ნუ წამოიწყებთ სწავლას, ნუ დაგეგმავთ შორეულ მოგზაურობებს - ანუ რას მოგვიტანს იუპიტერი რეტროგრადული ფაზა

ნუ წამოიწყებთ სწავლას, ნუ დაგეგმავთ შორეულ მოგზაურობებს -  ანუ რას მოგვიტანს იუპიტერი რეტროგრადული ფაზა

გარკვეული პერიოდულობით ესა თუ ის პლანეტა მზეს ჩამორჩება მოძრაობაში და ასე ვთქვათ, "უკუღმა ბრუნავს". რაც მოვლენების მხრივ ყოველთვის წარმოშობს სიტუაციებს ამა თუ იმ სფეროში, სადაც ჩვენ ყველას გარკვეული პრობლემები და წინაღობები შეგვექმნება. რის ხარჯზეც მოგვიწევს დაფიქრება და წარსულში ჩადენილი შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა.

ამ ეტაპზე, კონკრეტულად კი 9 მარტიდან - 10 ივლისამდე პლანეტა იუპიტერი გახდება რეტროგრადული - თანაც არ დაგავიწყდეთ, იუპიტერი მორიელის ნიშანში იმყოფება. ეს ყველაფერი კი ყველაზე მეტად გააქტიურებს ფულის თემას. მსხვილბიუჯეტიანი შეთანხმებები, სხვადასხვა ტიპის სოლიდური საფინანსო ოპერაციები შესაძლოა გართულდეს, გაიწელოს, ან საერთოდ შეჩერდეს თუკი ჩანასახშივე არ იყო ამ შეთახმების საძირკველში სამართლიანობის თემატიკა გათვალისწინებული.

მორიელი ნუ დაგავიწყდებათ, ყველაზე სასტიკი, მაგრამ ყველაზე სამართლიანი ნიშანია. იუპიტერის ტრანზიტი კი რეტროფაზაში ზუსტად ამ ნიშნის თვისებებს წამოსწევს წინ. უმოწყალოდ ჩამოიშლება ყველა ის ბიზნეს-შეთანხმება თუ ურთიერთობა, რომელიც ყალბ ნიადაგზე დგას. სამაგიეროდ, ბევრი ისეთი საქმე გამოვა ან დაიძვრება ადგილიდან, რომლის განხორციელებაზეც წარსულში გულწრფელად გიშრომიათ და მაქსიმალური რესურსი გაგიღიათ.

მორიელი მაქსიმალისტური ნიშანია - ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ყველა შანსს კარგად ჩაეჭიდოთ და საუკეთესო რეზულტატის მისაღებად მაქსიმალური დანახარჯები გაიღოთ.

იუპიტერი - სიმბოლურად ასოცირდება სწავლასთან, უცხოეთთან, მოგზაურობასთან, იურიდიულ საკითხებთან, პოლიტიკასთან - ამიტომ ზემოჩამოთვლილი თემებში არაერთ პრობლემას უნდა ველოდოთ ზაფხულამდე. შესაბამისად, არასასურველია ხანგრძლივვადიანი მოგზაურობის, სამართლებრივი დავებისა და სასწავლო პროცესის წამოწყება. თუმცა, თუკი წარსულში უკვე წამოიწყეთ მსგავსი პროცესები და რაღაც მიზეზით შეგიჩერდათ, ახლა ზუსტად ის დროა, ხელახლა "გამოაღვიძოთ" ძველი სიტუაცია. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო - "კიდევ სცადეთ" ხომ იცით, ცხოვრებაში ცდა ყოველთვის ბედის მონახევრეა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?