რომ რიცხვების მაგიის ჯადოსნური გავლენა, არამხოლოდ ადამიანის ბედ-იღბალსა და წარმატებაზე არამედ მის ოჯახურ ცხოვრებაზე და პარტნიორულ ურთიერთობებზეც ახდენს ზემოქმედებას.
გახსოვთ როდის გაიცანით ერთმანეთი? თქვენი პაემნის ნუმეროლოგიური გასაღები ძალზე მარტივი გამოსათვლელია: საამისოდ თვის და რიცხვის შეკრება მოგიხდებათ მხოლოდ. ანუ თუკი მაგალითად ნაცნობობა შედგა 23 მაისს გამოთვლა მოხდება შემდეგნაირად - მაისი წელიწადის მეხუთე თვეა 5 + 2+3= 9. გამოდის, რომ ამ შემთხვევაში გაცნობის რიცხვი ცხრიანი ყოფილა. იმ შემთხვევაში თუ შეკრების ჯამი ორნიშნაა, იგი უნდა დაიყვანოთ ერთნიშნა ციფრამდე და ზუსტად ეს ციფრი შეესაბამება თქვენი გაცნობის თარიღს.
«1». ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული კავშირია. როგორც წესი, ამგავარი წყვილები კონფლიქტის შემდეგ მაქსიმალურად ცდილობენ კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან ერთმანეთისკენ. განშორების შემთხვევაში კი თუ ამის აუცილებლობა მაინც დგება, ისინი კარგ მეგობრებად რჩებიან.
«2» . კონკურენტული კავშირია. წყვილის ურთიერთობაში მუდმივად არის, როგორც ღია ისე ფარული ბრძოლა, ძირითადად ძალაუფლების გამო. პრობლემების სათავე კი არის ის, რომ ორივე პარტნიოს სურს ერთმანეთის გადაკეთება.
«3» . ამ ურთიერთობაში ძალზე მალე მყარდება ე.წ. "სულიერი კავშირი", პარტნიორები კარგად "გრძნობენ" ერთმანეთს ემოციურად და მენტალურად. თუმცა, მათ შორის მარტივად შეიძლება დაიწყოს პრობლემები თუკი ჭორებს აყვებიან და არ შეეცდებიან ერთმანეთთან ღიად ისაუბრონ სირთულეებზე.
«4» . ფაქტობრივად ორი ეგოისტის დუეტია. პარტნიორები მუდმივად ცდილობენ "საბანი საკუთარ მხარეს ქაჩონ", კონფლიქტიც ხშირი იქნება და რაც მთავარია, არც ერთ პარტნიორს არ ეყოფა იმის ნებისყოფა, რომ გაარკვიოს, მაინც რა სურს მეორეს.
«5». კომფორტული კავშირია, რომელიც ძირითადად ორი მეგობრის ურთიერთობის ხარჯზე იწყება. ასეთ ადამიანებს ხშირად საერთო საქმე და ინტერესები აკავშირებს. საკმაოდ მყარი და რაც მთავარია, სტაბილური წყვილი შეიძლება მივიღოთ ამ კავშირისგან.
«6» . ეს არის ურთიერთობა "გათვლით", ხშირად ეს წყვილი მაჭანკლობის ხარჯზეც იქმნება ან საერთო მეგობრების დახმარებით ეცნობიან ერთმანეთს. ურთიერთობა სავსებით გაააზრებულად დაგვირგვინდეს შეიძლება ქორწინებით.
«7». რთული, თუმცა ვნებითა და თავგადასვლებით სავსე კავშირია. კომპრომისის მონახვა ასეთ წყვილში ძალზე რთულია ორივე პარტნიორისთვის, იმიტომ რომ ერთიც და მეორეც ბუნებით მონადირე და ავანტურისტია.
«8». შეიძლება ითქვას, რომ ასეთ კავშირებში ერთ პარტნიორზეა მთლიანად დამოკიდებული ურთიერთობის წინსვლა. ფაქტობრივად თავგანწირული სიყვარულის მაგალითია, რომელიც ხშირად განქორწინებით სრულდება იმიტომ რომ, მოსიყვარულე ადამიანის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
«9». ანგარიშიანი და წინდახედული ადამიანების კავშირია. როგორც წესი, ისინი თავიდანვე უწესებენ ერთმანეთს გარკვეულ საზღვრებს და კანონებს. თუმცა, მიუხედავად ამის, ხშირად ამგვარი წყვილი საკმაოდ სტაბილურად და დიდხანს ძლებს.