რა არის "საყოფაცხოვრებო მაგია" და რაში გამოვიყენოთ?

რა არის "საყოფაცხოვრებო მაგია" და რაში გამოვიყენოთ?

სახლი საკრალური ადგილია ნებისმიერი ადამიანისთვის. ეს არის ჩვენი სიმშვიდის, სულიერი წონასწორობის მთავარი ქვაკუთხედი. მხოლოდ ოჯახში, მშვიდ და მყუდროდ მოწყობილ სახლში ისვენებს ადამიანი რეალურად. ამიტომ სახლს და მის ელემენტებს სერიოზული მაგიური ძალა ენიჭებათ.

Astrologia

ასე მაგალითად კარი, საკეტი, ზღურბლი, გასაღები - ყველა მათგანი მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს, იმიტომ რომ სიმბოლურად უკავშირდება გასვლა-შემოსვლას, ქმნის თავისებურ ენერგეტიკულ დერეფანს. შესაბამისად, არსებობს მარტივი მეთოდები საიმისოდ, თუ როგორ დავიცვათ სახლი ნეგატიური ენერგიის შემოდინებისგან.

კარი - ეზოთერულად სამყაროთა გზასაყარია. ამიტომ, რაც უფრო მყარი მასალისაა იგი მით უკეთესი. ამის გამოც ხდება ზუსტად ის, რომ ოჯახის დამცავი რიტუალები ძირითადად კარს უკავშირდება. ზღურბლზე დაყრილი მარილი ბოროტ ენერგიას გაფანტავს, ხოლო კარზე მიჭედებული სამი ლურსმანი (ეცადეთ კომპოზიციასც სამკუთხედის ფორმა მისცეთ წვერით ზემოთ) თქვენს ოჯახს ავი თვალისა და შურისაგან დაიფარავს. იგივე დატვირთვა აქვს გადაჯვარედინებულ ნემსებს, მდოგვის მარცვლების მიმობნევას ზღურბლზე ან დანას. თუკი კარის ზღურბლზე ერთად აკინძულ ხუთ მონეტას დაკიდებთ ეს ფინანსებსა და ბარაქას მოიზიდავს ოჯახში. სახლში შესვლისას აუცილებლად დახურეთ კარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე ოჯახში ავი ენერგიის შემოდინება მარტივდება.

Astrologia

ფანჯრები - სახლის "თვალებია", ამიტომ მუდმივად იქონიეთ ისინი სუფთა მდგომარეობაში. სასურველია, ხშირად გაიწმინდოს მინები ძმრისა და სპირტის ნაზავით - ორივე ნივთიერება ავ სულებს აფერხებს. სასურველია ფანჯარაზე ფარდები თეთრი ფერის იყოს. თუმცა ისინი არ უნდა ახშობდეს მზის სინათლეს. ოჯახისთვის საუკეთესო დამცავია ე.წ. "მთვარისებური", წრიული სარკმლები. უძველესი დროიდან ასეთი ფანჯარა დადებითი ენერგიის შემაკავებელ წყაროდ ითვლება ოჯახში. სასურველია მსგავსი ტიპის სარკმელი საძინებელში გქონდეთ, ეს მეუღლეებს შორის ურთიერთობის ჰარმონიას შეუწყობს ხელს.

Astrologia

გასაღები - განსაკუთრებული, მაგიური დატვირთვის მქონე ელემენტია საყოფაცხოვრებო მაგიის კუთხით. უძველეს ფრესკებსა და მანუსკრიპტებზე ქურუმებს გამოსახავდნენ ხელში გასაღებით - ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლოდ. სლავურ ქვეყნებში ითვლება, რომ თუკი გასაღებს მატრასის ქვეშ მოათავსებთ, სექსუალური პრობლემები მეუღლეებს შორის აღარ იარსებებს. ქურდებისგან თავის დასაცავად კი, კარის ზღურბლზე დაკიდებული ძველი გასაღები დაგეხმარებათ, რომელსაც ალისფერი ბაფთით უნდა შეაბათ. თუკი ცუდი სიზმრები ან უძილობა გტანჯავთ, გასაღები ჩამოკიდეთ ლოგინთან პირიქთ ქვემოთ. დაბოლოს, მკაცრად გაითვალისწინეთ, არასოდეს მოიტანოთ სახლში ნაპოვნი გასაღები - იგი ოჯახური კონფლიქტების, უბარაქობისა და ნერვიულობის სიმბოლოა!

Astrologia