რა ცოდვა გამძიმებთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რა ცოდვა გამძიმებთ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ პატიების თხოვნა და ბოდიშის მოხდის უნარი, სულაც არ გახლავთ სისუსტე, მაგრამ ეს ნიჭი ყველა ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს არ ახასიათებს. ამიტომ საჭიროა, უბრალოდ ალალად გაუსწოროთ ხანდახან თვალი საკუთარ ნაკლოვანებებს და უბრალოდ ვაღიაროთ, რომ დიახ, სადღაც მართლაც შეგვეშალა...

ვერძის შეცდომები ძირითადად უტაქტობასა და სიფიცხეს უკავშირდება. ამ ხალხს გამოკვეთილი ეგოიზმი გააჩნია. რის გამოც იშვიათად აღიარებენ თავს დამარცხებულად მაშინაც კი, როცა ეს უდავოა.

Astrologia

კუროს ცოდვები სიჯიუტეს, აბსურდულობამდე დასულ პრინციპულობას, ზედმეტ მერკანტილურობასა და ღორმუცელობას უკავშირდება. კუროების დიდ ნაწილს, ფული ძალიან უყვარს, ხშირად ამის გამო მათ ურთიერთობაც უფუჭდებათ გარშემო მყოფებთან.

Astrologia

ტყუპის ცოდვები მის გრძელ ენას, ცვალებად ხასიათს და ენაზე კბილის დაჭერის აბსოლუტურ უუნარობას უკავშირდება. ამ ადამიანებს, ახასიათებთ ხშირად სრულიად "უვნებელი" ჭორების გავრცელება-გაზიარება, რასაც სავალალო შედეგები მოსდევს.

Astrologia

კირჩხიბი ყველაზე ხშირად დეპრესიულობით, უმიზეზო სიანჩხლით ან ჭირვეულობით სცოდავს. ამ ადამიანებს უყვართ მრავალსაათიანი წუწუნი და თავის შეცოდება, მაშინ როცა რეალურად არც ისე ცუდად აქვთ საქმე. ეს ყველაფერი იმიჯს ულახავს მათ საზოგადოებაში.

Astrologia

ლომის

ყველაზე დიდი ნაკლი მედიდურობა, სხვების აზრის გაუთვალისწინებლობა და ამპარტავნულო გამოხდომებია. ხშირად ხდება ისე, რომ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისას ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები თავს ზედმეტის უფლებას აძლევენ. რეალურად კეთილი გული აქვთ, მაგრამ გარშემო მყოფების თვალში დიქტატორის იმიჯს იმკვიდრებენ ზედმეტი მედიდურობით.

Astrologia

ქალწულის ნაკლი და ყველაზე გამაღიზიანებელი თვისება მეწვრილმანეობაა. ამ ადამიანებს შორის ხშირად ვხვდებით პათოლოგიურ ძუნწებსა და მეშჩანებს, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში "ბუზი სპილოდ გადააქციონ".

Astrologia

სასწორის

ცოდვები მერყევ ხასიათს, მუდმივად ოქროს შუალედის პოვნის მოთხოვნილებას და გადამეტებულ ლოიალურობას ეფუძნება. ამ ადამიანებს ხშირად საერთოდაც უჭირთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და ერთპიროვნულად გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც ბევრ კარგ შანსს კარგავენ ცხოვრებაში.

Astrologia

მორიელის უდიდესი ნაკლია სისასტიკისკენ მიდრეკილება, შურისმაძიებლობა და მანიპულატორობა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები ყველაზე ხშირად ნებდებიან ცდუნებას გამდიდრდნენ ან კარიერა გაიკეთონ სხვების იგნორირების ან ჩაძირვის ხარჯზე. რაც მათთვის საბოლოო ჯამში დამღუპველი აღმოჩნდება.

Astrologia

მშვილდოსანი ყველაზე ხშირად უპასუხისმგებლო საქციელით სცოდავს. მას უყვარს გულუხვი დაპირებების ჩამორიგება, თუმცა შესრულებაზე დიდად არ იწუხებს თავს. ამის გამო იგი ბევრის თვალში შესაძლოა ჩვეულებრივი აფერისტის ან ბაქიას შთაბეჭდილებას ტოვებდეს.

Astrologia

თხის რქის ყველაზე დიდი ცოდვა სნობიზმი, ბიუროკრატობა და ზედმეტად მეშჩანური დამოკიდებულებაა ადამიანების მიმართ. ზოგიერთი თხის რქა, მიდრეკილია ნოტაციები უკითხოს სხვებს მორალის და ეთიკის საკითხში, მაშინ როცა თავად უამრავი უმსგავსობისკენ გააჩნია მიდრეკილება.

Astrologia

მერწყულის ცოდვები მის არაპროგნოზირებად ხასიათს და მოთხოვნილებას უკავშირდება – შოკში ჩააგდოს პუბლიკა. ნეგატიურად განვითარებული მერწყული იაფფასიანი ეპატაჟისკენაა მიდრეკილი, რომლის ხარჯზეც სურს, ცნობადი ან ნიჭიერი პიროვნების იარლიყი მიაკრას საზოგადოებამ.

Astrologia

თევზები ყველაზე ხშირად მათი აზრით, უწყინარი ჭორებითა და ენის მიტან-მოტანის სიყვარულით სცოდავენ. როგორც წესი, ნეგატიურად განვითარებულ ამ ნიშნის წარმომადგენელს ახასიათებს ზურგ სუკან "ორმოს გათხრის" ჩვევა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც შიშის გამო ღიად ვერ უპირისპირდება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?