პოზიტიური, მშვიდი და სტაბილური წელი გველის - 2015 წლის ძირითადი ტენდენციები

პოზიტიური, მშვიდი და სტაბილური წელი გველის - 2015 წლის ძირითადი ტენდენციები

ვნებათაღელვა, კონფლიქტი თუ ქაოსური სიტუაცია მოიტანა როგორც ლოკალური, ისე გლობალური მასშტაბით შედარებით უფრო მშვიდი, პოზიტიური და დადებითი ძვრებით ხასიათდება.

როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, 2015 წლის მანძილზე ძირითადი პლანეტარული განლაგება ისეთია, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეიძლება დადგეს წინსვლის, შენების, ურთიერთობების დათბობა-გამოსწორების პერიოდი. ცხვრის წელი, პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხითაც ერთობ დადებით ძვრებს მოიტანს.

პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება, უკვე 2014 წლის მიწურულს იქნება სახეზე, როცა პლანეტა სატურნი მორიელის ზოდიაქოს დატოვებს და მშვილდოსნის ზოდიაქოს მმართველობის სადავეებს აიღებს ხელთ. მართალია, მომავალი წლის მანძილზე, სატურნი რეტროგრადული ფაზის გამო ისევ მორიელისა და მშვილდოსნის ზღვრულ გრადუსებზე იმოძრავებს, მაგრამ გავლენა, რომელსაც ის კონფიგურაციის ცვლილებასთან დაკავშირებით მოიტანს, მსოფლიო პოლიტიკაში ერთობ შესამჩნევი და პოზიტიური იქნება.

პირველ რიგში ეს შეეხება ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისა და საომარი ქმედებების შეწყვეტა-დარეგულირების საკითხს. ამ მხრივ შესაძლებელი გახდება გაცილებით უფრო მოქნილი და რაც მთავარია, დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა. რის ხარჯზეც საკმაოდ გაადვილდება ნებისმიერი პრობლემის გაცილებით უფრო ფართოდ და მრავალწახნაგოვნად ხედვის ალბათობა.

მსოფლიო მასშტაბით წამოიწევს წინ განათლებისა და ზოგადი ინტელექტის საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა მიეცემა ამ სფეროში მიმდინარე რეფორმებს. გარდა ამისა, აქტიური იქნება სხვადასხვა ქვეყანას შორის სავიზო-სასაზღვრო რეჟიმისა და თავისუფალი მიმოსვლის თემაც . შესაძლოა, ბევრმა ქვეყანამ გაამარტივოს სასაზღვრო მიმოსვლა, ზოგიერთმა კი პირიქით გაამკაცროს ან სულაც ჩაკეტოს საზღვარი.

განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პოზიტიურ ძვრებს, მსოფლიო მასშტაბით მოიტანს ზაფხულის პერიოდიდან პლანეტა იუპიტერის ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადანაცვლება. ამ პერიოდიდან მსოფლიო ეკონომიკა და საფინანსო პოლიტიკა შესამჩნევად დაიწყებს დარეგულირებას. გაძლიერდება ეკოლოგიასთან და ბუნების დაცვასთან დაკავშირებული კამპანიები, აქტიურად ამუშავდება მრეწველობა. გამორიცხული არ არის 2015 წელი ისტორიაში შევიდეს როგორც უახლეს ტექნოლოგიებში ახალ-ახალი, ინოვაციური გამოგონების და პრაქტიკაში აქტიური დანერგვის წელი (აღსანიშნავია, რომ იუპიტერის მსგავსი ტრანზიტების დროს გამოიგონეს ფიჭური ტელეფონი და ზოგადად, მობილური კავშირგაბმულობის სისტემა).

2015 კარგი წელი იქნება მათთვის, ვისაც მუყაითი შრომა და დისციპლინა არ ეზარება. იმ ადამიანებისთვის კი ვინც იოლი გამდიდრების გზებს ეძებს ან სულაც სხვის იმედზე ცდილობს საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას, ცხვრის წელი არაერთ ფინანსურ კრიზისს და განსაცდელს მოიტანს. აქედან გამომდინარე სასურველია, რომ უკვე თებერვლის თვიდან (მაშინ, როცა ცხვრის წელიწადი რეალურად შედის ძალაში) აქტიურად დაიკაპიწოთ ხელები და საკუთარი სტაბილური მომავლის შენებას თითოეული ჩვენთაგანი, ნაბიჯ-ნაბიჯ, აგურ-აგურ შეუდგეს. ალეგორიულად ცხვრის/თხის წელიწადი შემოდგომასთან, მოსავლის აღებასთან და ბარაქასთან ასოცირდება, ამიტომ ნუ დაგავიწყდებათ გამოთქმა: "ვინც არ მუშაობს, ის არც ჭამს" – შესაბამისად, თუ გინდათ მიმდინარე 2015 წელმა ბარაქიანად დაიბერტყოს კალთა თქვენი და თქვენი ოჯახების საკეთილდღეოდ ამის საფუძველი აქედანვე უნდა შექმნათ. შრომა კი აბსოლუტურად ყველას დაუფასდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?