რომანის წამოწყებისას მათი საქმე გაცილებით მარტივად შეიძლება იყოს, თუკი გაცნობისთანავე ინტერესის ობიექტისკენ მიმართულ ფრაზას: "რას აკეთებ ამ საღამოს?" დაბადების თარიღის გამოკითხვით ჩაანაცვლებენ... ამ სვლას ორი დადებითი მხარე აქვს, ჯერ ერთი ქალების 99% გიჟდება ასტროლოგიაზე და მეორეც, იგი ჩათვლის, რომ მამაკაცი ისე მოგხიბლ საბაბს ეძებს მისთვის საჩუქრის გასაკეთებლად. საამისოდ კი დაბადების დღის თარიღს გამოიყენებთ...
და მხოლოდ თქვენ და ასტროლოგმა იცით რეალურად სად არის ამ დროს "ძაღლის თავი დამარხული"...
რას გიქადით მორიელ ქალთან რომანი:
მორიელის ვნებიანმა მზერამ მიგალურსმათ ადგილს? არ მიკვირს საკუთარ ფეხებს თუ ვერ იმორჩილებთ (სხვა ორგანოებზე აღარაფერს ვამბობ) და კიდევ და კიდევ ცდილობთ მასთან პაემანის დაგეგმვას... მაგრამ, გარდა სექსუალური მიმზიდველობისა და ქარიზმისა, ამ ქალს სხვა ბევრი პლუსიც გააჩნია ხასიათში – ჭკვიანია, წინდახედული, მიზანსწრაფული და ძალიან სამართლიანიც ყველაფერ ამასთან ერთად... მათთვის, ვინც სამართლიანად "თამაშობს".
მინუსებს კი მაშინ აღმოაჩენთ მის ხასიათში, თუკი შეეცდებით უსამართლოდ აწყენინოთ და გამოიყენოთ... დაინახავთ როგორი ბოღმიანი, შურისმაძიებელი, ზოგჯერ არაადეკვატური და სასტიკი შეიძლება იყოს იგი... მერწმუნეთ, ძალიან შეგეშინდებათ!