იმითაცაა კარგი, რომ საშუალება გვეძლევა ათასგვარი ასტროლოგიური პროგნოზების მეშვეობით მომავალში ჩავიჭყიტოთ ხოლმე. არც დღევანდელი სტატიაა გამონაკლისი. დღეს ნუმეროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ. რომელიც თავისი სიზუსტით მართლაც გაგაოცებთ.
იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი ნუმეროლოგიური პროგნოზი, საჭიროა იცოდეთ პირადი რიცხვი 2017 წლისათვის: დაალაგეთ თქვენი დაბადების თვე და რიცხვი ისე, რომ მათი შეკრებით მიიღოთ ერთი რიცხვი.
მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 12 იანვარს (12.01) მაშინ ასე გამოვა 1+2+0+1=4, ამ რიცხვს დაუმატეთ 1- ეს არის 2017 წლის რიცხვი, (2+0+1+7=10; 1+0=1) ასე, რომ 4+1=5 ე.ი. თქვენი რიცხვია 5, 2017 წლისათვის.
ახლა კი შედეგებს გადავხედოთ:
თქვენი პირადი რიცხვია - 1
ერთიანი - ეს არის რიცხვი სტარტის აღებისა, ახალი ციკლის დაწყებისა, დამოუკიდებლობისა და აქტიური მოქმედების სიმბოლო, რაც იმას ნიშნავს, რომ დროა შეუდგეთ თქვენი ოცნებების ასრულებას. ეს წელი გაძლევთ ამის შანსს, გზიდან მოგაცილებთ ყველას, ვინც თქვენს დამუხრუჭებას შეეცდება. თუ ფიქრობთ, რომ არა გყავთ მოკავშირეები, ნუ ინერვიულებთ, თქვენ საკუთარი ძალებით თავისუფლად გაუმკლავდებით ყველაფერს. იქნებ გაწუხებთ რაიმე ეპიზოდი წარსულიდან? დროა დაივიწყოთ! დარწმუნებული იყავით საკუთარ შესაძლებლობებში, იყურეთ წინ და ყველას აჩვენეთ თქვენი ხასიათის სიძლიერე. ერთიანის ვიბრაცია იმათ წყალობს, ვინც საკუთარი ამბიციების რეალიზაციისაკენ ისწრაფის. გახდით უფრო დამოუკიდებლები. ცნობილი ანდაზა: "ნელა ივლი..." თქვენთვის არ მუშაობს, თამამად გადით ცხოვრების ავტობანზე და გაზს დააწექით!
თქვენი პირადი რიცხვია - 2
ყურადღება, მოთმინება, მგრძნობიარობა და გამჭრიახობა - აი, რა თვისებებით უნდა აღიჭურვოთ. ორიანის ვიბრაცია იმათ წყალობს, ვისაც შეუძლია მოითბინოს და წყნარად დააკვირდეს მოვლენებს. ისწავლეთ მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის ხელოვნება. მოძებნეთ მოკავშირეები და თუ რაიმე არ გაწყობთ, მოძებნეთ კომპრომისი, იმოქმედეთ დიპლომატიურად. ნუ იქნებით ჯიუტები, ნუ დაასხამთ ცეცხლზე ნავთს. ნაყოფიერი იქნება მუშაობა ჯგუფში და არა ცალკე. მოკლედ, ეს წელი ორ რჩევას გაძლევთ, თუ სიტუაცია არ გაწყობთ, ეძებეთ კავშირები და ეცადეთ ყველაფერი გაარკვიოთ. თუ სხვათა მხარდაჭერას გრძნობთ, იარეთ წინ!
თქვენი პირადი რიცხვია - 3
გულგრილად შეხედეთ არსებულ რეალობას და ისიამოვნეთ ცხოვრებით, ნუ წაუყენებთ მას მკაცრ პრეტენზიებს, ამას გირჩევთ 3-იანის ვიბრაცია. 2017-მა წელმა გადაწყვიტა გამოაცოცხლოს მოვლენათა მსვლელობა, გამოგიფხიზლოთ წარმოსახვები და გაგიფართოვოთ ჰორიზონტი. მხიარულად ჩაერთეთ ცხოვრების რიტმში, გამოავლინეთ ცნობისმოყვარეობა და დატკბით სიცოცხლის მშვენიერებით. ახალმა წელმა მოგიმზადათ ბავრი მიზეზი იმისათვის, რომ იყოთ ოპტიმისტები. იმის მაგივრად, რომ იკითხით - რატომ? თამამად თქვით - რატომაც არა! ამ განწყობით გადახედეთ მეგობრების წრეს, სადაც ადგილი არა აქვთ პესიმისტებსა და უჟმურებს. ხშირად გაერთეთ და განიავდით, იმოგზაურეთ, მოაწყეთ მხიარული წვეულებები, ამავე განწყობით იყავით სამსახურშიც. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები, დაინტერესდით ყველაფრით, რისგანაც სიამოვნებას მიიღებთ.
