- როგორ გამოიყურებოდეს მომხიბვლელად და როგორ მოიცილოს ზამთრის მანძილზე დაგროვილი კილოგრამები. ის, ვინც წელიწადის ნებისმიერ დროს მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ნაკლებად უჩივის მსგავსი ტიპის პრობლემებს. თუმცა, ადამიანების დიდ ნაწილს, მაინც გააჩნია ზედმეტი წონის პრობლემა, რის გამოც ისინი სხვადასხვა ტიპის სპორტის სახეობას, ვარჯიშს და ფიტნესს მიმართავენ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ კონკრეტულ ნიშანს, ფიზიკური დატვირთვის კონკრეტული სახეობა შეეფერება:
ვერძისთვის იდეალურია: ველოსპორტი, ჩოგბურთი და სირბილი დილაობით.
კუროს ასტროლოგები ფიზიკური დატვირთვის ეტაპობრივად გაზრდას ურჩევენ. კარგია ძუნძულით სირბილი, ფარიკაობა.
ტყუპი მოქნილი და მოძრავია, მას მოსწონს ჯგუფური ან წყვილში დატვირთვის აუცილებლობის მქონე სპორტის სახეობები. კარგია ბადმინტონის თამაში, ფრენბურთი.
კირჩხიბისთვის ასტროლოგებს მისაღებად ნებისმიერი სპორტის სახეობა მიაჩნიათ, რომელიც წყალთანაა კავშირში. იდეალურია პლაჟს ფეხბურთი, ზღვის პირას რბენა და რაც ყველაზე მთავარია, დილაობით მედიტაცია დღის ენერგიულად გასატარებლად.
ლომისთვის საკუთარ სხეულს და გარეგნულ მომხიბვლელობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასტროლოგები ურჩევენ ლომებს დაკავდნენ კიკბოქსინგით, ბოდიბილდინგით ან სხვა მსგავსი ტიპის სპორტული სახეობით, რათა სხეული იდეალურ ფორმაში ჰქონდეთ და ჭეშმარიტად "მეფურად" გამოიყურებოდნენ.
ქალწულები თავგადაკლულად ზრუნავენ საკუთარი სხეულის ფიზიკურ სიჯანსაღეზე. მათთვის იდეალურია სუნთქვითი ვარჯიშები, სირბილი, ბატუტზე ხტომა.
სასწორ ი დახვეწილი და კომფორტის მოყვარული ნიშანია, თუმცა ხშირად სუქდება ტკბილეულის სიყვარულის გამო. მისთვის კარგია გოლფის თამაში, ჩოგბურთი და ფრენბურთი.
მორიელი ბუნებით ექსტრემალია, ამიტომ სპორტული დატვირთვაც ამ კუთხით უნდა შეარჩიოს, მისთვის იდეალურია კლდეზე ცოცვა, სირბილი რთული მარშრუტით, მოტორბოლა.
მშვილდოსან ი აქტიური და მოძრავია, მოსწონს ხეტიალი და გადაადგილება. ამიტომ სპორტის საყვარელი სახეობა მისთვის შეიძლება იყოს ცხენით ჯირითი, ავტორალი, ფეხბურთი.
თხის რქას ძვლოვან სისტემაზე ზრუნვა ესაჭიროება. უნდა დაკავდეს სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ნაკლებ ტრავმულობას ითვალისწინებს. ასტროლოგები ურჩევენ თხის რქას, ივარჯიშოს ინდივიდუალურად პირადი მწვრთნელის დახმარებით.
მერწყული გონებრივად აქტიური, ფიზიკურად კი ძალზე პასიური ნიშანია. მისთვის აზარტული იქნება უძველესი ორთაბროლის მეთოდების შესწავლა, ტრენაჟორები, რომლითაც კოსმონავტები გადიან ფიზიკური მომზადების კურსს.
თევზები წყლის სტიქიის ნიშანია, ამიტომ მისთვის იდეალურია სერფინგი, წყალბურთი ან უბრალო, აუზში სიმაღლიდან ხტომა. მათ არანაკლებ მოსწონთ იოგა და სხვადასხვა ტიპის ვარჯიში, რომელიც ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გულისხმობს.