მაინც ძალიან პოპულარულია. ეს იმიტომ, რომ მისი გმირები ჩვენთან ერთად თანაარსებობენ რეალობაში, აქედან გამომდინარე, ზოგი მათში საკუთარ ოჯახის წევრს ხედავს, ზოგი მეზობელს, ზოგი მეგობარს, ზოგი კი დაქალის ქმარს ან დედამითილს... მოკლედ, ავია თუ კარგია, ყველა თანხმდება ერთზე "ჩემი ცოლის დაქალების" ნებისმიერი პერსონაჟისთვის მოიძებნება რეალურ ცხოვრებაში ათეულობით პროტოტიპი... თუმცა რა მოხდება მაშინ, თუკი ჩვენ სერიალის გმირებს შესაბამის ზოდიაქოს ნიშნებს მივუსადაგებთ? თითოეული მათგანის სახე ხომ რეალობიდან მოდის? შესაბამისად, ნებისმიერი პროტოტიპის ზოდიაქოც სავსებით რეალური შეიძლება იყოს...
მოდით, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე...
ფილმის მთავარი გმირი და ცენტრალური ფიგურა კატო კირვალიძე ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე დიდი ალბათობით შეგვიძლია ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელს მივაკუთვნოთ. ამასთან ერთად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კატო არა კონკრეტულ ადამიანზე არამედ თავად სიყვარულზე და თაყვანისმცემლების სიმრავლეზეა "შეყვარებული", ყველაზე მეტად მის ხასიათს ლომის ზოდიაქო შეეფერება. ქალი ლომი ყოველთვის ითხოვს მაქსიმუმს ურთიერთობაში და მარტივად შეუძლია მამაკაცი, გაცილებით უფრო ღირსეული კანდიდატურით ჩაანაცვლოს, მით უმეტეს თუ ამ უკანასკნელმა თავს ღალატის უფლება მისცა.
რაც შეეხება კატოს მეუღლეს, მასზე ქრონიკულად შეყვარებულ "ბაბულიკა" დიტოს, იგი უდაოდ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია. ამაზე მეტყველებს მისი მრავალწლიანი "აჩემება" კატოს მისამართით – მორიელი ხომ ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული ნიშანია. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დიტოს კატოსთან განშორებას ამ უკანასკნელის ფიზიკური ლიკვიდაცია ურჩევნია (თუნდაც საკუთარი ცხოვრების სამუდამოდ დანგრევის ხარჯზე), სახეზეა ტიპური მორიელი მამაკაცის პორტრეტი – ეჭვიანი, მესაკუთრე და სასტიკი. რომელსაც ადვილად შეუძლია დიდი სიყვარული ასეთივე დიდი სიძულვილით ჩაანაცვლოს პარტნიორის მიმართ, თუკი ამ უკანასკნელმა მისი გავლენის სფეროდან თავის დახსნა სცადა. აქვე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ დიტოსა და კატოს ურთიერთობა ძალიან ზუსტად ესადაგება რეალობაში მამაკაცი მორიელისა და ქალი ლომის კავშირს. ცნობილი ფაქტია, რომ ლომი-მორიელი კვადარტურას ქმნის, აქედან გამომდინარე მათ შორის მუდმივად მიმდინარეობს ომი ძალაუფლებისთვის, საკუთარი პოზიციების გასამყარებლად, რასაც არაერთი სირთულე მოსდევს ორივეს ცხოვრებაში. თუმცა წყვილს შორის მიზიდულობა მაინც არა და არ ქრება.
ცეცხლის სტიქიის კიდევ ერთი წარმომადგენელია სავარაუდოდ "იმიჯის მონა" და ძველი ბიჭი – ვერსკი. მისი ქცევის მანერიდან და საუბრის ტონიდან გამომდინარე, იგი თავისუფლად შეგვიძლია მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს მივაკუთვნოთ. ვერსკის დაინტერესება კი "რკინის ლედის" თინას პიროვნებით, რომელიც დიდი ალბათობით მკაცრი, მოზომილი და მაქსიმალისტი თხის რქა უნდა იყოს, სხვა არაფერია თუ არა მშვილდოსნისთვის დამახასიათებელი მონადირის ინსტინქტი, კენტავრი ხომ ისრებს გამუდმებით ისვრის ხანდახან იქნებ უმისამართოდაც, მაგრამ ერთ დღესაც იგი აუცილებლად მოარტყამს მიზანს.
სერიალის კიდევ ერთი ცენტრალური წყვილი ნინა და დათო , სავარაუდოდ კირჩხიბი-ქალწულის წყვილია. კირჩხიბი მამაკაცები დათოს მსგავსად ოჯახზე ორიენტირებული ტიპები არიან, თუმცა იშვიათად მაინც ახასიათებთ სისუსტეების აყოლა, რის შედეგადაც "ხანმოკლე ამჩატებას" შემდგომ მთელი ცხოვრება ნანობენ. დათო სწორედ ამგვარი კაცების კატეგორიას განეკუთვნება. მართალია, იგი პასუხისმგებლობას არ გაურბის ჩადენილის გამო, მაგრამ გარკვეული შიში და უსუსურობა მაინც მოსჩანს მისი გმირის ხასიათში, როცა ეს უკანსაკნელი ვერადავერ ახერხებს, ცოლს საყვარლის ფეხმძიმობის ამბავი გაუმხილოს. რაც შეეხება ნინას, ის ტიპური ქალწულია საკუთარი პრაგმატული აზროვნებით. ორივე შემთხვევაში იფიქრა, ყველა კუთხიდან გადახარშა და მაინც არ გაწირა ოჯახი დასანგრევად. საღმა აზრმა გაიმარჯვა. თუმცაღა პერიოდული მწარე "ჩანისკარტებებით", მაინც მუდმივად ახსენებს ქმარს დანაშაულს.
ზოდიაქოს ნიშნით სასწორია, სერიალის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მკვეთრი ინდივიდუალიზმის მქონე გმირი – ნელიკო. ამ ადამიანში თავმოყრილია სასწორი ქალისთის დამახასიათებელი დიპლომატიის ნიჭი, ოპტიმიზმი, ბავშვური გულუბრყვილობა და უბოროტო ხასიათი. რის ხარჯზეც იგი ცდილობს ყოველთვის შეასრულოს "მშვიდობის მტრედის" ფუნქცია ნებისმიერ სიტუაციაში, რაც სწორედ ტიპური სასწორისთვისაა დამახასიათებელი.
ორიგინალური, ექსცენტრიკული და საოცრად ჰუმანური ირაკლი ხურცილავა კი, რომელიც მაყურებელში ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს უდავოდ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია. მისი დამოკიებულება ზოგადად ადამიანების მიმართ, კრეატიული აზროვნება – შვილის სახელით დაწყებული, სამსახურთან და მოვალეობებთან დამოკიდებულებით დამთავრებული, ძალიან დამახასიათებელია მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის.
დაბოლოს, ფილმში ახლახან გამოჩენილი, მაგრამ ძალზე სახასიათო პერსონაჟი – მირიან ბარათეონი , მისი რეალური პროტოტიპისგან განსხვავებით ჩემის აზრით, თხის რქა უნდა იყოს. ამ ადამიანში არის თავმოყრილია სნობიზმი, ტრადიციების ფანატიკური სიყვარული და დომინირებისკენ სწრაფვა, რაც ბევრი თხის რქა მამაკაცისთვის არის ნიშანდობლივი.