რა ელის უკრაინას?

რა ელის უკრაინას?

ესკალაციისკენ მიექანება.

ცნობილი უკრაინელი ასტროლოგი ვლად როსი მიიჩნევს, რომ მოვლენები რომელთაც ქვეყნის ისტორიაში დღესდღეობით აქვს ადგილი, ჯერ კიდევ 2013 წლიდან დაიწყო და მთელი 2014 წლის მანძილზე (2015 წლის დასაწყისამდე მაინც) მეტ-ნაკლები სიმძაფრით გასტანს . იუპიტერი წარმატების და იღბლის პლანეტა, საკმაოდ რთულ კომბინაციებს აკეთებს ცაზე ორ უმაღლეს პლანეტასთან მიმართებაში. ესენია ურანი (ნოვაცია, გამოხატვის თავისუფლება) და პლუტონი (ხელისუფლება, ავტორიტარული რეჟიმი).

ამასთან ერთად, ამ ასპექტის გავლენა ქვეყნის ბედზე არა კლებადი, არამედ თანდათან უფრო პროგრესირებადი იქნება. განსაკუთრებულ პიკს კი მოვლენები უკრაინაში 2014 წლის აპრილში მიაღწევს. თუმცა, დაძაბულობის მხრივ არც თებერვალ-მარტის პერიოდი იქნება ნაკლები სიძლიერის. ამ პერიოდში ხელისუფლება რაღაც დოზით მაინც შეეცდება გამონახოს კომპრომისი ხალხთან, მაგრამ უშედეგოდ.

მაისი-ივნისის შუალედში მღელვარების ახალი ტალღა გადაუვლის ისევ ქვეყანას. ამ პერიოდში განსაკუთრებული სიმძაფრით დადგება დღის წესრიგში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი. ამიტომ აგვისტო-სექტემბრის შუალედში არსებობს იმის ალბათობა, რომ ხელისუფლებამ ვაჭრობა გააჩაღოს ქვეყნის გარეთ მყოფ ძალებთან და საკუთარი უსაფრთხოების გარანტად, ნაციონალური ინტერესები ჩადოს. თუმცაღა მათდა სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ყველაფერი ამაო იქნება და ეფემერული დაპირებების გარდა ისინი ვერაფერს მიიღებენ .

იუპიტერი კირჩხიბში ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევას და პატრიოტიზმს ააქტიურებს. თუმცა, დღესდღეობით მასთან ერთად, კირჩხიბის ზოდიაქოში, შავი მთვარეც გახლავთ მოკალათებული. რაც უკრაინის ხელისუფლების მიერ, კონკრეტული კანონების არაეფექტურობაზე მიუთითებს . დემონსტრაციები და საყოველთაო საპროტესტო ტალღა ეს ურანის სფეროა. ურანი კი მოგეხსენებათ ამ პერიოდში აგრესიული, მებრძოლი და იმპულსური ვერძის ზოდიაქოს გადის. სწორედ ამის შედეგია მომიტინგეების ფანატიკური და შეუპოვარი დამოკიდებულება სამართლიანობის დასაცავად . პლუტონი თავის მხრივ,  ამ დროს კონსერვატორულ და ყოველგვარი სიახლის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების მქონე თხის რქის ზოდიაქოშია განლაგებული, კვადრატურით ზემოთ ხსენებულ ურანთან. სწორედ აქედან მოდის მასებსა და ხელისუფლებას შორის მძაფრი დაპირისპირება. ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ მთავრობამ მისით მანიპულირება სცადოს!

ეს იმდენად გლობალური პროცესია, რომ დღეს ან ხვალ მისი მშვიდობიანად და მარტივად დარეგულირების ალბათობა ძალზე სათუოა. ვლად როსის აზრით, სიტუაციის დასტაბილურება და სიმშვიდე, უკრაინაში მხოლოდ 2015 წლიდან დაიწყება, როცა სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოს დაიკავებს და უკრაინელების სამართლიანობისთვის ბრძოლა, უკვე საერთაშორისო მასშტაბებსაც მოიცავს. რამაც შესაძლოა, უკრაინული კონფლიქტის გაცილებით უფრო დიდი და ფართომასშტაბიანი, მსოფლიო დონის გაგრძელება მოიტანოს. რომლის პიკიც 2017 წლის აპრილში იქნება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?