მუსიკალური ზოდიაქოს ნიშნები

მუსიკალური ზოდიაქოს ნიშნები

მუსიკა არ უყვარდესო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მუსიკის სიყვარულსაც საკუთარი საზღვრები გააჩნია. ვიღაცისთვის მუსიკა გასართობი ღონისძიებების ნაწილია, ვიღაც კი მისით როგორც სულიერი საკვებით ისე საზრდოობს...

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ რაც მეტია ადამიანში სენსიტიური ნიშნების გავლენა, მით უფრო მძაფრია მუსიკისადმი დამოკიდებულება.

განსაკუთრებული მიჯაჭვულობა მუსიკის მიმართ როგორც წესი წყლის სტიქიის ნიშნებს აღენიშნებათ - კირჩხიბებს, მორიელებს და თევზებს მუსიკა თავისებურ ემოციურ თავშესაფართან აქვთ გაიგივებული. ისინი გამუდმებით უსმენენ სხვადასხვა ჟანრის კომპოზიციებს, იქნება ეს მუშაობის პროცესი, მეცადინეობის თუ ძილის დროს. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თევზები, რომელთა ხასიათშიც მმართველი პლანეტა ნეპტუნი იძლევა უფაქიზეს აღქმას მუსიკალური კუთხით. თევზები ზოგადად პოეტური, შემოქმედებითი ინდივიდები არიან. თუმცა, მუსიკა ნებისმიერი თევზის ცხოვრებაში განუყრელი ნაწილია, რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს იგი.

ძალიან მოსწონთ მუსიკა ჰაერის სტიქიის ნიშნებსაც, თუმცა მათი დამოკიდებულება მუსიკასთან უფრო ექსპერიმენტალურ-შემეცნებითი ხასიათისაა ვიდრე ემოციური. ტყუპი, მერწყულები და სასწორები ხშირად იცვლიან მუსიკალურ გემოვნებას და პრიორიტეტებს. ბევრ მათგანს ხიბლავს ასევე ალტერნატიული მუსიკა. კლასიკური კომპოზიციებისკენ კი უფრო სასწორი იხრება, როგორც პლანეტა ვენერით მართული ესთეტიური ნიშანი.

რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს - ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს მათთვის მუსიკა, განტვირთვისა და ენერგიის წყაროა ერთდროულად. ეს ადამიანები ხშირად ატარებენ მანქანას ხმამაღლა ჩართული მუსიკის ფონზე და კომპოზიციებიც ძირითადად აქტიური, დინამიკური და ჟღერადი ხიბლავთ. მშვილდოსანი შესაძლოა ეთნო-მუსიკითაც დაინტერესდეს, ხოლო ვერძს ხშირად ხიბლავს რეპი.

დაბოლოს, ყველაზე ნაკლებად ახასიათებთ განსაკუთრებული დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა მუსიკის მიმართ მიწის სტიქიის ნიშნებს. კუროები, ქალწულები და თხის რქები აფასებენ კარგ მუსიკალურ ნაწარმოებს, თუმცა მუსიკასთან დამოკიდებულება საკმაოდ დისტანციური გააჩნიათ. მათ შორის შეიძლება მეტ-ნაკლებად გამოვყოთ კურო, რომელიც როგორც ვენერით მართული ნიშანი გასაოცარი რომანტიკულობით გამოირჩევა და ხშირად იხიბლება პოპულარული სასიყვარულო ჰიტებით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?