აუცილებლად გამონახეთ დრო მეგობრული და რომანტიკული შეხვედრებისთვის, გართობისთვის. ფრთხილად იყავით, არავინ დაარღვიოს უხეშად თქვენი პირადი სივრცე და სიმყუდროვე, როცა განმარტოება მოგინდებათ. შანსი მოგეცემათ, იმ ადამიანების ყურადღება მიიქციოთ, ვინც გულწრფელად მოგწონთ.
ნოემბერში ორი მნიშვნელოვანი თარიღი გველოდება:
20 ნოემბრამდე (31 ოქტომბრიდან) პლანეტა მერკური რეტროგრადულია (უკანმავალი). ამ პერიოდში მოერიდეთ ინვესტირებას, შოპინგს, მივლინებას შორ მანძილზე. აგრეთვე, ახალი საქმეების, სწავლის დაწყებას, ხელშეკრულებების გაფორმებას, პროფესიისა და სამსახურის შეცვლას. ეს პერიოდი დაუთმეთ თვითანალიზსა და იმ მოვლენების გაანალიზებას, რაც თქვენ გარშემო ხდება. აგრეთვე, დაასრულეთ უკვე დაწყებული საქმეები და პროექტები.
მეორე თარიღი გახლავთ 11 ნოემბერი. ამ დღეს, ორშაბათს ახალმთვარეობა გველის. მოერიდეთ ხალხმრავალ, ხმაურიან ადგილებს. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას, შინ ჰარმონიის შექმნას. მინიმუმამდე შეამცირეთ კონფლიქტები.
ყურადღებას ითხოვს 20-25 ნოემბრის პერიოდი. გახსოვდეთ ანდაზა: "შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი". 25 ნოემბერს ადამიანებში მოიმატებს აგრესია და უხეშობა. თუმცა, 28 ნოემბრიდან სიტუაცია დასტაბილურდება და უკეთესობისკენ შეიცვლება.