ქორწინების მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი, მომავალი ოჯახის ბედს განაპირობებს

ქორწინების მოწმობის სარეგისტრაციო ნომერი, მომავალი ოჯახის ბედს განაპირობებს

საიმისოდ, რომ ქორწინების ნუმეროლოგიური ინდექსი გამოთვალოთ საჭიროა, უშუალოდ ქორწინების მოწმობის რეგისტრაციის ნომერი დაშალოთ მარტივ მამრავლებად, შემდეგ ეს ციფრები შეკრიბოთ, სანამ არ მიიღებთ ერთნიშნა ციფრს... სწორედ ეს ციფრია უშუალოდ თქვენი ქორწინების ნუმეროლოგიური მახასიათებელი.

ერთიანი - ძალზე ხშირად გარიგებით ქორწინების, ან ფიქტიური ქორწინების მაჩვენებელია. თუმცა, იგი შეიძლება იყოს, ისეთი ადამინების ერთობის მაჩვენებელი, ვინც სოციალური სტატუსის ამაღლებას და კარიერულ წინვლას გეგმავს მეუღლის დახმარებით.

ორიანი - ეჭვიანი, მესაკუთრე და უზომოდ ემოციური წყვილის კავშირია. მათ შორის ხშირი იქნება ხმაურიანი კამათი და დრამატული განშორება-შერიგების სცენები. პრობლემა იმაშია, რომ ცალ-ცალკე ორივე პარტნიორს ეშინია მარტოობის და იმის, რომ ოდესმე მიატოვებენ.

სამიანი - თავისუფალი სულის ადამიანთან ერთობაა. ამგვარი ნუმეროლოგიური ინდექსი ხშირად ფიქსირდება ხელოვანი და შემოქმედი ხალხის ქორწინებისას. მათთვის აუცილებელია იმის სწავლა, რომ ოჯახი ეს კომპრომისის ხელოვნებაა, რომელიც ორივემ უნდა ისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, განქორწინება გარდაუვალი იქნება.

ოთხიანი - ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა და თანადგომა – აი, ეს გახლავთ ამგვარი წყვილის დევიზი. ასეთი ნუმეროლოგიური ინდექსით, ხშირად გვიანი ქორწინებები ხასიათდება. ამ წყვილში, რომანტიკაზე და ვნებაზე მაღლა ურთიერთგაგება, ზრუნვა და მეგობრული თანადგომა დგას ყოველთვის.

ხუთიანი - ამგვარი ინდექსით იქმნება ოჯახი, რომლის კარიც სამეგობროსთვის მუდამ ღიაა. ეს წყვილი აღმერთებს ხმაურიან გართობას, კლუბებს, მოგზაურობას, ექსტრემალურ სპორტს და ა.შ. ამ წყვილისთვის აუცილებელია ისწავლონ ნამდვილი მეგობრებისა და იმ ადამიანების გარჩევა ვინც მარტოოდენ გამორჩენის მიზნით უახლოვდება მათ ოჯახს.

ექვსიანი - ერთ-ერთი ყველაზე მყარი და ძლიერი ემოციური კავშირის მქონე წყვილია. ასეთი ხალხი განსაკუთრებული მიზიდულობით ხასიათდება ერთმანეთის მიმართ. ამგვარ წყვილებში ხშირად ვხვდებით უზომო, თავგანწირულ სიყვარულს, რომელიც ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც წლების მანძილზე გრძელდება.

შვიდიანი - კონფლიქტებით აღსავსე, ხმაურიანი და არასტაბილური ოჯახია. თუმცა, გარშემო მყოფებს მუდმივად უწევთ გაოცება, რატომ არიან ეს ადამიანები მაინც ერთად. ისინი თითქოს პლუსისა და მინუსის თვისებებს ფლობენ. მათი ყოველდღიურობა დამუხტულია ძლიერი ნეგატიური ენერგიითა და შეუძლიათ, უმნიშვნელო წვრილმანებზეც კი საათობით იდაონ. თუმცა, ყველაზე ხანგრძლივი ჩხუბის შემდეგაც ახერხებენ შერიგებას.

რვიანი - როგორც წესი, ამგვარი ნუმეროლოგიური ინდექსის მქონე ოჯახში ე.წ. "მონა-ბატონის" სცენარი მუშაობს ინტენსიურად. ან ცოლია ქმარზე დამოკიდებული ფინანსურად (ან ემოციურად) ან ქმარი ვერ ძლებს ცოლის დახმარების გარეშე, თუმცა, ამ უკანასკნელს არასოდეს აფასებს ჯეროვნად.

ცხრიანი - ლოიალური, მეგობრული და მხიარული ოჯახია. ასეთი ნუმეროლოგიური ინდექსის მქონე ოჯახში ხშირად ბევრი ბავშვი ჩნდება და ზოგადად, ხმაურიანი ატმოსფერო სუფევს. თუმცა, მიუხედავად ქაოსისა, იქ მაინც ბედნიერი ატმოსფეროა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?