დღეს მინდა განსაკუთრებულ ციფრებზე გესაუბროთ, რომელსაც ნუმეროლოგები სხვაგვარად "ჰეგენმონ ციფრებს" უწოდებენ.
ამგვარი ციფრი სულ ორი არსებობს – 11 და 22 . თუმცა მათი ჰეგემონურობა, თავად ბედის ციფრებზე უპირატესობას კი არა, ამ ციფრებთან დაკავშირებული ადამიანებისა და მოვლენების განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს. საქმე იმაშია, რომ ზემოთ ხსენებული ციფრები საკუთარ თავში უდიდეს ენერგეტიკას ატარებენ. ამიტომ, ადამიანისთვის რომელიც ზემოთ ხსენებული ორი ციფრის გავლენაშია მოქცეული, აუცილებელია სწორად მართოს საკუთარი შინაგანი ენერგია, რათა დაბადების ციფრის მაგიამ მისი ცხოვრება ერთ დიდ ქაოსად არ გადააქციოს.
ადამიანებს რომელთა დაბადების ციფრებსაც 11 ან 22 წარმოადგენს, უნდა ახსოვდეს რომ თუ 1-დან 9 -მდე რიცხვები კაცობრიობის მიერ დაგროვილი ენერგეტიკული პოტენციალის მთელ სპექტრს აერთიანებს, 11 და 22 უკვე ასტრალური ენერგიის მაჩვენებელია. ნუმეროლოგები ამ ციფრებს "მზისა და მიწის ციფრებს" უწოდებენ და მათ "ოსტატის ნიშნად" თვლიან.
მათ ვინც 11 რიცხვში დაიბადა ინტუიციურობა და ღრმა ქვეცნობიერი გააჩნიათ. ეს ადამიანები ადვილად წყდებიან მიწიერ საზრუნავს და ყოველთვის ინტერესდებიან არამიწიერი ფასეულობებით. მაგრამ. თუკი მათ მხოლოდ და მხოლოდ ყოველდღიური რუტინული ცხოვრებით უწევთ ცხოვრება, ისინი მალე იფიტებიან და ჯანმრთელობაც საგრძნობლად უუარესდებათ. ამ ადამიანებისთვის ისეთ სფეროში მოღვაწეობაა კარგი, სადაც საშუალება მიეცემათ სულიერად გაიზარდონ და სხვადასხვა ტიპის ხალხთან იქონიონ კონტაქტი. ნუმეროლოგთა აზრით ეს ადამიანები ცას და მიწას შორის ე.წ. "ფოსტალიონის" როლს ასრულებენ. სწორედ მათ შესწევთ ძალა, სურვილების ასრულებაში დაეხმარონ სხვებს, რადგან ადამიანების გულში არსებული ფარული ოცნებების მიტანის უნარი გააჩნიათ ზეცამდე.
რაც შეეხებათ 22 რიცხვში დაბადებულებს, ეს ხალხი პირიქით ზეციური სწავლებისა და კანონების დასამკვიდრებლად მოდის ამ ქვეყანაზე. გასაკვირი არ არის რატომ გამოდიან მათგან კარგი პედაგოგები, ლიდერები, პოლიტიკოსები და მეცენატები. ამ ადამიანებს აქვთ უნარი გზა აპოვნინონ თავისზე სუსტ და ნაკლებად თამამ პიროვნებებს. ამიტომ მათი შემართება, ბრძოლისუნარიანობა და ოპტიმიზმი ხშირად ხდება გარშემო მყოფთათვის სტიმულის მიმცემი და აქტიური ქმედებებისკენ წამაქეზებელი ტრამპლინი.