ნუ დასვამთ მძიმეს იქ, სადაც წერტილია დასასმელი დიდი ხანია - მთვარის დაბნელება, რჩევები და რეკომენდაციები

ნუ დასვამთ მძიმეს იქ, სადაც წერტილია დასასმელი დიდი ხანია - მთვარის დაბნელება, რჩევები და რეკომენდაციები

გაატარებს. თქვენ შესაძლოა არც კი დააკვირდეთ, მაგრამ სწორედ უახლოესი კვირის მანძილზე მოხდება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ძვრები, რომელთაგან დიდი ნაწილი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო თითქოსდა მოულოდნელი შემთხვევებით დაიწყება. როგორც იტყვიან, "ნიშნებს დააკვირდით, ნიშნებს!" მხოლოდ ასე მიხვდებით რა გზით იაროთ და რაც მთავარია, წარმატებისკენ გეზი როგორ აიღოთ სწორად.

8 ოქტომბერს ე.წ. "დაბნელებების" სეზონი იხსნება მთვარის სრული დაბნელებით ვერძის ზოდიაქოს ნიშანში . რაც იმას ნიშნავს, რომ მოიმატებს აგრესიული ფონი. გაძლიერებული იქნება კონფლიქტურობა. ზოგადად გაძნელდება ადამიანებს შორის კონსტრუქციული დიალოგოსა და საბოლოო კონსესუსის მიღწევის ალბათობა. ამიტომ უახლოესი 2-3 დღის მანძილზე ნუ დაგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეს , ნუ შეიცვლით სამსახურს, ნუ აიღებთ ვალებს. მოერიდეთ ტექნიკის ყიდვას და ზოგადად, თავი შეიკავეთ მსხვილბიუჯეტიანი ფულადი დანახარჯებისგან. სასურველია ამ პერიოდში არ გააფორმოთ ქორწინება, არ დანიშნოთ ნიშნობის თარიღი ან ძეობა.

სამაგიეროდ, მიმდინარე დღეები დაწყებული 8 ოქტომბრიდან კარგია საიმისოდ, რომ წერტილი დავსვათ უკვე არესებულ, ჩვენთვის დამღლელ მოვალეობად ქცეულ ურთიერთობაში. გაიაზროთ წარსულის შეცდომები და მათ გადასაჭრელად აბსოლუტურად ახლებური გზები იპოვნოთ . მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს არა ჩხუბითა და აგრესიით, არამედ კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით. ასევე კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვთქვათ უარი მავნე ჩვევებზე – თავი დავანებოთ მოწევას, სმას, უარი ვთქვათ ცხოვრების არაჯანსაღ წესზე ზოგადად.

რაკიღა მთვარის დაბნელება სამუშაო კვირის შუაგულს ემთხვევა, რაღა თქმა უნდა ვერავის მოვთხოვთ ეს დღე პასიურად გაატაროს (თუმცაკი სასურველია!), ამიტომ მაქსიმალურად გირჩევთ ნებისმიერი საქმიანობისას იქონიოთ ე.წ. "სათადარიგო გეგმა – ბე", იმიტომ რომ ამ დღეს ყოველგვარი სახის მოულოდნელობამ შეიძლება იჩინოს თავი – დაწყებული ტექნიკის გადაწვით, დასრულებული საავტომობილო საცობების გამო ჩაშლილი მოლაპარაკებებით...

მიმდინარე კვირის მანძილზე თუკი ამის საშუალება არსებობს, არ დაგეგმოთ ქირურგიული ოპერაციები (განსაკუთრებით თავზე, სახეზე ან უროლოგიური ტიპის). ნაკლებად დაკავდით ექსტრემალური სპორტით – მით უმეტეს ერიდეთ მოტორბოლას!

იყავით მშვიდად, აკონტროლეთ ხმის ტონი და გარშემო მყოფებთან დამოკიდებულებისას არავითარ შემთხვევაში არ წამოეგოთ პროვოკაციას... არ უპასუხოთ აგრესიას აგრესიით. დააპროგრამეთ საკუთარი თავი პოზიტივზე, იფიქრეთ უკეთეს მომავალზე და გწამდეთ – თქვენი მიზნები და ოცნებები, რომელთაც დაბნელებისას ჩაიფიქრებთ აუცილებლად მატერიალიზდება!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?