საკითხად. თუმცა კადრი, რომელიც საკუთარ საქმეს კარგად აკეთებს, ბუნებრივია ხშირად ხდება შურის ობიექტი სხვა, ნაკლებად წარმატებულ კოლეგებს შორის. თუმცა, კორპორატიული შუღლის დაწყების მიზეზი მრავალი რამ შეიძლება გახდეს, უმთავრესთაგან უმთავრესი კი ასტროლოგიური შეუთავსებლობა ნიშნებს შორის. მე შევეცადე მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ყველაზე ხშირი და პრობლემატური "სამსახურეობრივი დუელების" შესახებ. ანუ ნიშნები, რომელთაც ყველაზე ხშირად აქვთ სამსახურეობრივ ნიადაგზე დაწყებული მტრობა და კონკურენცია.
ვერძი - თხის რქა
ამ ორს შორის როგორც წესი პროფესიული მტრობა იწყება ბიუროკრატიულ ნიადაგზე. თხის რქა არასოდეს აღიარებს თვითნაბად ნიჭს და ტალანტს, რომელიც ვერძების უმეტესობას გააჩნია. მისთვის დიპლომი და მრავალწლიანი გამოცდილება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რომელიმე თანამშრომლის პერსპექტიულობა. ვერძი კი თავის მხრივ ვერაფრით შეეგუება თხის რქის კონსერვატორულ გამოხდომებს და ჭკუის სწავლებას.
ლომი - მორიელი
მათი მტრობა ძალაუფლების გარშემო ტრიალებს. ერთსაც და მეორესაც მართვა და კონტროლი მოსწონს. თუმცა ლომი ამ სურვილს არც არასოდეს მალავს, მორიელი კი შემოვლითი გზებით და მანიპულატორული მეთოდებით ამჯობინებს მართვის სადავეების ხელში ჩაგდებას. მათი ხანგრძლივი მტრობის მიზეზიც სწორედ ესაა.
კურო - მერწყული
მოწესრიგებული, დინჯი და დეტალებზე ორიენტირებული კურო ვერაფრით ეგუება კრეატიული და ნიჭიერი, მაგრამ საშინლად არაპროგნოზირებადი მერწყულის მუშაობის სტილს და მის მუდმივ დაგვიანებას სამსახურში. როგორც წესი მერწყულები თავს არასოდეს თვლიან ვალდებულად ვინმეს რაიმე აუხსნას, აქედან გამომდინარე, კუროს და მერწყულს შორის ომი როგორც წესი სწორედ ამ მიზეზით იწყება.
მშვილდოსანი - თევზები
პრობლემა ამ ორის ურთიერთობაში მშვილდოსნის მწარე ენა, დაუკვირვებელი საუბარი და თევზების ზედმეტად მოწყვლადი ბუნებაა. მშვილდოსნები ბუნებით ძალზე გულითადი ხალხია, კეთილი და დიდსულოვანიც. თუმცა მათ უმრავლესობას ახასიათებს ნებისმიერს მიახალოს ის, რასაც ფიქრობს მასზე. ბუნებით სათუთ და ემოციურ თევზს კი ყველაზე მეტად აღიზიანებს თანამშრომელი მშვილდოსნის მხრიდან მის მიმართ წამოსული ხუმრობის მთელი კასკადი, თანაც სხვების თანდასწრებით. ხოლო თავად მშვილდოსანი შეიძლება ერთობ გულნატკენი დარჩეს იმ უსიამოვნო სიურპრიზებით, რომელსაც მას საბოლოო ჯამში თევზები მოუწყობს, ოღონდ შემოვლითი გზებითა და ზურგს უკან.