მოვლენებით ერთობ დატვირთული იქნება. რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაადგილება ხდება ცაზე, რაც თავისთავად იმოქმედებს სამომავლოდ არამხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში მიმდინარე, არამედ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე. დაწყებული პოლიტიკური ამინდით, დასრულებული ეკონომიკური მაჩვენებლებითა და ეკოლოგიური კუთხით.
დღეს მინდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, პლანეტა იუპიტერის ტრანზიტის შესახებ გესაუბროთ, რომელიც აგვისტოს თვეში მდებარეობას შეიცვლის და მისთვის საკმაოდ ჰარმონიული მდებარეობიდან (ის ახლა ლომის ზოდიაქოში იმყოფება) მეტ-ნაკლებად არასახარბიელო გარემოში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იუპიტერი თავის "დაცემის ნიშანს" ქალწულს ესტუმრება (იუპიტერი მშვილდოსნისა და თევზების მმართველია, ქალწულის ნიშანი კი მშვილდოსანთან და თევზებთან დაძაბულ ასპექტებს ქმნის, შესაბამისად, იუპიტერს არცთუ მთლად ეშინაურება ეს ზოდიაქო).
დაახლოებით ერთი წლის მანძილზე, სანამ იუპიტერი - დიდი ბედნიერების, გაფართოებისა და მასშტაბების პლანეტა სკურპულოზულ, დეტალებზე ორიენტირებულ ქალწულის ნიშანს მოერგება, მსოფლიოს მასშტაბით, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში შემდეგი სახის ცვლილებებს უნდა ველოდოთ.
პირველ რიგში აქტუალური გახდება მეტი პროფესიონალიზმის, ზოგადად პროფესიული უნარ-ჩვევების გადამოწმების საკითხი. მოსალოდნელია გარკვეული დაპირისპირებაც ამ მხრივ. მოიმატებს ბიუროკრატიული ელემენეტები დამკვეთ-ხელქვეითთა ურთიერთობაში. ამიტომ სასურველია, საკუთარი ცოდნა იუპიტერის ტრანზიტისას ქალწულის ნიშანში კიდევ უფრო გაამყაროთ . ნუ იტყვით უარს ტრენინგებსა და დამატებითი გადამზადების კურსებში მონაწილეობაზე.
უკვე შემოდგომის პერიოდიდან არ არის სასურველი სამუშაო ადგილის და პროფესიული მიმართულების მკვეთრი ცვლა. აჯობებს ამ მხრივ მომავალი წლის ზაფხულამდე მოიცადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ სამსახურში ანაზღაურება არ დაგაკმაყოფილებთ ან წინსვლის პერსპექტივა იქნება ერთობ მწირი. საუკეთესო ვარიანტია დარჩეთ ძველ სამსახურში და ხელი მიჰყოთ პროფესიული ცოდნის ამაღლებას, როგორც ოფიციალურად (სამსახურის დაფინანსებით) ისე ინდივიდუალურად (შეისწავლეთ უცხო ენები, დამატებით გაიღრმავეთ ცოდნა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობთ).
ამ მხრივ განსაკუთრებით კარგი პერიოდი ელით ადამიანებს, ვისი პროფესიაც მედიცინას, საბანკო-საფინანსო სფეროს, დიეტოლოგიას, კოსმეტოლოგიას, ტექნოლოგიებს ან კვლევით საქმიანობას უკავშირდება. იუპიტერი ქალწულში მფარველობს ყველა იმ საქმიანობას, რომელსაც ჩაღრმავება, კირკიტი, მეტი სიღრმეების კვლევა და დეტალური ძიება სჭირდება. ის ხელს გიწყობთ, რომ უკეთესი პროფესიონალი დადგეთ, გაძლევთ შანსს საიმისოდ, რომ ჯანსაღი თვითკრიტიკის ხარჯზე მეტი პროფესიონალიზმით აღიჭურვოთ, რაც სამომავლოდ გაცილებით უფრო დიდი მწვერვალების მიღწევაში დაგეხმარებათ.
საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება ასევე მათთვის, ვინც კერძო ბიზნესში საქმიანობს ან აპირებს ინდივიდუალურად რაიმე საქმის წამოწყებას. თამამად ჩადეთ თქვენი ინვესტიცია სამრეწველო ან ფარმაცევტულ საქმიანობაში . აამუშავეთ მცირე საწარმოები. იუპიტერის ტრანზიტი ამ მხრივ დაუფასებელ სამსახურს გაუწევს თქვენს წამოწყებას.
წლის მეორე ნახევარი საკმაოდ კარგი იქნება დახურული სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის - კრიმინალისტიკა, თავდაცვა, საგამოძიებო დეპარტამენტები. იუპიტერის ტრანზიტი ამ სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებს საშუალებას მისცემს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა ჯეროვნად გამოავლინონ , რასაც აუცილებლად მოჰყვება უფროსობის მხრიდან ამ ხალხის წახალისება და დაფასება.