თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან. ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...
პაემანი ტყუპთან
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ტყუპი თავისთავად გულისხმობს ორს, სწორედ ამიტომ ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს თუ ერთი მხრივ სჭირდება სიყვარული და მზრუნველობა, მეორე მხრივ ავლენს ძლიერ ხასიათს, რომელიც უნდა აღიაროთ და ტაშიც დაუკრათ. ტყუპთან ხანგრძლივი ურთიერთობის შესანარჩუნებლად მოგიწევთ მისი ემოციური, ინტელექტუალური და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ტყუპს უყვარს სიცილი, მოგზაურობა, ფულის ხარჯვა და თავგადასავლები.
ძალიან ბევრ საკითხში ერკვევა. მართალია, ზედაპირულად, მაგრამ მაინც. და თანაბრად აინტერესებს ყველა სფერო, ამიტომ მასზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ, თუ მასთან რომელიმე თემას სიღრმისეულად განიხილავთ. ტყუპი აფასებს პატიოსნებასა და გულწრფელობას ადამიანში. ამიტომ გაუზიარეთ მას თქვენი გულისნადები, მიუხედავად იმისა ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას. გაითვალისწინეთ, რომ მას განუწყვეტლივ ერთსა და იმავე თემაზე არ უნდა ესაუბროთ, რადგან მას ძალიან მოსწონს მრავალფეროვნება და ინტრიგა. ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანი კომუნიკაბელური და ენერგიულია, ზოგჯერ ენამწარეც კი.
ახასიათებს კრიტიკულობა და სიტყვა მისთვის ბრძოლის მთავარი იარაღია, ამიტომ თუ კი ემოციური ადამიანი ბრძანდებით და ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, მასთან კამათში შესვლას უნდა ერიდოთ. შეყვარებული ტყუპი საკმაოდ მგრძნობიარე და ეჭვიანია. არ მისცეთ იმის საბაბი, რომ თქვენს გულწრფელობაში ოდნავ მაინც შეეპაროს ეჭვი, მოტყუებულის როლში ყოფნა არც მოსწონს და ამას ვერასოდეს შეეგუება. თუ ტყუპი დარწმუნებულია, რომ იპოვა სანდო ადამიანი, რომელიც მის მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, ის აუცილებლად შესანიშნავი და ერთგული პარტნიორი იქნება.