თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...
პაემანი ლომთან
თუკი ისე მოხდა, რომ თქვენი ინტერესის ობიექტი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი დაგჭირდებათ მომზადებაზე, მთავარია, რომ პაემანზე მისული იდეალურად გამოიყურებოდეთ. ნუ დაიშურებთ ფულს ძვირად ღირებულ სამოსსა და პროცედურებზე. ლომს რომ თავი მოაწონოთ, მეფეს ან დედოფალს უნდა გაუტოლდეს თქვენი ვიზუალური იმიჯი. ლომებს მოსწონთ, როცა მათი პარტნიორი უვლის საკუთარ თავს.
სიყვარული ლომისთვის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ამასთან ერთად, ამ ადამიანებს ახასიათებთ საკუთარი გრძნობების ღიად აფიშირება. ლომები ამაყობენ საკუთარი სიყვარულის ობიექტით, ამიტომ აქვს მნიშვნელობა იმას, რომ იდეალურად გამოიყურებოდეთ, შეგეძლოთ საზოგადოებაში თავის ღირსეულად დაჭერა და გამოირჩეოდეთ თავშეკავებით. იმიტომ რომ თქვენი პერსონის პოპულარულობით არამც და არამც არ უნდა დაჩრდილოთ ლომი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბრალოდ გაწყვეტს თქვენთან ურთიერთობას. ლომი მეფური ნიშანია. შესაბამისად, იგი ურთიერთობაშიც უნდა ფლობდეს აუცილებლად მართვის სადავეებს და უპირატესობას აუცილებლად.
საიმისოდ, რომ ამ ადამიანის სიმპათია და სიყვარული დიდი ხნით დაიმსახუროთ, აუცილებელია, პერიოდულად მაინც დიპლომატიურად შეაქოთ იგი. კომპლიმენტები ლომის სუსტი წერტილია. შესაბამისად, სასურველია, იგი ხშირად წაახალისოთ და ხაზი გაუსვათ ხოლმე მის ღირსებებს და შესაძლებლობებს - დაწყებული ვიზუალური მონაცემებით, დასრულებული განათლებით და პროფესიული მიღწევებით.
ლომი ვერ იტანს უყურადღებობას, ამიტომ რა საპატიო მიზეზიც არ უნდა გქონდეთ, ნუ მოაკლებთ მას ყურადღებას თქვენი მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბრალოდ განაწყენდება და შეეცდება საპასუხო უყურადღებობით ან სიცივით დაგსაჯოთ.
ნურასოდეს გააკრიტიკებთ ლომს ღიად. აჯობებს ნეგატიურ თვისებებზე მას დიპლომატიურად და ირიბად მიუთითოთ. ასე იგი აუცილებლად შეეცდება იყოს უკეთესი თქვენი გულის მოსაგებად.