ბევრი რამის თქმა შეუძლია არც მეტი არც ნაკლები - მისი თითების, კერძოდ კი ნეკი თითის ფორმასა და ზომას. შესაძლოა ცოტა უცნაურადაც კი გეჩვენებათ ეს ინფორმაცია. თუმცა, თუკი ქვემოთ მოყვანილ ახსნას გაეცნობით და საკუთარი თითების ფორმასთან შეადარებთ სასიამოვნოდ აღმოჩნდებით მიღებული ინფორმაციით გაოცარებული.
თუ თქვენი მოცემულობა შეესაბამება A - ტიპს
1. არცთუ მაინცდამაინც კომუნიკაბელური ხართ. გახასიათებთ საკუთარი გრძნობების დამალვა. ცდილობთ გარეგნულად იმაზე დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ჩანდეთ ყოველთვის ვიდრე სინამდვილეში ხართ.
2. ემოციური ადამიანი ხართ და ვიწრო წრეში იხსნებით მხოლოდ.
3. ვერ იტანთ ტყუილსა და სიყალბეს.
4. გარგნულად ემოციები იშვიათად გეტყობათ. თავს კარგად აკონტროლებთ.
5. ზოგჯერ ექსცენტრიკულობა და იმპულსურობა გახასიათებთ. ხანდახან უტაქტოდაც იქცევით.
6. კეთილი გული გაქვთ და მზად ხართ სხვების დასახმარებლად. ბოლომდე მიგყავთ ყველა საქმე, თუნდაც მისი კეთება დიდად არ გხიბლავდეთ...
თუ თქვენი მოცემულობა შეესაბამება B - ტიპს
1. ყოველთვის პირველი იწყებთ საუბარს, აქტიური და ინიციატივიანი ხართ.
2. ერთგული და ტრადიციული ადამიანი ხართ. გახასიათებთ თავდავიწყებით სიყვარული.
3. შინაგანად ემოციური ხართ, თუმცა ეს გარეგნულად იშვიათად გეტყობათ.
4. დეტალებზე ორიენტირებული და მშრომელი ხართ.
5. ემოციური ტკივილის ძალიან გეშინიათ. ამიტომ ზოგჯერ გულგრილობის ნიღაბს იფარებთ ხოლმე და ისე იქცევით თითქოს არავინ გჭირდებათ. არადა, სინამდვილეში ოცნებობთ მონათესავე სულის ადამიანის პოვნაზე.
6. სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებთ. მაშინაც კი, როცა რაღაც ძალიან გაღიზიანებთ.
თუ თქვენი მოცემულობა შეეაბამება C - ტიპს
1. ადვილად პატიობთ წყენას. ნაკლებად ფიქრობთ ნეგატიურზე.
2. სიახლეებს რთულად ეგუებით. ცვლილებებთან ადაპტაციისთვის დრო გჭირდებათ.
3. გარშემო მყოფთა აზრს დიდ პატივს სცემთ.
4. ხანდახან ზედმეტ მეწვრილმანეობას იჩენთ სხვებთან კამათისას. რაზეც მოგვიანებით აუცილებლად ნანობთ ხოლმე.
5. საკუთარ პრობლემებზე საუბარი არ გიყვართ. ცდილობთ მარტომ მოაგვაროთ სირთულეები.
6. სწორხაზოვანი და პირდაპირი ხართ. ყოველთვის იცით რა გსურთ და რატომ.