ოქტომბრის ფინანსური ჰოროსკოპი

ოქტომბრის ფინანსური ჰოროსკოპი

აქტიური თვეა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არც ეს ოქტომბერი იქნება გამონაკლისი. მით უმეტეს, რომ ზუსტად წლევანდელ ოქტომბერს ემთხვევა პლანეტა იუპიტერის მორიელის ნიშანში გადანაცვლება, რაც თავის მხრივ საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სექტორის გამოცოცხლებას განაპირობებს. თუმცა, ოქტომბერი სხვადასხვაგვარი იქნება ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულებისთვის.

ვერძების უმეტესობისთვის ოქტომბრის პირველი ნახევარი საკმაოდ რთულია. თუმცა, მეორე ნახევრიდან უკვე შეინიშნება გაუმჯობესება. მთავარია, ზომიერი რისკი და პრინციპულობა გამოიჩინოთ ფინანსურ საკითხებში.

კუროების დიდი ნაწილი ოქტომბრის პირველ დეკადაში მოაგვარებს ფინანსურ საკითხებს. თუმცა, ამ თვის მეორე დეკადა შესაძლოა მათთვის გაუთვალისწინებელი ხარჯებით იყოს გამორჩეული.

ტყუპის ნიშნით დაბადებულებს ყველაზე კარგი შანსები ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თვის პირველ ნახევარში ეძლევათ. ხოლო ოქტომბრის ბოლოს გონივრულ ეკონომიას ვურჩევთ.

კირჩხიბისთვის

ოქტომბრის მეორე ნახევარი საოცრად ხელსაყრელი პერიოდია მსხვილი, ფინანსური ინვესტირებისთვის. კარგი დროა რემონტის დასაწყებად.

ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ასტროლოგები ურჩევენ ოქტომბერში ზედმეტ დანახარჯებს ერიდონ. განსაკუთრებული ეკონომიის გაწევა გმართებთ ოქტომბრის ბოლო დეკადაში.

ქალწულების უმეტესობა ოქტომბერში კარგი ფინანსური შესაძლებლობების მოლოდინში უნდა იყოს. სასურველია წამოიწყოთ ახალი საქმეც.

სასწორებს ასტროლოგები ურჩევენ ფინანსურად ოქტომბრის პირველი დეკადა გამოიყენონ. თუმცა, მთლიანობაში მთელი ოქტომბერიც არ იქნება ურიგო ამ მხრივ.

მორიელებისთვის ოქტომბრის თვე საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებულია ფინანსური კუთხით. საშუალება მოგეცემათ მოხსნათ ე.წ. "დიდი კუში".

მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებს ოქტომბერში ეკონომიას და ფინანსურ საქმეებში დაკვირვებას ვურჩევთ. სასურველია, ნაკლებად გარისკოთ კრედიტების კუთხით.

თხის რქისთვის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება ფინანსურად შედარებით სტაბილური პერიოდი. სასურველია, თვის პირველ ნახევარში თავი შეიკავოთ მნიშვნელოვანი ფინანსური მანიპულაციებისგან.

მერწყულის ნიშნით დაბადებულებს ოქტომბერი საკმაოდ დადებით ფინანსურ შანსებს პირდება. განსაკუთრებით ნაყოფიერი ამ მხრივ ოქტომბრის ბოლო კვირა იქნება.

თევზებისთვის ოქტომბერი საკმაოდ მშვიდი და სტაბილურია ფინანსების კუთხით. შესაძლოა თვის ბოლოს მოულოდნელი შემოსავლებიც მიიღოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?