* კარგია ახალი, მნიშვნელოვანი, გლობალური საქმეების დაწყება.
უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა. სამეცნიერო თემებზე მუშაობა, შემოქმედებითი საქმიანობა. სწავლა და გამოცდის ჩაბარება.
* ცუდია კამათი, საქმეების გარჩევა. სასურველია ამ დღეს შემოირიგოთ ნათესავები, მეგობრები.
* კარგია მოგზაურობისა და მივლინების დაწყება.
* ივარჯიშეთ, შეასრულეთ საოჯახო საქმეები. დასვენება ამ დღეს გეკრძალებათ.
* არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
* ამ დღეს დაბადებულ ადამიანს იღბალი სწყალობს.
* თავი შეიკავეთ სმისა და თამბაქოს მოწევისგან. ნაკლებად მიირთვით მწარე და ტკბილი საკვები.
* ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობა.
* ვარცხნილობის შეცვლა გაგიუმჯობესებთ ფინანსურ მდგომარეობას და უფროსობას თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს.
* მოერიდეთ სარკეში ყურებასა და მძაფრი სუნამოს დასხმას.
* ამ დღეს ქვაა - ჰიაცინთი, ცირკონი.