ამიტომ ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები ყოველთვის გამოირჩევა არაპროგნოზირებადი სცენარითა და ემოციების სიუხვით... მოდით, გადავხედოთ რას უმზადებს ამ ჯერზე ნოემბერი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლებს
ვერძი
ნოემბერში მარტოხელა ვერძების დიდ ნაწილს, საკუთარ გრძნობებში გარკვევა გაუჭირდება. საქმე იმაშია, რომ ბედის ირონიით არა ერთი და ორი, შესაძლოა სამი პრეტენდენტიც კი შეეცილოს ერთმანეთს თქვენი გულის მოსაპოვებლად. ამიტომ მათ შორის ღირსეული უნდა აარჩიოთ, რაც ერთობ რთული საქმე იქნება. ასეთ შემთხვევაში ასტროლოგები გირჩევენ ყური გონების კარნახს უფრო დაუგდოთ, ვიდრე გულს. შესაძლოა საბოლოოდ არჩეული კანდიდატი, ერთი შეხედვით ძალზე უბრალოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ სწორედ მასთან გექნებათ სამომავლოდ მშვიდი და სტაბილური ურთიერთობის პერსპექტივა.
კურო
კუროების დიდი ნაწილი ნოემბრის თვეში სასიყვარულო ფრონტზე წამოჭრილი საკითხების მარტივად გადაჭრას მოინდომებს და გადაწყვეტს, რომ მხოლოდ იმ ხალხს დაუთმოს ყურადღება ვისგანაც თანმხვედრ სიმპათიას იგრძნობს. თუმცა პრობლემა იმაშია, რომ ადამიანი, რომელიც რეალურად განიცდის თქვენ მიმართ სერიოზულ გრძნობებს ამ ეტაპზე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და ძალიან იტანჯება იმით, რომ თქვენ ამ დროს სხვა კანდიდატურებით ირთობთ თავს. თუმცა უკვე თვის ბოლოსკენ, ბურუსით მოცული სიტუაცია თავისით დასტაბილურდება და ურთიერთობები, რომელსაც ამ დროს ჩაეყრება საფუძველი სამომავლოდ არაერთ ლამაზ წუთს გაჩუქებთ.
ტყუპი
ნოემბრის თვეში ტყუპის ისედაც გაორებული ხასიათი კიდევ ცვალებადი და ნერვოზული ხდება. ბევრი თქვენგანი თავადაც ვერ ახსნის რა უბიძგებს ათასგვარი სახის აბსურდული და არაპროგნოზირებადი საქციელის ჩადენისკენ. თუმცაღა მოთხოვნილება, პარალელურად რამდენიმე თაყვანისმცემელთან ერთდროულად გააბათ ფლირტი, ამ ჯერზე თქვენი რეპუტაციის შელახვით არ დასრულდება და სიტუაციიდან "მშრალად" გამოძვრომასაც შესძლებთ. თუმცა თვის მეორე დეკადაში, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ერთობ ფატალურმა სასიყვარულო ურთიერთობამ შემოაბიჯოს ადამიანთან, რომლისთვისაც საზოგადოებრივი აზრი და ის თუ რას იტყვიან სხვები თქვენზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ კარგად დაფიქრდით სანამ თვის დასაწყისში, ერთი შეხედვით უვნებელ ფლირტში გადაეშვებოდეთ თავით.
კირჩხიბი
კირჩხიბების უმრავლესობა ნოემბერს გადატვირთულ სამუშაო რეჟიმში ხვდება და საერთოდ არ იტოვებს დროს პირადი ცხოვრებისთვის. თუმცა სწორედ ნოემბერს შეუძლია მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში ის სასიკეთო ძვრები, რასაც მთელი წლის მანძილზე ამაოდ ელოდთ. განსაკუთრებით გაუმართლებთ იმ კირჩხიბებს, რომელთაც უკვე ჰყავთ მეორე ნახევარი ან საყვარელი ადამიანი, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ. ნოემბერი ამ მხრივ, ბევრ საჭირბოროტო საკითხს დაუსვამს წერტილს.
ლომი
ლომების დიდი ნაწილისთვის ნოემბერი, რომანტიული ურთიერთობების კუთხით ძალზე აქტიური და დასამახსოვრებელი თვეა. თუკი თქვენ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავთ გამგზავრებას, შესაძლოა "ამურის ისრები" სწორედ მგზავრობისას წამოგეწიოთ. თუმცა ლომების იმ ნაწილს, ვინც სამშობლოში ამჯობინებს დარჩენას, ნოემბრის თვე შეიძლება ითქვას "ლანგრით მიართმევს" ნანატრ ურთიერთობას. ერთადერთ პრობლემას ის ფაქტი შექმნის, რომ შესაძლოა ამ დროს დაწყებული რომანი, საწყის ეტაპზე შორ დისტანციაზე (მიწერ-მოწერით) განვითარდეს. თუმცა საბოლოოდ იგი მაინც მიიღებს სერიოზულ ფორმებს.
ქალწული
თუკი თქვენ ზოდიაქოს ნიშნით ქალწული ხართ და საკუთარ თავს არაერთგზის მიეცით პირობა, რომ ერთი და იმავე ორმოში აღარასოდეს ჩავარდებით სიყვარულის გამო, იცოდეთ რომ ნოემბრის თვე აუცილებლად გაიძულებთ ამ პირობის დარღვევას. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუ ერთი შეხედვით, "პერსპექტიულდ" დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა სამომავლოდ ზუსტად იმავე სცენარით დაიწყებს განვითრებას, როგორც ვითარდებოდა მისი წინამორბედი რომანები ადრე. თუმცა, კაცმა რომ თქვას ამ ისტორიის სცენარი ხომ თქვენზე კარგად არავინ იცის, ჰოდა ფინალის სასიკეთოდ შეცვლას რაღა უდგას წინ?
