გაგვაჩნია. შესაძლებლობები და ნაკლიც ინდივიდუალური ძალით გვაქვს გამოხატული. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს მინიმუმ ერთი რამ, რის კეთებაც ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს საერთოდ არ გამოსდის.
ასე მაგალითად ვერძს არ შეუძლია მოთმენა. იქნება ეს ლოდინი, ტკივილის ატანა თუ სხვა რამ.
კუროს არ შეუძლია კომფორტზე უარის თქმა. ხორციელი სიამოვნება - ჭამა, სექსი და ა.შ. მისთვის სუსტი წერტილია.
ტყუპს არ შეუძლია დადინჯება, ის ძალიან ინფანტილურია. ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნაც ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს ამ ადამიანს.
კირჩხიბს არ შეუძლია შეხედულებების შეცვლა. მისი ფასეულობები ხშირად თაობათა ფასეულობის სისტემას ეფუძნება.
ლომს არ შეუძლია წაგება. დაქვემდებარებულისა და დამარცხებული როლი ლომისთვის მომაკვდინებელია.
ქალწულს არ შეუძლია გაჩუმება. გარშემო ხომ იმდენი რამეა გასაკრიტიკებელი?
სასწორს არ შეუძლია უარის თქმა. ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ხათრიანი ნიშანი.
მორიელს არ შეუძლია პატიება. ამ ადამიანებს წყენის საშვილიშვილოდ დამახსოვრება შეუძლიათ.
მშვილდოსანს არ შეუძლია მოსმენა. როგორც წესი, ის ყველაფერში, ყველაზე უფრო კომპეტენტურად თვლის თავს.
თხის რქას არ შეუძლია დასვენება. ეს არის ჩვეულებრივი "ვორკოჰოლიკების" ზოდიაქო.
მერწყულს არ შეუძლია ჰგავდეს სხვებს. მისთვის მნიშვნელოვანია ინდივიდუალიზმი.
თევზებს არ შეუძლია გულგრილობა. ამ ადამიანს არ გამოსდის არ ინერვიულოს როგორც თავის, ისე სხვების პრობლემებზე.