელოვან, ფანტაზიორ ადამიანს მთვარე თევზებში ჰყავს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?