რა გახდა 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზი

რა გახდა 13 ივნისის ტრაგედიის მიზეზი

ადმინისტრაციის მხრიდან, გულწრფელი სინანული და სამძიმარი მიმდინარე დღეებში განვითარებული მოვლენებისას დაღუპული ადამიანების ოჯახების მიმართ. არანაკლები სინანული გვინდა გამოვხატოთ იმ უდანაშაულო ცხოველების დაღუპვის ფაქტზეც, რომელნიც სტიქიას და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ...

ასტროლოგია აღიარებს, რომ სამყარო კანონზომიერია და რაც არ უნდა მძიმე იყოს ამის გაცნობიერება, მიმდინარე დღეებში განვითარებულ მოვლენებსაც აქვთ და ჰქონდათ თავისი ლოგიკური ახსნა და კონკრეტული დატვირთვა . ჩვენ გარშემო ყველაფერი ურთიერთკავშირშია, შესაბამისად, უმნიშვნელო საქციელიც კი რომელსაც ჩვენ გამიზნულად ჩავიდენთ აგრესიით, უკან აუცილებლად გვიბრუნდება ანალოგიური სახით.

ალბათ გაინტერესებთ, მაინც რა დღე იყო ასეთი ეს 13 ივნისი, რა ჯოჯოხეთური კომბინაციები იყო ცაზე პლანეტათა განლაგების მიხედვით, რომ ამხელა ტრაგედია მოიტანა.

ჩვენ ვცადეთ თავად კატასტროფის დაწყება-დასრულების პერიოდზე აგვეგო ასტროლოგიური რუკა და გვემსჯელა მისი წარმოშობის კარმულ და ასტროლოგიურ მიზეზებზე. სტიქია, როგორც ცნობილია, გვიან საღამოს დაიწყო მოულოდნელად წამოსული ძლიერი წვიმით, პიკს კი შუაღამის პირველ-ორ საათებს შორის მიაღწია. ცაზე ამ პერიოდის მანძილზე ჯერ ისევ ფიქსირდება ორი დიდი პლანეტის ურან-პლუტონის კვადრატი, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით უკვე შთამბეჭდავად იმუშავა უკრაინის ომის, ნეპალის მიწისძვრის და სხვა კატასტროფების სახით. ურანი თავისი არსით მოულოდნელობების, დაუგეგმავი და არაპროგნოზირებადი მოვლენების მმართველი პლანეტაა. ასტროლოგების ნაწილი მას ე.წ. "ბოროტი" პლანეტების სტატუსს აკუთვნებს, თუმცა ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ურანს მხოლოდ სიბოროტის მოტანა შეეძლოს - იგი უბრალოდ გზას ათავისუფლებს საიმისოდ, რომ უკვე არსებული ძველი, ფესვგამოცლილი და დამყაყებული ფასეულობები ან სიტუაცია საბოლოოდ დაინგრეს, რათა ნანგრევებზე ახალი და უფრო პროგრესული აღმოცენდეს.

რაც შეეხება პლუტონს - იგი ასტროლოგიაში სიკვდილთან, ტრანსფორმაციასთან, გარდაცვალებასთან და მასობრივ კატაკლიზმებთან ასოცირდება. პლუტონის აქტიური ტრანზიტების დროს მწვავდება ყველაზე ხშირად საომარი კონფლიქტები, თუმცა მხოლოდ პლუტონს ვერ დავაბრალებთ ყველაფერს. ამასთან ერთად, მისი დევიზიც, თუკი მას კარგად ჩავუღრმავდებით სავსებით კეთილგონიერია - "თუ არ ისწავლე სიკვდილი,  ვერ დააფასებ სიცოცხლეს".

ამ ორი პლანეტის სტრესული ასპექტები, რომელიც ამ ეტაპზეც ფიქსირდება ცაზე, იწვევს კომპლექსში უარნის (მოულოდნელ) და პლუტონის (მასობრივ) კატასტროფებს. თუმცა, კიდევ გავმეორდები და ვიტყვი, ყველაფერს აქვს თავისი ლოგიკური ახსნა და დანიშნულება.

Astrologia

კონკრეტულად იმ პერიოდში, როცა წყალდიდობა ძალაში შევიდა, თბილისის მონაცემებით შედგენილმა ტრანზიტულმა რუკამ დააფიქსირა ერთი ძალზე მნიშვნელოვანი კარმული ასპექტი - შავი მთვარის შეერთება მერვე სახლთან. მკითხველი რომ არ დავაბნიო ასტროლოგიური ტერმინებით, შევეცდები მაქსიმალურად გასაგები ენით აგიხსნათ რას ნიშნავს ეს კონფიგურაცია.

