სად მდებარეობს ქორწინების ხაზი?
ეს არის ჰორიზონტალური ხაზი ხელის გულზე, იგი გულის ხაზისა და ნეკის დასაწყისში გადის. ტრადიციულად, იმ ხელს უყურებენ, რომელიც ადამიანისთვის აქტიურია. მაგალითად: ცაციასთვის მარცხენა; მემარჯვენესთვის - მარჯვენა.
1. თუ ხაზზე ბევრი წვრილ-წვრილი ხაზი იკვეთება, ადამიანი თავისუფალი სიყვარულის მომხრეა და პარტნიორებსაც ხშირად იცლის. ასეთი ადამიანი სიყვარულის დაკანონებას არ ჩქარობს, განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში.
2. ერთ და ღრმა ხაზი მიგვანიშნებს, რომ ადამიანს ბედნიერი ოჯახური ცხოვრება ექნება.
3. თუ ქორწინების ხაზი რამდენმე და მკვეთრად გამოხატუალია, ადამიანს შეიძლება რადენიმე ქორწინება ჰქონდეს.
4. თუ ხაზი მკვეთრი არაა და მასზე არის ჯვარისმაგვარი ხაზი, პიროვნება საყვარელ ადამიანს დაშორდება.
5. თუ ხაზი წყვეტილი და უსწორმასწოროა, ადამიანს ქორწინებაში ელის კონფლიქტები, შეიძლება დაცილდეს და მერე ისევ შეურიგდეს პარტნიორს.
6. თუ ხაზი ორად იყოფა და მერე ისევ ერთდება, პიროვნებამ შეიძლება გაწყვეტილი ურთიერთობა აღადგინოს.
7. თუ სწორი ხაზი ორად იყოფა, კავშირი შეიძლება ღალატის გამო დაინგრეს.
8. თუ ხაზის მახლობლად რამდენიმე შტრიხია, ადამიანს პირად ცხოვრებაში სასიყვარულო სამკუთხედი ელის.
რომელ ასაკში დაქორწინდებით?
თუ გაინტერესებთ, რომელ ასაკში დაქორწინდებით,
აიღეთ სახაზავი და გაზომეთ მანძილი გულის ხაზსა და ნეკის დასაწყისში. არსებული მონაკვეთი 75 წელს უდრის. ახლა იგი უნდა დაყოთ სამ ნაწილად:
0−25 წელი, 25−50 და 50−75 წლები. დააკვირდით ამ მონაკვეთებს, რომელ მათგანზეა მეტი შტრიხი.
0−25 წელი - როგორც წესი, ეს პირველი სიყვარულია და არა სერიოზული სასიყვარულო ურთიერთობა.
25−50 წელი - ამ პერიოდში სიყვარულიც და ქორწინებაც გააზარებულია. ხაზის ამ მონაკვეთში ღრმა და მკაფიო ხაზია ხოლმე, რომელიც სერიოზულ და ხანგრძლივ კავშირზე მიუთითებს.
50−75 წელი - სერიოზული ურთიერთობა სოლიდურ ასაკში გელით.
არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც ქორწინების ასაკს გამოთვლით. როგორც წესი, ქორწინების ხაზი, საშუალოდ, 2 სმ-ია (მანძილი გულის ხაზსა და ნეკის დასაწყისს შორის). 1 მილიმეტრი კი სამ წელს უდრის. სწორედ ასეთი გამოთვლით შეძლებთ ქორწინების ასაკის ზუსტ დადგენას.
სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა.