ფრიგიდულობისა და იმპოტენციისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნები

ფრიგიდულობისა და იმპოტენციისკენ მიდრეკილი ზოდიაქოს ნიშნები

პრობლემებზე საუბარი ხშირად სისუსტედ ან უსუსურობად აღიქმება. მათ შორის კი ალბათ ყველაზე ტაბუდადებულია თემა სექსუალური პრობლემების ქონის შესახებ, როგორც ქალებში ისე მამაკაცებში. ძალზე ხშირად უამრავი გარემო ფაქტორი ახდენს ზემოქმედებას ადამიანის ლიბიდოზე, თუმცა ასტროლოგებს დამატებითი ბერკეტებიც გააჩნიათ ამა თუ იმ ინდივიდის შემთხვევაში ზუსტი სექსუალური აქტივობისა და მიდრეკილებების გამოსავლენად.

სტატისტიკა, რომელსაც დღეს გთავაზობთ არ გახლავთ აქსიომა , შესაბამისად, ეს მხოლოდ ზოგადი ინფორმაციაა. თუმცა, არის მასში გარკვეული დოზით ჭეშმარიტების მარცვალიც. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ზოდიაქოს ნიშანს და მის, როგორც ფარულ ისე ღია შესაძლებლობებს.

ასტროლოგები თვლიან, რომ სექსუალური აქტივობის მიხედვით ყველაზე მეტად ვერძის, მორიელის, კუროს, თხის რქის, მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს ნიშნები გამოირჩევიან. ეს ხალხი ემოციური და ვნებიანია. გააჩნიათ ძლიერი ხასიათი და მძლავრი ტემპერამენტი.

რაც შეეხება ნიშნებს, რომელთა შორისაც ასტროლოგები ყველაზე ხშირად ხვდებიან ფრიგიდულ, იმპოტენციისკენ მიდრეკილ ან უბრალოდ ასექსუალურ ტიპაჟებს მათ შორის ქალწულის, სასწორის, ტყუპის, მერწყულის, თევზებისა და კირჩხიბის ნიშნები ლიდერობენ. თუმცა, ამ მხრივაც არსებობს გარკვეული ქვე-კლასიფიკაცია. კირჩხიბს და თევზებს სექსუალური ინტერესი პარტნიორების მიმართ ემოციურ და სტრესულ ნიადაგზე უჩნდებათ (შიში, ემოციების ბლოკირება წარუმატებლობის მოლოდინში).

სასწორის, ტყუპისა და მერწყულის შემთხვევაში სექსუალური პოტენციალის სუბლიმირება ხდება პროფესიულ საქმიანობასა და მრავალმხრივ ინტერესებში. ქალწულისთვის კი ზოგადად დამახასიათებელია საკუთარი ემოციების კონტროლი, მათ შორის სექსუალური მოთხოვნილებებიც შედის, რაც ხშირად სამუშაოს ან პროფესიული ვალდებულბების გამო იბლოკება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?