შავი მთვარე კარმული წერტილი გახლავთ, მისი დანიშნულებაა ადამიანებს შეახსენოს, რომ სისუსტეები გააჩნიათ და რომ ამ ქვეყანაზე ყველაფერს თავისი ფასი აქვს. შესაბამისად, ცოდვები, რომელთაც ჩავდივართ არასოდეს რჩება დაუსჯელი . დაწყებული 2014 წლის ნოემბრიდან, დღემდე შავი მთვარე ქალწულის ზოდიაქოს გადის - რის ხარჯზეც ხდება ქალწულის ზოდიაქოს ყველაზე ნეგატიური თვისებების - სიძუნწის, მომხვეჭელობის, მერკანტილურობის, "სათავისოდ საბნის ქაჩვის" პრეცედენტების გამოვლინება ადამიანებში.

ასტროლოგები ქალწულის ზოდიაქოს ეკოლოგიის თემებთანაც აიგივებენ, ხოლო შავი მთვარე ამ ნიშანში დაიხაც, რომ შესაძლებელია განვიხილოთ როგორც ეკოკატასტროფის სიგნიფიკატორი . გარდა ამისა, მისი ტრანზიტული შეერთება მერვე სახლთან, რომელიც თავის მხრივ კატასტროფების, ექსტრიმის, სიკვდილთან დაკავშირებული მოვლენების სახლია სავსებით ნათელს ხდის სურთას - მოვლენა კარმულ ხასიათს ატარებდა. მაგრამ, როცა კარმაზე ვასუბრობთ, იქ აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება - ყველაფერი ხდება რაღაცის სანაცვლოდ, ზოგჯერ ტკივილის და ცრემლების - იმიტომ, რომ მხოლოდ ტკივილი აიძულებს ადამიანს დაფიქრდეს, გაიაზროს და უფრო ტოლერანტული გახდეს. დაუბრუნდეს თავის ნამდვილ დანიშნულებას იყოს კეთილი, იყოს ადამიანი.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ოპოზიციური მხარე თევზების ზოდიაქოა, რომელიც თავის მხრივ როგორც ნეპტუნით მართული ნიშანი წყალთან ასოცირდება. თუმცა თევზები მაღალი სულიერების, მეტი ჰუმანურობის, უანგარო სიკეთის სიმბოლოც გახლავთ. ასტროლოგიური კვლევების მიხედვით, შავი მთვარის განეიტრალება კი მისი ოპოზიციური ნიშნის თვისებების მაქსიმალური გამოვლენით ხდება - ამ შემთხვევაში ეს თევზებია და ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, მიმდინარე მოვლენების ანალიზით დავკავდეთ მივხვდებით - საზოგადოებამ ტკივილის, დანაკარგისა და დიდი ტრაგედიის ხარჯზე, რომელიც მას ამ ეკოლოგიურმა კოლაფსმა მოუტანა (შავი მთვარე ქალწულში) მოახერხა სწრაფი და საოცარი ტრანსფორმაცია (მისი შეერთება მერვე სახლთან), რამაც მიიყვანა ჰუმანურობის, უანგაროდ ერთმანეთისთვის ხელის გაწოდების და თანადგომის კონდინციამდე (თევზების თვისება).

შეიძლება ითქვას, რომ გამოცდა ამ ეტაპზე წარმატებით ჩაბარებულია, რის ფასად და რის ხარჯზე ეს უკვე საუბრის სხვა თემაა, მაგრამ რეალურად თუკი ყველა ჩვენ საკუთარ სულში ჩავიხედავთ, მივხვდებით და ვაღიარებთ იმას, რომ მიუხედავად უამრავი ნაკლისა ჩვენს ქვეყანას მაინც გააჩნია ის ფარული რესურსი და სიძლიერე, რაც სამომავლოდ რეალური წინსვლის შანსის მომტანია...

ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ქალწულის ნეგატიური თვისებების მატარებლები - ძუნწები, მეწვრილმანეები, ავყიები, ენამწარეები - მაგრამ თურმე ასევე შეგვძლებია დავემსგავსოთ თევზებს უანგარობასა და ჰუმანურობაში .

what goes around, comes around! keep your circle positive Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?