თქვენი პირადი რიცხვია - 4
ახალ 2017 წელს სამსახური გახდება თქვენთვის პრიორიტეტული. 4-ის ვიბრაცია სწყალობს იმათ, ვინც მზადაა ხელები დაიკაპიწოს და ძალა არ დაიშუროს თავისი საქმიანობის კარგად დასაგეგმად, არ დაკარგოს დრო უქმად. იმდენად რამდენადაც, ჩვენი ცხოვრება ვითარდება ციკლურად, ცხოვრების რაღაც ეტაპზე დგება დრო, როცა უნდა გავიმყაროთ პოზიციები, რათა წავიწიოთ წინ, მომავლისკენ. ეს არ უნდა მიიღოთ შინაგან ზეწოლად. მოგიწევთ შრომა, რათა მიიღოთ ღირსეული ჯილდო და აღმოჩნდეთ საჭირო სიმაღლეზე. სამსახურში გექნებათ სიტუაციები, როცა უნდა დაარეგულიროთ რთული სიტუაციები, ან პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე, თქვათ გადამწყვეტი სიტყვა. გამოავლინეთ ცივსისხლიანობა, ობიექტურობა, ხასიათის სიმტკიცე და მიიღეთ ეფექტური გადაწყვეტილებები, შედეგი არ დააყოვნებს და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
თქვენი პირადი რიცხვია - 5
2017 წელი წინ წამოწევს თავისუფლების, განახლების და მოძრაობის თემებს. 5-იანის ვიბრაცია ძალიან დინამიკურია, მიმდინარე მოვლენები შთამბეჭდავი იქნება არა მარტო თქვენთვის, არამედ გარშემო მყოფთათვისაც. ყურადღებით მიუდექით ყველაფერ ახალს და გულღიად შეხვდით ცვლილებებს. დაივიწყეთ წინანდელი ეჭვები, რადგან დამდეგი ახალი წელი საფუძვლიანად გადააწყობს "კარტებს". ახლა უკვე თქვენ ძალზე საინტერესო თამაში გელით. თავს უფლება მიეცით იყოთ აზარტული, შეცვალეთ მოსაწყენი ყოველდღიურობა. თუ მიზნისკენ მიმავალი გზა ძალზე გრძლად გეჩვენებათ, შეგიძლიათ შეამოკლოთ კიდეც. ამ წელში ხშირად გაგახსენდებათ - რისკი კეთილშობილი საქმეა, შედეგად გეძლევათ შესაძლებლობა, რომ ასწიოთ ხელში შამპანურის ბოკალი და იზეიმოთ დამსახურებული გამარჯვება.