სასწორი
ნოემბერი ის თვეა, როცა გარშემო მყოფები ამაოდ ცდილობენ ჭკუა დაგარიგონ და მოგიწოდონ იმოქმედოთ ცივი გონებით. საქმე იმაშია, რომ ამ თვეში დაწყებული სასიყვარულო რომანი ნებისმიერი სასწორის ცხოვრებაში, თინეიჯერული ასაკისთვის დამახასითებელი ე.წ. "პეპლების ფართხალის ეფექტით" იქნება დამახასიათებელი მუცლის არეში. თუმცა ამ ეტაპზე ვარსკვლავები სასწორების მიმართ ერთობ გულმოწყალენი არიან და შემოდგომის ბოლო თვე მათი უმრავლესობისთვის ჭეშმარიტ "ტკბილ ნოემბრად" შეიძლება იქცეს.
მორიელი
სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ნოემბრის თვეში აიღებს სათავეს მორიელის ცხოვრებაში, შესაძლოა ნებისმიერი სცენარით განვითარდეს. თუმცა ერთი რამის თქმა უდავოდ შეიძლება – იგი მოსაწყენი არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ნოემბრის თვე მორიელებში მძაფრი შეგრძნებების და დრამატიზმის მოთხოვნილებას გააძლიერებს, ამიტომ მათ უმრავლესობას გაუჩნდება სურვილი ნაირ-ნაირ პერფორმანსებს მიმართოს პირად ურთიერთობაში, რის ხარჯზეც როგორც ახალი ისე უკვე არსებული პარტნიორის ნერვულ სისტემას სერიოზული გამოცდა ელის.
მშვილდოსანი
ჩვეულებრივ ხალხმრავლობით განებივრებული მშვილდოსნები, ნოემბერში ცოტაოდენ მოწყენილობას იგრძნობენ იმის გამო, რომ მათ ირგვლივ თაყვანისმცემლების სიმრავლე არ შეინიშნება. თუმცა ყურების ჩამოყრა ადრეა, ადამიანი, რომელსაც მართლა ესიმპათიურებით, თვის მეორე დეკადიდან გამოაჩენს თავის რეალურ სახეს და გეგმებს თქვენთან მიმართებაში, უფრო ნათელსა და მკაფიოდ გასაგებს გახდის. მისი ცნობა კი ნამდვილად არ გაგიჭირდებათ, იმ უბრალო მიზეზით, რომ სწორედ ეს პიროვნება აღმოჩნდება ის ერთადერთი, რომელიც თვის დასაწყისში შექმნილი სირთულეების გადალახვისას გვერდით უყოყმანოდ დაგიდგებათ და პირველ რიგში ადამიანური თანადგომით გაგაოცებთ.
თხის რქა
თუკი თქვენ მზად ხართ საიმისოდ, რომ წარსულში ჩადენილი შეცდომები გულწრფელად აღიაროთ და მათი გამოსწორების გზების ძიებასაც დაუყოვნებლივ შეუდგეთ, იცოდეთ რომ ნოემბრის თვე საამისოდ ყველაზე კარგი პერიოდია. თხის რქათა უმრავლესობისთვის სწორედ წელიწადის ამ დროს ჩნდება საუკეთესო შანსები, თითქმის უკვე დაკარგულად ჩათვლილ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის აღსადგენად. თუმცა ასტროლოგები მარტოხელა თხის რქებისთვისაც არ გამორიცხავენ მოულოდნელი რომანის დაწყების შანსებს. მაგრამ ამ შემთხვევაში გაითვალისწინეთ ისიც, რომ ახალი პარტნიორი სავსებით შესაძლებელია ძველის "გაუმჯობესებული ვარიანტი" იყოს.
მერწყული
შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ რომანტიული ურთიერთობების კუთხით ნოემბრის თვე თქვენნაირი ადამიანისთვის სრულიად უპერსპექტივოა. ან რა რომანტიკაზე შეიძლება საუბარი, როცა მარტოხელა მერწყულებს უამრავი მსხვილმან-წვრილმანი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი ხოლო დაოჯახებულებს მეორე ნახევრისთვისაც კი აღარ რჩებათ თავისუფალი დრო. თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, იმიტომ რომ ნოემბერი მაინც გაგახარებთ სასიამოვნო და რომანტიული მომენტებით. მართალია ახალი ურთიერთობა შესაძლოა სუფთა მეგობრულ-თანამშრომლურ ფონზე ჩამოყალიბდეს, მაგრამ სამომავლოდ იგი გაცილებით უფრო დიდ და ემოციურ კავშირში გადაიზრდება.
თევზები
ნოემბრის თვე ის პერიოდია, როცა თევზების უმრავლესობას საკუთარ ძალებში ეჭვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეპაროს. ძვირფასო თევზებო, წლის ამ დროს თქვენი თვითშეფასება ძალზე მაღალია და შეგიძლიათ მთები დაძრათ ადგილიდან, მონდომების შემთხვევაში. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ თვის მეორე დეკადაში შექმნილმა სასიყვარულო სამკუთხედმა, გარკვეულწილად რეალობის რელსებიდან თქვენი გადასვლა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში საქვეყნოდ განთქმული, თქვენი საფირმო ინტუიცია უნდა გამოიყენოთ გამოსავლის მოსაძებნად.