პაემანი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი ვერძს

პაემანი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანთან - როგორ მოვაწონოთ თავი ვერძს

თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდებია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...

დავიწყოთ ვერძით

პაემანი ვერძთან

თუ ვერძთან პაემანზე წასვლას გადაწყეტთ, მოერიდეთ დაგვიანებასა და საეჭვო ხუმრობებს, რადგან თავად ძალიან პუნქტუალური, სიცოცხლით სავსე და აქტიური ადამიანია. ძალიან უყვარს კომპლიმენტები და შეგრძნება, როდესაც თავს განსაკუთრებულად თვლის. ზოგადად მოსწონს, როცა მას ჭკვიან ადამიანად თვლიან, ამიტომ მისი გულის მოსაგებად ინტელექტუალურ მეთოდებს უნდა მიმართოთ.

აღსანიშნავია, რომ ვერძს ახასიათებს აგრესიულობა და სიფიცხე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ შეყვარებული ვერძი ძალიან ეჭვიანია და მას თქვენი დროის დიდი ნაწილი უნდა დაუთმოთ. მასში ნდობის მოსაპოვებლად ხშირად ჰკითხეთ რჩევა და უმეტესწილად გონივრულ მოსაზრებასთან ერთად მისგან ბონუსად მზურველობასა და სიპათიას მიიღებთ. ვერძის რჩევა ყოველთვის მყისიერი და გულწრფელია. იმდენად რამდენადაც გულახდილია, თქვენს მოსაზრებას მისი პიროვნების შესახებ საკმაოდ დადებითად მიიღებს.

ვერძთან ურთიერთობას საბოლოოდ დაუსვამთ წერტილს თუ მას რაიმეს კარნახს დაუწყებთ ან საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოქცევას შეეცდებით. მასთან ბრძანების ტონით საუბარი არ გამოგადგებათ, მისგან ბრძანების შესრულებას ნუ დაელოდებით, რადგან დიდი ალბათობით არც კი მოგისმენთ. მიანიჭეთ მას თავისუფლება და ვერძის სახით გვერდით მოსიყვარულე და ერთული პარტნიორი გეყოლებათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?