საკუთარ თავში გამომდინარე იქიდან თუ ვინ არის აღმოსავლური კალენდრის მიხედვით წლის მმართლველი. წლევანდელი წელი ყვითელი ძაღლის წელია, სტიქია კი არის მიწა - რაც თავისთავად განაპირობებს წლის მთავარ მესიჯებს - სიმშვიდესა და სტაბილურობას. თუმცა, არსებობს აკრძალული ქმედებების სია, რომელიც ძაღლის წელში უბედობასა და წარუმატებლობას მოგიტანთ.
1. უარი თქვით უტოპიურ გეგმებზე -
ძაღლი თავისი არსით წინდახედული, ჭკვიანი, გეგმაზომიერი და რეალისტი არსებაა. ამიტომ 2018 წელში საეჭვო ავანტურებს ერიდეთ. ნებისმიერი გაუაზრებელი რისკი ამ წელს შესაძლოა სავალალოდ დასრულდეს.
2. არ უღალატოთ - ძაღლი ყველაზე ერთგული ცხოველია. ის პატივს სცემს როგორც საკუთარ, ისე სხვის გრძნობებსა და პრინციპებს. ამიტომ ამ წელს ღალატი საქმესა და სიყვარულში კატეგორიულად დაუშვებელია.
3. დაგეგმეთ - აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, დაგეგმეთ და წინასწარ დაისახეთ კონკრეტული მიზნები. ისწავლეთ დროის, რესურსის და ფინანსების სწორი გადანაწილება.