თუ გავიხსენებთ იმას, რომ მერწყულის ეპოქაში ვიმყოფებით და მერწყული თავის მხრივ, მეგობრობის სახლის მმართველია. ჭიქა ჩაის თანხლებით ხომ არაერთ საჭირბოროტო საკითხზე შეიძლება სასიამოვნო მასლაათში გაატაროთ საღამოები მეგობრებთან ერთად. თუმცა, იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით შეიძლება დადგენა ხასიათის ფსიქოტიპიდან გამომდინარე ჩაი შეგეფერებათ უფრო თუ ყავა...
როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ყავის მოყვარულებს შორის ცეცხლისა და ჰაერის სტიქიის ნიშნები ლიდერობენ . მათი ენერგიული ცხოვრების სტილი, გამუდმებით ითხოვს "დოპინგს" აქტიური რიტმის შესანარჩუნებლად. ვერძებს, ლომებსა და მშვილდოსნებს ამერიკანო-ესპრესო შეეფერებათ. ტყუპს, მერწყულებსა და სასწორებს – ლატე ან კაპუჩინო.
ჩაის მოყვარულთა რიცხვში არიან მიწისა და წყლის სტიქიის ნიშნები. ქალწულები, თხის რქები და კუროები აღმერთებენ მწვანე ან არომატულ ჩაის. ხოლო კირჩხიბები, თევზები და მორიელები ტრადიციული შავი ჩაის თაყვანისმცემლები არიან. მორიელები ამასთან ერთად, ხშირად მიირთმევენ ჩაის კონიაკთან ერთად.