პაემანი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი კუროს

პაემანი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი კუროს

თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...

პაემანი კუროსთან

თუ კურო ჩაგივარდათ გულში ნუ დასხდებით გულხელდაკრეფილები და ნუ დაელოდებით მისგან პირველი ნაბიჯის გადმოდგმას. კურო ბუნებით მომთმენი ადამიანია და ეს არის ხასიათის სწორედ ის თვისება, რომელიც ამ ურთიერთობის ჯილდოდ შეიძლება ჩაითვალოს. ამ ურთიერთობაში თქვენ უნდა იყოთ ინიციატორი.

კუროსთან პაემანზე ყოფნის დროს აუცილებლად აგრძნობინეთ, რომ გსიამოვნებთ მის გვერდით ყოფნა. რესტორნის შერჩევის დროს კი დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მენიუ და ატმოსფერო ნამდვილად ძალიან კარგია. თუ მას სახლში მასპინძლობთ სათანადოდ მოემზადეთ და ყურადღება მიაქციეთ კერძების მრავალფეროვნებას, ღვინის ხარისხს და სისუფთავეს. არ დაგავიწყდეთ სუფრის თუ ინტერიერის ყვავილებითა და სანთლებით მორთვა, ასევე საღამოს გაფორმება სასიამოვნო და რომანტიკული მუსიკით.

თუკი აგრძნობინებთ, რომ ის თქვენთვის იმ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ გული მშვიდად გქონდეთ, ხანგრძლივი ურთიერთობისათვის მყარი საფუძველია ჩაყრილი. კუროს ხასიათის სიმტკიცე და ძლიერი იუმორის გრძნობა გადამდებია გარშემო მყოფთათვის. გრაფიკში ოდნავმა ცვლილებაც კი შეიძლება გამოიწვიოს მისი გაღიზიანება. თუ ყოველთვის ოცნებობდით, რომ გვერდით საიმედო, მოსიყვარულე და ერთგული ადამიანი გყოლოდათ, არჩევანი ნამდვილად სწორად გაქვთ გაკეთებული, ასე რომ, ცდას ნუ დააკლებთ. კურო მგრძნობიარე ადამიანია და ძალიან ადვილად შეუძლია გააღვიძოს ადამიანში მიძინებული ვნებები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?