კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...
პაემანი მშვილდოსანთან
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს, მარტივად მოაწონებთ თავს, თუკი თქვენ მხიარული, ოპტიმისტი და უშუალო ხართ. ამიტომ მშვილდოსანთან პაემანი არცთუ რთული მისიაა არავისთვის. მაგრამ მშვილდოსანთან მთავარია არა პაემანი, არამედ მისი ინტერესის შენარჩუნება, რაც საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდება და ამაში პრაქტიკაზეც დარწმუნდებით, თუკი ასტროლოგების რჩევის არ გჯერათ.
მშვილდოსანი იდეალისტია, ამიტომ თუკი თქვენ თავგადასავლების მოყვარული, პირდაპირი ადამიანი ხართ, რომელიც ყოველგვარი ცერემონიების გარეშე იწყებს ნაცნობობას, მას აუცილებლად მოეწონებით. თუმცა, შესაძლოა პირველივე პაემანზე გაგიმხილოთ, რომ თქვენ მისი ოცნების ქალი/მამაკაცი ხართ მთელი ცხოვრება ზუსტად თქვენ გეძებდათ. ზუსტად ამაში ვლინდება მისი იდეალიზმი. იგი ყოველ ახალ პარტნიორში დაეძებს იდეალს. მომავალ იმედის გაცრუებამდე. თუმცა ჩვენი სტატია პირველ პაემანს შეეხება და არა თავად მშვილდოსნის შენარჩუნებას (რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ მომავალში).
მაშ ასე, თქვენი პირველი პაემანი მშვილდოსანთან სასურველია, ბუნებაში შედგეს. საუკეთესო ვარიანტია, თუკი სულაც ქალაქგარეთ მიიპატიჟებთ, ან ლაშქრობაში ერთად გამგზავრებას შესთავაზებთ. მშვილდოსნები გიჟდებიან ხეტაილსა და თავგადასვლებზე. შესაბამისად, ქალაქის თუნდაც ყველაზე ძვირად ღირებულ რესტორანში დაგეგმილ პაემანს, იგი სპონტანურად გამგზავრებას არჩევს სადმე.
საიმისოდ, რომ პირველი პაემანისას მშვილდოსანზე მაქსიმალური შთაბეჭდილება მოახდინოთ იყავით ლაღი, სიტყვაუხვი, მხიარული, აქტიური, გულღია და არაძუნწი. მშვილდოსანს მოსწონს ხალხი ვინც ცხოვრებას "გემოს ატანს" ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით. ამიტომ თქვენ არამხოლოდ კარგი კულინარობა ან გურმანობა მოგეთხოვებათ, არამედ ცხოვრებაში მინიმუმ ორი სამი ჰობის ქონაც, რომელზეც თავდავიწყებით იქნებით შეყვარებული.
მშვილდოსნები გაზვიადებისკენ არიან მიდრეკილნი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუკი თქვენი ინტერესის ობიექტი მშვილდოსანი თავმომწონედ მოგიყვებათ საკუთარ სასიყვარულო თავგადასავლებს. ნუ აღელდებით, მისი პოტენციური "ყოფილების" რიცხვი იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე მონაყოლით ჟღერს. ამ ჟესტით მას უბრალოდ შთაბეჭდილების მოხდენა უნდა თქვენზე. სხვა არაფერი.
მშვილდოსანი უზომოდ რომანტიკული, მგზნებარე სულის ადამიანია. რომელიც მზად არის სიყვარულის გამო (რომელიც შესაძლოა მას გაცნობიდან რამდენიმე საათში ეწვიოს უკვე) საოცრებები ჩაიდინოს. ასე რომ, მასთან ნამდვილად არ მოიწყენთ.