ვერძი - სპონტანურობა გჩვევიათ, მაგრამ თებერვალი ის თვეა, როცა სპონტანური გადაწყვეტილებები წარმატებას ვერ მოგიტანთ. იყავით უფრო მომთმენები, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. გამოიჩინეთ უფრო მეტი ორგანიზებულობა. მხოლოდ იმ ვერძებს გაუმართლებთ თებერვალში, რომლებიც წესებს მიჰყვებიან და ქაოსს თავს აარიდებენ.
კურო - დაიწყეთ საქმე, რომლის გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ. ის აუცილებლად მოგიტანთ წარმაებას. იყავით უფრო მეტად აქტიურები. შესაძლოა, ოჯახურ ურთიერთობებში შეგექმნათ პრობლემები, მაგრამ ეცადეთ ემოციური მდგრადობის შენარჩუნებას. დეპრესიის დრო ახლა არ გაქვთ.
კირჩხიბი - შესანიშნავი დროა მოგზაურობისა და ურთიერთობების მოგვარებისთვის. თებერვალში ისეთი რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რაც დაგანახებთ, თუ რა გინდათ რეალურად სასიყვარულო ურთიერთობისგან, რას ეძებთ. ყველაფერი უფრო მკაფიო და ნათელი გახდება. იგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას უფრო მარტივად შეძლებთ.
ქალწული - როგორც ცნობილია, კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარით გამოირჩევით, მაგრამ თებერვალში სწორედ ამ თვალსაზრისით შეგექმნებათ პრობლემები. თქვენი კომუნიკაცია ვერ იქნება ისეთი ეფექტური, როგორც აქამდე და არასწორ დროს წარმოთქმულმა წინადადებებმა, შესაძლოა, როგორც სამსახურებრივ, ასევე პირად ურთიერთობებში პრობლემები შეგიქმნათ. ამიტომ, გამოიჩინეთ სიფრთხილე ისე, როგორც არასდროს.
სასწორი - თებერვალი თქვენთვის განტვირთვის თვე იქნება. იგრძნობთ სიმშვიდეს, შეძლებთ თავისუფლად და მშვიდად სუნთქვას. ყველა დარდი, დეპრესია თავისით გაქრება. მეგობრებისგან, საყვარელი ადამიანისგან ელოდეთ წარმატების მომტან შესაძლებლობას. იპოვით ნამდვილ ბალანსს და ჰარმონიას.
მორიელი - დროა სამყაროს თქვენი მაგიური ძალა აჩვენოთ. ჩრდილში ყოფნის დრო დასრულდა. იქნებით ორგანიზებულები და უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით საქმეს, რაც წარმატებას მოგიტანთ. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას და იქნებით მუდმივად ტონუსში. მოიშორეთ ყოველგვარი ნეგატივი, წარსულის მძიმე გამოცდილება და გადადგით თამამი ნაბიჯები მომავლისკენ.
თხის რქა - თებერვალი დიდ წარმატებას მოგიტანთ. ცხოვრების ყველა კუთხით სასიამოვნო სიახლეეები გელოდებათ. თქვენი დაუღალავი შრომა, წარმატების მიღწევის დაუკებელი ჟინი და სურვილი შედეგს გამოიღებს. შესაძლოა, ახლა ცხოვრებაში არც ისე კარგი პერიოდი გაქვთ, მაგრამ ყველა პრობლემა უკვალოდ გაქრება.
მერწყული
- ცხოვრების ყველა კუთხით წარმატების მომტანი ცვლილებები გელოდებათ. მოაგვარებთ ფინანსურ პრობლემებს. გირჩევთ, რომ ცოტა ხნით მაინც შეეშვათ მეგობრულ ურთიერთობებს, ან დრო ისე გადაანაწილეთ, რომ პირადი საქმეებისთვისაც დაგრჩეთ დრო. უამრავი იდეა გაქვთ და დროა რომელიმე მათგანის განხორციელება დაიწყოთ. თუ რაიმე ახალ საქმეს თებერვალში წამოიწყებთ, აუცილებლად წარმატებულები იქნებით.