შტრიხების მატარებელია. ზოგიერთი ქალურია, ზოგი კი პირიქით ყოჩაღი და მამაკაცებსაც არ უდებს ტოლს საქმეში.
ასე მაგალითად ვერძი მებრძოლი ქალია. მისი შარმი დაუმორჩილებლის იმიჯში იმალება.
კურო მშვიდი ქალია. მამაკაცებს გაწონასწორებული ხასიათით აჯადოებს.
ტყუპი ცვალებადი ქალია, მამაკაცებს ჭკუას ზუსტად ამ თავისი არაპროგნოზირებადი და მაცდური ხასიათით აკარგვინებს.
კირჩხიბი მზრუნველი და თბილი ქალია, ბევრი მამაკაცი ზუსტად იმიტომ ირჩევს ამ ქალს ცხოვრების თანამგზავრად, რომ იგი კარგად ანსახიერებს მათ "მეორე დედას".
ლომი ეფექტური, დედოფლური ქალია. მამაკაცებს მისი მიუწვდომლობა აგიჟებთ.
ქალწული მოწესრიგებული და ჭკვიანი ქალია. მამაკაცები მისი პრაქტიკულობით იხიბლებიან.
სასწორი პრანჭია, თბილი ქალია. მამაკაცს მარტივად აყვარებს თავს, იმიტომ რომ არასოდეს ღალატობს ტაქტი და დიპლომატია.
მორიელი ვნებიანი და სექსუალური ქალია. მამაკაცები გარს ეხვევიან მუდამ, იმიტომ რომ აუხსნელი სექსუალური შარმი გააჩნია.
მშვილდოსანი მეგობრული და გულღია ქალია. მამაკაცები მასში იუმორის გრძნობას და ოპტიმიზმს აფასებენ ყველაზე მეტად.
თხის რქა ამბიციური, ჭკვიანი ქალია. მამაკაცებს მისი ერთგულების უნარი და სიჯიუტე ხიბლავთ.
მერწყული არაორდინალური, მაცდური ქალია. მამაკაცები მისი იდუმალი ბუნებით და თავისუფალი ხასიათით იხიბლებიან ყველაზე მეტად.
თევზები მოსიყვარულე, ლოიალური ქალია. ის არის ჭეშმარიტი ქალი, ამიტომ არასოდეს რჩება მარტო