რა აცოფებთ ზოდიაქოს ნიშნებს

რა აცოფებთ ზოდიაქოს ნიშნებს

და ჩვენს მკითხველებს ზოდიაქოს ნიშნებისთვის დამახასიათებელ "სუსტ წერტილებს" ვუმხელთ, მაგრამ შაბათი დღის განტვირთვას ცოტა ხითხითი და პოზიტიური განწყობა, დამეთანხმეთ, ნამდვილად უხდება.

მაშ ასე, გინდათ გაიგოთ როგორ გამოიყვანოთ წყობიდან ესა თუ ის ადამიანი? პირველ რიგში გაიგეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი და მოგყვევით:

ვერძი წონასწორობიდან გამოჰყავს კონკურენციის ნებისმიერ გამოვლინებას. შეეცილეთ მას ლიდერობაში და ნახავთ ზორბა კოპი როგორ დაგაჯდებათ მალე შუბლზე.

კუროს გააფთრება შეუძლია შიმშილს და მუდმივ ცვალებადობას. თუკი ფეხქვეშ ნიადაგი ერყევა, კურო მატადორს დადევნებულ გამძვინარებულ ხარს ჰგავს. ასე რომ, უფრთხილდით.

ტყუპი ნერვოზულ მდგომარეობამდე თუ გინდათ დაიყვანოთ, გამოკეტეთ იზოლირებულ გარემოში სადაც ვერავის გაუბამს საუბარს. უკიდურეს სიტუაციაში მან საკუთარ თავსაც შეიძლება დაუწყოს ბაასი გულის გადასაყოლბლად.

კირჩხიბი ს წყობიდან გამოყვანა თუ გსურთ (მე შენ გეტყვი რთული საქმეა კირჩხიბის განაწყენება!) ირიბად ან პირდაპირ, დაცინვით მოიხსენიეთ მისი ოჯახის წევრები ან ნათესავები. მერწმუნეთ, სამუდამოდ მოსისხლე მტრად გადაგეკიდებათ.

ლომს რომ ფაფარი გააშლევინოთ განრისხებისგან, მისი დიდადპატივცემული თავმოყვარეობა სახალხოდ უნდა აიგდოთ მასხრად. დასცინეთ მის პროფესიონალიზმს ან სიმამაცეს. მალე დაგიმტკიცებთ საპირისპიროს.

ქალწულის გააფთრება თუ გსურთ, უბრალოდ და მარტივად ამყოფეთ არეულ ოთახში. გამუდმებით მიყარ-მოყარეთ სამოსი და აქსესუარები, დაალაქავეთ და გააჭუჭყიანეთ "ვითომ შემთხვევით" მისი ნივთები. მერწმუნეთ, პანიკის პიკზე მივა.

სასწორის წყობიდან გამოსაყვანად უხეშობაა საჭირო. გინება და უცენზურო სიტყვები, ხმაურიანი დებოში და საქმეების გარჩევა ეს ისაა, რაც სასწორს ყურს ჭრის და ხანგრძლივად თრგუნავს.

მორიელის გააფთრება მხოლოდ ღალატს და გაიძვერობას შეუძლია. მაგრამ ყველაფერი ამის მერე, თუ გსურთ, რომ თავი მხრებზე მთელი შეგრჩეთ სასწრაფოდ და უკან მოუხედავად მოუსვით მისი ცხოვრებიდან.

მშვილდოსანი გააფთრებამდე მივა, თუკი თქვენ მას დემაგოგიურ გამოსვლებში შეუშლით ხელს. იგი ასევე ვერ იტანს ტყუილს არ აქვს მნიშვნელბა დიდია ეს ტყუილი თუ - პატარა.

თხის რქა შეიძლება სამუდამოდ გადაიკიდოთ, თუკი სახალხოდ გაამახვილებთ ყურადღებას მის მდაბიო წარმოშობაზე, ან ეჭვს შეიტანთ მისი განათლების დონეში.

მერწყულის გაბრაზება მისთვის საზოგადოებაში მიღებული ნორმებისთვის ფეხის აწყობის მოთხოვნით შეიძლება. მას არანაკლებ აღიზიანებს ხალხი, რომელიც სხვის ცხოვრებას განიკითხავს.

თევზები დიდი ხნით გაგებუტებათ, თუკი მის ემოციებს და რომანტიკულ გრძნობებს უხეშად დასცინებთ. ზოგადად სიხისტეს და უხეშობას თევზი დიდი ხნით გამოჰყავს წყობიდან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?