ჩვენგანის ცხოვრებაში დღეები, როცა ცუდი განწყობა გვიტევს და ასე გვგონია, არასოდეს, არაფერი გაგვიხარდება. ასეთ დროს მეგობრების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა მეგობრებსაც გააჩნიათ. ზოგიერთს მკაცრად (თუმც კი სამართლიანად) უყვარს ჩვენთვის ჭკუის დარიგება და ნოტაციების კითხვა, მაშინ როცა არიან ადამიანები, ვისაც უბრალოდ და მარტივად შეუძლია განწყობა გაგვიუმჯობესოს ისე, რომ მარტივად დაგვანახოს საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად გზა. მოდით, დღეს ამ ადამიანებზე ვისაუბროთ.
ვის ვის და პირველ რიგში, ჩვენი ცუდი განწყობის განიავება ჰაერის ნიშნებს გამოუვათ ყველაზე კარგად. ამ მხრივ კი ჩემპიონი ტყუპი მეგობარია . მას როგორც ტიპურ მერკურიანელს ენა კარგად უჭრის, შესანიშნავი იუმორის გრძნობით გამოირჩევა და ყოველთვის მზადაა სხვადასხვა თემაზე გაგვიბას მასლაათი გულის გადასაყოლებლად. ტყუპის ნიშნით დაბადებული მეგობარი ყველგან წამოგყვებათ და ნებისმიერ ახირებაში აგიბამთ მხარს, თანაც ამით თქვენზე უფრო მეტად იხალისებს.
კიდევ ერთი გულითადი მეგობარი და პოზიტივის "გუდა" ცეცხლის ნიშნებში მოიპივება და ეს არის მშვილდოსანი. პლანეტა იუპიტერი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს განაპირობებს მშვილდოსნებში ამოუწურავ ოპტიმიზმს და მუდმივად დადებით განწყობას. მას უპირობოდ სჯერა ნათელი მომავლის და იმის, რომ თუ დღეს საღამოსვე არა, ხვალ დილით მაინც გამოანათებს მზე ჩვენს ფანჯრებში, ან სულაც ფერადი ცისარტყელა გამოჩნდება. იგი კეთილი, გულუხვი და თავდადებულია მეგობრობაში. შეუძლია თქვენს გასამხიარულებლად ბოლო რესურსიც კი გაიღოს და უბედნიერესი იქნება თუ ეს მთელი 100% გამოუვიდა.
დაბოლოს, კიდევ ერთი "ანტიდეპრესანტი", რომელსაც აუცილებლად უნდა მიმართოთ ცუდ განწყობაზე ყოფნისას, თევზი მეგობარია . ამ ხალხს ფსიქოლოგიურ უნარებთან ერთად საოცარი თანაგრძნობის და მოსმენის ნიჭი გააჩნია. იგი თქვენს ტკივილის ისე განიცდის როგორც საკუთარს. ამიტომ, როცა მას ესაუბრებით ხვდებით, დარდში მარტო არ ხართ. თევზი მეგობრის გვერდით სიმშვიდეს, სულიერ წონასწორობასა და კომფორტს იპოვნით. იგი იზრუნებს იმაზე, რომ განწყობა სხვადასხვა ტიპის ფილოსოფიურ თემებზე საუბრითაც აგიმაღლოთ. დაგაინტერესებთ ასტროლოგიითა და მკითხაობით, რაც მერწმუნეთ გულის გადასაყოლებლად საუკეთესო გზაა.