რა გელოდებათ Halloween-ის ღამეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რა გელოდებათ Halloween-ის ღამეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი

ნუ ჩაერთვებით თამაშებში ჰელოუინის ღამეს, რადგან შესაძლოა - სავალალო შედეგით დასრულდეს. ამ ღამით თქვენში აგრესიულობა მოიმატებს და მარტივად გამოხვალთ წყობილებიდან. დიდი ალბათობით პოლიციის განყოფილებაშიც ამოჰყოფთ თავს, უბრალო გართობას მოყოლილი გართულებების გამო.

კურო

თითქოს არაკონფლიქტური ხართ, მაგრამ კორპორატიულ საღამოზე, უნივერსიტეტის წვეულებაზე ან უბრალოდ კლუბში, გადაეყრებით მაღალი თანამდებობის მქონე ან ავტორიტეტულ პიროვნებას, რომელიც ნერვებს მოგიშლით და - რადგან სიმთვრალე გასამართლებელ საბუთად გექნებათ - სცემთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთ ადამიანებს გაბღენძილი ეგო აქვთ და აუცილებლად დაგსჯიან, ამიტომ თავი აკონტროლეთ.

ტყუპი

ჰელოუინზე ისე დათვრებით, რომ გონებას დაკარგავთ. იზრდება სასმელით მოწამვლის რისკი, ამიტომ იაფფასიან არაყს ან სხვა სახის ალკოჰოლს, ნუ მიეძალებით. მომდევნო დღეს გარდაუვალი იქნება ნაბახუსევთან ბრძოლა, თუ წინა დღეს კათეტერს არ ჩაგიდგამენ ვენაში.

კირჩხიბი

კირჩხიბს მელანქოლია შემოუტევს, თუ პარტნიორის გარეშეა, შესაძლოა ბევრიც იტიროს. თუ შეყვარებული ან მეუღლე მის გვერდით იქნება, კარგად გაერთობა. ნაკლებად მიეძალება ალკოჰოლს, სამაგიეროდ, ბევრს შეჭამს. ნუ მიირთმევთ კერძს, რომელიც უწინ არ დაგიგემოვნებიათ, გაწყენთ და კუჭ-ნაწლავის სისტემას გაგიღიზიანებთ.

ლომი

ამ ჰელოუინზე იმედები ცოტათი გაგიცრუვდებათ, თუ ელოდით, რომ მეგობრები თქვენთან თავს მოიყრიდნენ. მოგიწევთ მარტომ იპოვოთ რაიმე გასართობი. ჩართეთ შესაფერისი ფილმი და პოპკორნიც მოიმარაგეთ. თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა ოჯახის წევრი შემოგიერთდეთ.

ქალწული

კარგი იქნება თუ ქალწული სახლში მოაწყობს წვეულებას, რადგან ნაკლებსავარაუდოა მან კლუბსა თუ რესტორანში გართობა მოახერხოს.

რა თქმა უნდა, შესაძლოა ის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს ეწვიოს, მაგრამ თავს ცოტათი არაკომფორტულად იგრძნობს, რადგან შენიშნავს, რომ ყველა სხვა ტალღაზეა.

სასწორი

ჰელოუინის ღამეს დიდ ფულს წააგებთ კაზინოში ან ონლაინტოტალიზატორში და ვალებში გადავარდებით.

მორიელი

მოსალოდნელია შემთხვევითი სექსი, დაიცავით თავი, არ არსებობს გარანტია, რომ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას არ აიკიდებთ.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ, რადგან შეიძლება ავარიაში მოხვდეთ. ფრთხილად ატარეთ, არ იჩქაროთ. ნუ დაჯდებით საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში. აუცილებლად გამოიყენეთ  ღვედი.

თხის რქა

ამ ღამით დაურეკავთ ან მისწერთ ადამიანს, რომელმაც დიდი ხანია წარსულს ჩაგაბარათ, ამიტომ მობილური ან მეგობარს ათხოვეთ და აუკრძალეთ მისი დაბრუნება სანამ არ გამოფხიზლდებით, ან სახლში დატოვეთ.

მერწყული

არ მიიღოთ ნარკოტიკული საშუალება, შესაძლოა სიკვდილს ჩახედოთ თვალებში.

თევზები

თუ დათვრებით, იცეკვებთ სტრიპტიზს ბრბოს წინაშე, რომელიც ვიდეოს გადაგიღებთ და სოციალურ ქსელში გაგივრცელებთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?