თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...
პაემანი ქალწულთან
მაშ ასე, თუკი თქვენ მოახერხეთ და ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი პაემანზე დაითანხმეთ, ან უფრო მეტი მან თავად გამოიჩინა ამის ინიციატივა - მოსალოცი ამბავია ნამდვილად. ზოდიაქოს ამ ნიშნით ხომ ყველაზე მეტი პერფექციონისტი, წუნია და პოტენციური ბერბიჭა/შინაბერა ევლინება ქვეყანას. ამიტომ თავად ის ფაქტი, რომ ქალწულთან პაემანზე მიდიხართ უკვე მეტყველებს თქვენს წარმატებაზე. გაითვალისიწინეთ, რომ ორივე სქესის ქალწულები, საოცრად დაკვირვებულები და მოწესრიგებულები არიან. ამიტომ პაემანზე დაგვიანება, მოუწესრიგებელი სამოსი, ნაჩქარევად დავარცხნილი თმა ან ვულგარული მეტყველება წამის მეასედში დაუკარგავს ქალწულს თქვენთან სამომავლო კომუნიკაციის სურვილს. როცა ქალწულთან პაემანზე მიდიხართ, სადად, მაგრამ გემოვნებით ჩაიცვით, ექსტრავაგანტური ადამიანები ქალწულს ფეთხუმებზე ნაკლებად როდი აღიზიანებს.
ყურადღება მიაქციეთ ლექსიკას და სასურველია, თუკი ბევრს და უთავბოლოდ არ ისაუბრებთ საკუთარი განათლებულობის დასადასტურებლად. ქალწული საოცრად დაკვირვებული ადამიანია, ამიტომ ნებისმიერი ტიპის "საფასადო შეფუთვას" წამის მეასედში მიგიხვდებათ და ბასრი ენის წყალობით მისი მხრიდან არც ობიექტური კრიტიკა დააყოვნებს. მერკური, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ქალწულებს მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით აჯილდოებს. ამასთან ერთად, ქალწული საკმარისად გონიერია საიმისოდ, რომ ნაკითხობით მოიწყონოს თავი. სამაგიეროდ, აუცილებლად მოიხიბლება თქვენით, თუკი საკმარისი განათლება და დახვეწილი მანერები გაგაჩნიათ საკუთარი ცოდნის გადმოსაცემად. ქალწულებს მოსწონთ პროგნოზირებადი ადამიანები. ისინი ვერ იტანენ სიურპრიზებს და დაუგეგმავ მოვლენებს. ინტერესდებიან ჯანსაღი ცხოვრებისა და კვების საკითხებით.
ამიტომ თუ თქვენ ვარჯიშს მისდევთ ან უკეთესი - ვეგეტარიანელი ხართ და ჯანსაღად იკვებებით, ქალწული ამას აუცილებლად ჩაგითვლით პლუსად. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანთან რომანი ეტაპობრივად უნდა გააჩაღოთ. ნუ გადმოაფრქვევთ მის წინაშე ერთბაშად თქვენს გრძნობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამით მას უბრალოდ დააფრთხობთ. ქალწული ამ ქვეყნად ყველაფერს, მათ შორის ურთიერთობებსაც რაციონალურად ეკიდება. ამიტომ თუკი ჩათვლის, რომ მოწესრიგებული, საიმედო, ინტელექტუალურად საინტერესო და გაწონასწორებული ინდივიდი ხართ, თქვენთან ურთიერთობას მომავალშიც გააგრძელებს.