პირველი-შვიდი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

პირველი-შვიდი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

სიყვარული - საყვარელი ადამიანის ქცევა მოსვენებას დაგიკარგავთ. ეცადეთ, მეტად დაუახლოვდეთ ერთმანეთს ემოციურად.

ფინანსები - დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. მნიშვნელოვანი საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ.

ჯანმრთელობა - ხშირად დაიბანეთ ხელები და ეცადეთ, არ გაიღიზიანოთ ლორწოვანი გარსი.

ტყუპი

სიყვარული - პაემანზე წასვლამდე სწორად შეარჩიეთ პარფიუმი. გაფრთხილდით, ღალატის პატიება ყველას არ შეუძლია.

ფინანსები - ნუ გაემგზავრებით ხანგრძლივ მივლინებაში. არ გაიფუჭოთ რეპუტაცია კოლეგებთან. ტექნიკური საკითხები მშვიდად მოაგვარეთ.

ჯანმრთელობა - გადაღლილობამ შეიძლება თავის ტკივილი გამოიწვიოს.

კირჩხიბი

სიყვარული - შვებულება მეუღლესთან ერთად შეათანხმეთ. მარტოხელებს გახსოვდეთ, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის.

ფინანსები - პატარა და გააზრებული ნაბიჯებით უფრო მალე მიუახლოვდებით მიზანს, ვიდრე დიდი და გაუთვალისწინებელი ნახტომებით.

ჯანმრთელობა - სამკურნალო ბალახების გამოყენებამდე გახსოვდეთ, რომ ყველაფერს აქვს უკუჩვენება.

ლომი

სიყვარული - უვნებელმა ფლირტმა შეიძლება ცხოვრება თავდაყირა დაგიყენოთ. თქვენი ნათქვამი შეიძლება ყველამ თავისებურად გაიგოს.

ფინანსები - ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. კვირის მეორე ნახევრიდან ახალი იდეების განხორციელება დაიწყეთ.

ჯანმრთელობა - გამონახეთ დრო მასაჟისა და სპა-პროცედურებისთვის.

ქალწული

სიყვარული - დაფიქრდით, რა გსურთ, განშორება, თუ პარტნიორთან ურთიერთობის გაუმჯობესება?

ფინანსები - მიზნამიმართულად და გააზრებულად იმოქმედეთ. შედომების გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება.

ჯანმრთელობა - მეტად გაუფრთხილდით ყურებსა და მუხლებს.

სასწორი

სიყვარული - ადამიანი, რომელიც ვერ გიგებთ, თქვენი სიყვარულის ღირსი არაა.

ფინანსები - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მხოლოდ ხარისხიანი ნივთები შეიძინეთ

ჯანმრთელობა - პოზიტიურად განეწყვეთ. წყალი და სუფთა ჰაერი დაგამშვიდებთ. გაფრთხილდით, ალერგია არ გაგიმწვავდეთ.

მორიელი

სიყვარული - ნუ დაუკავშირებთ ბედს ადამიანს, რომელიც თქვენში მხოლოდ სექსუალურ პარტნიორს ხედავს.

ფინანსები - თანამოაზრეებთან ერთად აზრთა გაცვლის, ახალი პროექტების დაწყების კვირაა.

ჯანმრთელობა - არ გადატვირთოთ თავი. მეტად გაუფრთხილდით ღვიძლს.

მშვილდოსანი

სიყვარული - პირად ცხოვრებას მოშურნეებთან ნუ განხილავთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ფინანსები - კონკურენტებს რამდენიმე ნაბიჯით გაასწრებთ. არავის ენდოთ და არც არავის არაფერს დაპირდეთ.

ჯანმრთელობა - სწორი ფიქრებით დაიმუხტეთ ტვინი. განაახლეთ წამლების ყუთი.

თხის რქა

სიყვარული - ხშირი რომანტიკული პაემანი დაეგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ პარტნიორი.

ფინანსები - მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, მივლინება და საქმიანი შეხვედრები გელით.

ჯანმრთელობა - მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს და შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.

მერწყული

სიყვარული - შვებულების დროს გელით რომანტიკული ნაცნობობა. თუმცა, ღალატს თქვენგან არავინ მოელის.

ფინანსები - შეიძლება შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდეთ. ახალი იდეები თანამოაზრეებთან ერთად განხილეთ.

ჯანმრთელობა - დასვენება, სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა ამ კვირის საუკეთესო რჩევაა.

თევზები

სიყვარული - რომანტიკა და სექსუალური თავგადასავალი გელით. ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოების ნორმებს.

ფინანსები - პარტნიორთან მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. ახალი იდეები ხუთშაბათიდან განახორციელეთ.

ჯანმრთელობა - მოერიდეთ ორპირს და ყინულიანი წყლის სმას. საღამოობით მიიღეთ დამამშვიდებელი ბალახეული ჩაი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?