თქვენი პირადი რიცხვია - 6
რიცხვი 6-ის ვიბრაცია განგაწყობთ იმისაკენ, რომ არ გაანიავოთ თქვენი ძალ-ღონე, არამედ გამოავლინოთ ორგანიზებულობადა თავი მოუყაროთ ყველაფერს. თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს სჭირდებით და დიდ იმედებს ამყარებენ თქვენზე, ამ მისიის შესრულებაში თავს კარგადაც წარმოაჩენთ. დამდეგ ახალ წელს არცთუ იშვიათად აღმოჩნდებით მოვლენათა ცენტრში როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. კოორდინაციის, თანამოაზრეების მოტივირების უნარი, ყველაფერი ეს ძალიანაც გამოგადგებათ მომდევნო 12 თვეს, მოერიდეთ ეგოისტური პოზიციის დაკავებას და გაუფრთხილებლობას. თქვენი სტატუსი გიბიძგებთ იმისაკენ, რომ მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილება, საჭიროა ისწავლოთ სხვათა მოსმენა და კეთილგანწყობა. ადამიანებთან ურთიერთობა ისევ პირველ ადგილზე რჩება, ასევე მოგეცემათ შესაძლებლობა გააკეთოთ იღბლიანი ინვესტიცია
თქვენი პირადი რიცხვია - 7
ეს წელი იმისთვისაა, რომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ და გარედან შეაფასოთ სიტუაცია, რათა შეძლოთ თანხვედრა საკუთარ თავთან. 7-იანის ვიბრაცია გიბიძგებთ იქით, რომ გააანალიზოთ თქვენი მოტივაცია და საკუთარ თავს სწორი კითხვები დაუსვათ, გაარკვიოთ ნამდვილი სურვილები. თქვენ გექნებათ საკმარისი დრო იმისათვის, რომ დაწვრილებით გაიაზროთ მიმდინარე მოვლენები. მხოლოდ ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ იმ ადამიანებისაგან, რომლებიც ძალიან დიდ ენერგიას გართმევენ. სასურველია განზე გადადოთ მეორეხარისხოვანი მოვალეობები, რომლებიც არანაირად არ გაკმაყოფილებთ. ეცადეთ, ხშირად დაივიწყოთ თქვენი სმარტფონი და საერთოდაც, ეცადეთ ნურაფერზე ნუ იქნებით დამოკიდებული. მართალია, სამუშაო აუცილებელი რამ არის, მაგრამ არანაკლებ საჭიროა თავისუფალი დრო, რომელიც აუცილებელია ძალების აღსადგენად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვათ საკუთარ მიზნებზე, უბრალოდ დასვენება იმისთვის გჭირდებათ, რომ ამოისუნთქოთ და გააგრძელოთ წინსვლა.
თქვენი პირადი რიცხვია - 8
2017 წელი გიგზავნით გამოწვევას - თქვენ კი მზად ხართ მიიღოთ ის! 8-იანის ვიბრაცია სასიკეთოა მათთვის, ვინც ცდილობს გაიმყაროს რეპუტაცია, წარმოაჩინოს თავი, ღიად დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს და აჯობოს კონკურენტებს. აიღეთ იარაღი ხელში და არ დაიშუროთ ძალები, არ იყოყმანოთ, რადგან მიმდინარე 12 თვე გაძლევთ შესანიშნავ საშუალებას შემოტრიალდეთ უკეთესისკენ, სადაც გულუხვი ჯილდო გელოდებათ. რა თქმა უნდა, ყველა ქმედებას ახლავს გარკვეული რისკი, მაგრამ თქვენთვის მთავარია აჩვენოთ ყველას რომ ხართ ძლიერი, ყოჩაღი და განწყობილი გამარჯვებისათვის. ასე, რომ დამდეგი წელი გაძლევთ აშკარა დარიგებას: იწამეთ საკუთარი ძალების, დაისახეთ ამბიციური მიზნები და უკან არ დაიხიოთ.
თქვენი პირადი რიცხვია - 9
რიცხვი - 9 სიმბოლურად აღნიშნავს ციკლის დასასრულს, დროს შედეგების შეჯამებისა, როგორ ხედავთ და აფასებთ თქვენს განვლილ გზას, რითი ამაყობთ, ან რა შეგეშალათ ისეთი, რასაც არასოდეს გაიმეორებდით? ვინ მიგაჩნიათ ნამდვილ მეგობრად თქვენს გარშემო მყოფთაგან, ვინ - არაფრისმომცემად. საბოლოოდ გაარკვიეთ თქვენი მიზნები, რა გიშლით ხელს მათ შესრულებაში? აი, ასეთი კითხვები დაუსვით საკუთარ თავს დროდადრო. სწორედ ამას გთავაზობთ ახალი წელიც. 9-იანის ვიბრაციაც ხშირად უსვამს წერტილს აუსრულებელ ოცნებებს, გაცივებულ ურთიერთობებს, ეს ხომ ბუნებრივია, რა აზრი აქვს წარსულში დარჩენას? უსმინეთ თქვენს გულისთქმას, ენდეთ საკუთარ ინტუიციას. ნამდვილად მოახერხებთ გადალახოთ დროებითი საზღვარი და გახვიდეთ ნათელ ეტაპზე.